Connect with us

ჰოროსკოპი

იდეალური დედა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

დედა ვერძი

ყოველთვის მზადაა, რომ საკუთარი თავი ოჯახურ ცხოვრებას და ბავშვებს მიუძღვნას, ცდილობს ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთოს. ის ახალ იდეებს ეძებს, ბევრ წიგნს კითხულობს, რომ ამქვეყნად საუკეთესო ბავშვი გაზარდოს. დედა ვერძი პედიატრის რჩევებს უარყოფს, რადგან ის იდეალური დედაა და უკეთ იცის. უკვე მოზრდილებს დედა ვერძი მეგობრებთან ერთად გასვლას შთააგონებს და წარმოუდგენელი დაბადების დღის ორგანიზაციას გაუკეთებს. თვლის, რომ მისი ბავშვი მსოფლიოში საუკეთესო და უნიკალურია.

დედა კურო

ცხოვრება ბავშვების გარეშე? შეუძლებელია! აწმყო მხოლოდ მისი ბავშვებისთვისაა. შვილები საუკეთესოები არიან, რაც დედა კუროს ჰყავს და მათ მიმართ უსაზღვროდ ერთგულია. ცდილობს ყოველთვის სამართლიანი იყოს და მათი პრობლემები და სირთულეები გააკონტროლოს. დედა კურო ყველაზე მზრუნველი დედაა. მას ჩახუტება და შვილების კოცნა უყვარს. არსებობს რისკი, რომ მოზრდილი შვილები დედის ჭარბი მზრუნველობით დაიხრჩობიან. კუროს სურს, რომ თავისი შვილები ლამაზები, სრული ცხოვრებით და კარგი მადით იხილოს.

დედა ტყუპები

დედა 100 000 ვოლტით! სწორედ ასეთი დედა ასწავლის შვილებს, თუ როგორ იყვნენ პატარაობიდანვე დამოუკიდებელნი. მისი სახლი სავსეა წიგნებით და საგანმანათლებლო თამაშებით. დედა ტყუპი სკოლაში ბავშვის პროგრესით, მისი ნიშნებით და პატარა წარმატებებით ამაყობს. თუ ბავშვისგან უფრო მეტ მორჩილებას მოითხოვთ, შეიძლება მეგობრული ურთიერთობა და სრული ნდობა გააფუჭოთ. ჭარბი დემოკრატია დედა ტყუპის განსაკუთრებულობაა, რადგან ის ბავშვის საუკეთესო მეგობარია. მიუხედავად იმისა, რომ დედა ტყუპს ბავშვებთან თამაში უყვარს და მათთან ბედნიერია, პასიურობს, როცა საქმე ველოსიპედით სეირნობას ეხება. ეს მისთვის ზედმეტია!

დედა კირჩხიბი

ბავშვების მიმართ ყოველთვის ძალიან ნაზი და ყურადღებიანია. თუ მისი შვილი მოწყენილი და უმაყოფილოა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ბავშვს სახეზე ღიმილი დაუბრუნოს. ჩვეულებრივ ნაზია, მაგრამ ნამდვილი ვეფხვი შეიძლება გახდეს, თუ მისი შვილის თავიდან ერთი თმის ღერი მაინც ჩამოვარდება. დედა კირჩხიბი მგრძნობიარე წვრილმანებს ძალიან აფასებს. ის აგროვებს სურათებს, წერილებს და ინახავს მოგონებებს იმის შესახებ, თუ მისი ბავშვები როგორ იზრდებიან.

დედა ლომი

ამ დედას მეფობა და ბზინვარება სურს. მის შვილებს ყველაფერი საუკეთესი და ძვირადღირებული უნდა ჰქონდეთ. გულუხვმა ლომა იცის, თუ ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის ხაზი სად გაუსვას. დედა ლომის მთავარი სურვილია, რომ შვილები ბედნიერები და თავდაჯერებულნი იყვნენ. ერთად თამაში როგორც ბავშვებს, ასევე დედას ძალიან უყვარს.

