ჰოროსკოპი
იდეალური დამთხვევა! ვინ არის თქვენი მონათესავე სული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყველა ადამიანს სურს მონათესავე სული იპოვოს და მასთან იდეალური ურთიერთობა შექმნას. ამ ძიებაში დახმარებისთვის მეგობრებს, ნათესავებს ან გაცნობის სააგენტოებს მივმართავთ. რატომ არ უნდა ვთხოვოთ დახმარება ვარსკვლავებს? ამის შესახებ მათ საკუთარი მოსაზრება გააჩნიათ.
დღეს გიამბობთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი შეიძლება გახდეს თქვენი მონათესავე სული. შეგიძლიათ ჰოროსკოპის არ გჯეროდეთ, მაგრამ დამთხვევა უბრალოდ წარმოუდგენელია.
იდეალური პარტნიორი
ვერძი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი აგრესიული, მამაცი და ენერგიულია. მიზნის მისაღწევად ყველაფრისთვის მზად არის. ურჩევნია მთელი ცხოვრება თავდაჯერებულ და გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანთან გაატაროს, რომელსაც რისკის გაწევა არ აშინებს.
ცხოვრების იდეალური თანამეგზური ვერძისთვის იქნება ლომი, მშვილდოსანი, ტყუპები ან მერწყული.
კურო
ცნობილია, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი საიმედო და მგრძნობიარეა. მას სჭირდება ადამიანი, რომელიც მზად იქნება პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. კურო ასეთი ადამიანის ერთგული მთელი ცხოვრება იქნება. ურთიერთობაში კუროსთვის მნიშვნელოვანია რომანტიკა – მთვარის შუქზე სეირნობა ან ვახშამი სანთლების შუქზე.
ყველაზე ძლიერ კავშირს მორიელთან, თხის რქასთან, ქალწულთან ან თევზებთან შექმნის.
ტყუპები
ისინი ძალიან მარტივი და მხიარული ადამიანები არიან. იუმორის გრძნობით და ოპტიმიზმით შთაბეჭდილებას ახდენენ. ტყუპებს სწორედ ასეთი ადამიანი სჭირდებათ – მხიარული და მარტივად მოაზროვნე.
საუკეთესო პარტნიორი: მშვილდოსანი, ლომი, სასწორი, ვერძი და მერწყული
კირჩხიბი
კირჩხიბი საკმაოდ გულჩაკეტილია. დრო სჭირდება რომ ადამიანს ენდოს. თუ ასე მოხდება და თქვენთან გაიხსნება, არ ინანებთ: ის მთელი ცხოვრება თქვენი ერთგული თანამეგზური იქნება. კირჩხიბს ჭკვიანი ადამიანი სჭირდება, რომელსაც ინტერესის გამოწვევა შეუძლია, მას კი ზრუნვით და სიყვარულით აავსებს.
იდეალური პარტნიორები: მორიელი, კურო, თევზები და ქალწული.
ლომი
ძალიან ვნებიანი და ოპტიმიზმით აღსავსე ადამიანები. ლომთან ახლოს ჭკვიანი, საინტერესო და თავგასავლების მოყვარული ადამიანი უნდა იყოს. მასთან არ მოიწყენთ. ლომს სჭირდება ადამიანი, რომელიც მას სიყვარული და ქებით აავსებს.
კარგი წყვილი გამოდის ტყუპებთან, სასწორთან, მშვილდოსანთან და ვერძთან კავშირის დროს.
ქალწული
ქალწული გონების და საღი აზრის იდეალური შეხამებაა. მას შერჩევა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება ახასიათებს. პერფექციონისტები არიან და გვერდით სულელ ადამიანებს ვერ იტანენ. მას ჭკვიანი და საიმედო პარტნიორი სჭირდება.
იდეალურად შეესაბამებათ მორიელი, თხის რქა, თევზები და კურო.
სასწორი
კეთილი, ნაზი და მგრძნობიარე სასწორი სილამაზის ნამდვილი დამფასებელია. თუ ლამაზ, ჭკვიან და უჩვეულო ადამიანს შეხვდება, ძალიან ბედნიერი იქნება.
საუკეთესო პარტნიორები: ტყუპები, მერწყული, მშვილდოსანი და ლომი.
მორიელი
მამაცი ხალხი, რომელთაც ძლიერი სულისკვეთა ახასიათებთ. თუ რაიმე საქმეზე კონცენტრირებულნი არიან, გზიდან მის გადახვევას ვერავინ შეძლებს. მორიელის გვერდით უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მას გამოიწვევს. მორიელი ურთიერთობაში ღრმა და უპირობო სიყვარულისთვის მზადაა. სწორედ ამიტომ მას წარმოსახვის და ღრმა შინაგანი სამყაროს მქონე ადამიანი იზიდავს.
მონათესავე სული: თევზები, ქალწული, თხის რქა და კირჩხიბი.
მშვილდოსანი
კაშკაშა და შთამბეჭდავი მშვილდოსანი ცხოვრებით სრულყოფილად ტკბება. მისთვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ასევე თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი სჭირდება.
მშვილდოსნისთვის იდეალური პარტნიორი იქნება ლომი, მერწყული, ვერძი ან სასწორი.
თხის რქა
ამბიციური და კონსერვატიული ხალხი. მას შესანიშნავი კონტროლის უნარი აქვს, პასუხისმგებლობით აღსავსეა და მუშაობა შეუძლია. ამ ნიშანს ყველაზე პრეტენზიულად და გადაწყვეტილების სწრაფად მიმღებად მიიჩნევენ. თხის რქის პარტნიორი ინტელექტით, სტილით და გონებამახვილობით უნდა გამოირჩეოდეს.
იდეალური პარტნიორი: თევზები, კურო, ქალწული და მორიელი.
მერწყული
მზად ხართ აქტიური ცხოვრებისა და თავგადასავლებისთვის? მაშინ თქვენ მერწყულის იდეალური პარტნიორი ხართ. ის ძალიან მეგობრული, მხიარული და საინტერესო ადამიანია. მისი პარტნიორი გონებამახვილობით უნდა გამოირჩეოდეს და შესანიშნავი იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს. თუ ასევე კერძების მომზადებაც გეცოდინებათ, მის გულს ბოლომდე დაიპყრობთ.
მონათესავე სული: სასწორი, ვერძი, ტყუპები და მშვილდოსანი.
თევზები
მისთვის ურთიერთობა პირველ ადგილზე დგას. ის ძალიან მგრძნობიარე და ემოციურია. თევზები ეძებენ პარტნიორს, რომელიც მას ძლიერს გახდის. გონების და შემოქმედების მიმართ სიყვარულს აფასებს. მისი გულის მოგებას რომანტიული და ფილოსოფიური საუბრებით შეძლებთ.
მათთვის იდეალური პარტნიორია კირჩხიბი, მორიელი, თხის რქა და კურო.
ხშირად მეწყვილეს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არ ვირჩევთ, რადგან პირველ რიგში ამაზე საუბარს არ ვიწყებთ. თუმცა ზოგჯერ ვარსკვლავების მოსმენა და პარტნიორის არჩევის დროს მათი რჩევის გათვალისწინება შეიძლება. ამბობენ, ვარსკვლავები არ იტყუებიან…
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.