დედა ქალწული

დედა, რომელიც ბავშვს უსმენს, რჩევას აძლევს და საკუთარი აზრებით ფიქრში ეხმარება. ზოგჯერ მას ცივ დედად მიიჩნევენ, მაგრამ შვილებმა მისი შესანიშნავი იუმორის გრძნობის და თავშეკავებული სინაზის შესახებ იციან. დედა ქალწული ბავშვს გემოვნებით აცმევს და სწორად მოქცევას ასწავლის. ის განსაკუთრებით ყურადღებით ბავშვის ფიზიკურ განვითარებას, კვების და ჰიგიენის საკითხს აქცევს. „ჯანსაღი სული ჯანსაღ სხეულში – აი, ქალწულის დევიზი.

დედა სასწორი

ზოგჯერ სახლის მძიმე საქმეებით, არეულობით და ხმაურით იღლება. დედა საწორი სამართლიანობაზე გიჟდება და შეიძლება აფეთქდეს. საბედნიეროდ, მისი შვილები საყვარლები არიან და აბაზანაში ბანაობის დროს დედის ზღაპრების მოსმენა უყვართ. ისინი საბავშვო ოთახში შუქის ჩაქრობამდე თქვენს გულს მოიგებენ. დედა სასწორი ცდილობს, რომ იყოს გულწრფელი და სამართლიანი. მას მსუბუქი ხასიათი ყოველთვის არ აქვს, მაგრამ ყოველთვის ყველაზე ლამაზია.

დედა მორიელი

ასეთმა დედამ ბავშვის შესახებ ყველაფერი იცის. ძლიერი ინტუიციის წყალობით შვილს ნებისმიერი შეცდომისგან იცავს. მორიელი გრძნობს, როცა რაღაც რიგზე არაა. დედა მორიელისთვის შვილის მიმართ სიყვარულს საზღვარი არ აქვს – ესაა მისი ერთგულება. მთელი მისი დრო და გული ბავშვს ეკუთვნის. ის შვილის ფარულ ნიჭს გამოავლენს და მის მაქსიმალურად განვითარებას ხელს შეუწყობს.

დედა მშვილდოსანი

სერიოზული და პასუხისმგებლობით აღსავსე დედა, ყველაფერი გაწერილი აქვს: დაბანა, ჭამა, თამაში. ყველაფერი წამების გათვლებით კონტროლდება. დედა მშვილდოსანმა იცის, რომ რეჟიმი მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ის თამაშების, წვეულებების, ლაშქრობების დედოფალია, რასაც ნამდვილ თავგადასავლად აქცევს. თანდაყოლილი იუმორის გრძნობის წყალობით მასთან არასდროს მოიწყენთ.

დედა თხის რქა

დედა თხის რქა გარეგნულ თავშეკავებაში ბევრ სიყვარულს და სინაზეს მალავს. მკაცრი და მომთხოვნი დედაა, რომელსაც წესრიგი და მორჩილება უყვარს. მისი შვილი სამყაროს ცენტრია, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია. დედა თხის რქა მთებს გადალახავს, რომ შვილის ოცნება, როგორი გიჟურიც არ უნდა იყოს, რეალური გახადოს.

დედა მერწყული

ყველაზე დამოუკიდებელი დედა, რომელსაც ბავშვებისთვის თავისუფლება სურს. ახალი თავგადასავლებისთვის ყოველთვის მზადაა. მისი ყველაზე დიდი სურვილია, რომ შვილებს ავანტიურისტის სული, ცოცხალი ცნობისმოყვარეობა და ჩაუქრობელი ოპტიმიზმი ჰქონდეთ. დედა მერწყული ბავშვებს აზროვნების და მოქმედების თავისუფლებას აძლევს, რომ მათ ნებადართული საკუთარი საზღვრების უკეთ გაგება შეძლონ. ნაზი და მხიარული დედა მათ ემოციურ თვითკმარობას ანიჭებს, რომ ამ უგრძნობ სამყაროში იცხოვრონ.

დედა თევზი

ყველაზე მგრძნობიარე დედა, რომელიც ცხოვრების მთავარი სიყვარულის გამო ძალიან განიცდის. ის შვილების ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე ნერვიულბს, ყველაფერს აკეთებს, რომ ბავშვები ცხოვრებით კმაყოფილნი იყვნენ. მთავარია, ბავშვის დაცვის დროს არ გადააჭარბოთ. შვილებმა თავისი წილი უნდა გაიღონ. მათ ცხოვრება და სიყვარული არ უნდა აუკრძალოთ, მეტი თავისუფლება მიანიჭეთ და ენდეთ.