სხვა
იაფი სააფთიაქო საშუალებები სილამაზისთვის
აფთიაქებში გენიალური და ძალიან იაფი სილამაზის საშუალებები იყიდება. ამ სტატიაში მათ სიას და გამოყენების წესების შესახებ წაიკითხავთ.
თმა
1. სულსენის პასტა – ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებაა, ის მისი პროფილაქტიკისთვის, თმის ზრდისა და გამოკვებისთვისაც გამოიყენება.
2. ლავანდის ეთერზეთი – დაუმატეთ კონდიციონერს რამდენიე წვეთი – თმები დიდხანს შეინარჩუნებს სისუფთავეს.
3. რეპევიტი – თავის კანის სტიმულიატორია. მასში საჭირო ბალახებისა და ეთერზეთებს ნარევია, რომლებიც თმის ზრდას აუმჯობესებენ და ამაგრებენ მას.
4. ნიღაბი თმის სწრაფი ზრდისთვის
თმის ცვენი მკურნალობის დროს თმის ძირებში, დაბანამდე 2 საათით ადრე, 1 წვეთ შამპუნში არეული ცხელი ქაცვის ზეთი შეიზილეთ ყოველდღე. თმაზე კი ცელოფანი და პირსახოცი შემოიხვიეთ. გაიჩერეთ 1-2 საათი და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.
თმის ზრდის ტემპების დასაჩქარებლად კვირაში ორჯერ – ცხელი ქაცვის ზეთისა და 1 ჩაის კოვზი “დიმექსიდის” ნიღაბი გაიკეთეთ.
“დიმექსიდი” – ეს არის გარე მოხმარების პრეპარატი, რომელიც წამლებსა და ვიტამინებს კანში უფრო ღრმად შეღწევაში ეხმარება. ქაცვის ზეთი აჩქარებს თმის ზრდას, ხოლო მისი ნარევი თმების 3 – 4 თვეში გვარიანად გაზრდაში გვეხმარება.
თუ შეამჩნევთ, რომ თმები ზედმეტად გამოიკვება ზეთით, მაშინ დაბანის შემდეგ თმაზე წყალში გაზავებული ვაშლის ძმარი გადაივლეთ.
6. კარგი თმის ნიღაბი: 2 სუფრის კოვზი კონიაკი + სუფრის კოვზი თავფლი + კვერცხის გული + ოროვანდის ზეთი. დაიდეთ ნირაბი და 30 წუთი დაიხურეთ ქუდი. თმები არ გაცხიმიანდება და შეიძენს მბზინვარებას. დაბანის შემდეგ გადაივლეთ ჭინჭრის ან გვირილის ნაყენი.
7. ბულგარული წიწაკის ნაყენი თმების გასამაგრებლად. აბუსალათინის ზეთთან 1:1-ზე შეფარდებით. კარგად აურიეთ ქილაში და თმის ძირებზე დაიტანეთ, შეიზილეთ კანში. მოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და პირსახოცი ნახევარი საათით, შემდეგ კი თბილი წყლით საგულდაგულოდ დაიბანეთ (შამპუნი 2-3-ჯერ დაიტანეთ).
სახე
1. სახის პლაცენტარული ნიღბები ასწორებენ მცირე ნაოჭებს, ჭიმავენ კანს და მოყავთ ის ტონუსში. ერთი ნიღაბი სამჯერად მოხმარებაზე გყოფნით.
2. გარგრის ზეთი – მიიღება გარგრის კურკებისგან, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, ხელს უწყობს კანის რეგენრაციას, გამოკვებასა და ლოწროვანი გარსის აღდგენას. არბილებს, ამკვრივებს და ელასტიურს ხდის კანს.
მასაჟი გარგრის ზეთის გამოყენებით გაგიახალგაზრდავებთ კანს და მას უფრო ჯანმრტელ იერს შესძენს.
3. ბალახის ნაყენის კუბები
გვირილა + ორკბილა + ჟოჟობას ზეთი + ზეითუნის ზეთი! აურიეთ ერთმანეთში და გაყინეთ. დილით ამ კუბებით სახე გაიწმინდეთ. დაღლილი სახის ასეთი კუბებით გაწმენდვის შემდეგ დაღლილოა სრულად გაქრება.
4. კრაზანას ნაყენის ყოველდღიურად გამოყენებისას (მემის ყინულის კუბებს ვიყენებდი) სახის კანს ნამზეურის ეფექტი გადაჯკრავს, ქრება მუწუკები, აკნე და სიმშრალე.
5. აევიტი ნაოჭებისთვის
6. ბლეფაროგელი #1 – მასში ჰიალურონის მჟავა შედის რაც თვალის “ტომრებს” აშორებს.
7. ატმის ზეთი – წაისვით ღამით კანზე – დაარბილებს.
8. კალენდულის სპირტიანი ნაყენი წყალში გახსენიტ და წაისვით სახის კანზე, ეს კანს საგრძნობლად არბილებს.
9. რძემჟავის პილინგი – ზედაპირული. რძემჟავა შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ ან ჰილაკ ფორტეს წვეთები გამოიყენოთ. 30 მილიგრამ კრემზე 10 წვეთ ჰილაკ ფორტეს უმატებენ.
რას უნდა ველოდეთ რძემჟავის პილინგისგან – ის რეკომენდებულია მგრძნობიარე, ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი კანის ქონის დროს, ის კანს სიგლუვეს ჰმატებს, ათეთრებს, კარგად ატენიანებს და კანი უფრო სუფთა ხდება.
10. გეპარინის მაზი – შეშუპებისას.
ფრჩხილები
1. ზღვის მარილი – ნიღაბი ფრჩხილებისთვის, მატონიზირებელი აბაზანა თვქენი სხეულისთვის.
2. ფრჩხილებისთვის კარგია ზეთოვანი აბაზანები. ჭურჭელში ზეითუნის ზეთი ჩაასხით და შიგნით თითები ჩაყავით 10 წუთით. ზეთი თბილი უნდა იყოს, მაგრამ მისი გათბობა ორთქლის აბაზანაზე უნდა მოხდეს – მიკროტალღურ ღუმელში ამის გაკეტება არ შეიძლება.
წამწამები
1. აბუსალათინის ზეთი კაფსულებსა და ბოთლებში – წამწამების, წარბების და თვალებს გარშემო არსებული თმისთვის იდეალურია. ის ზრდის თმას ალამაზებს კანს.
2. ოროვანდის ზეთი – ნიღაბი თმებისა და წამწამებისთვის.
სტრიები
1. 2 აბი მუმიე გახსენით კრემში და სტრიებზე წაისვით, მანამდე კი დაფქული ყავის სკრაბი გამოიყენეთ. ეს კარგია კანის დაჭიმვისთვის და ცელულიტის დროს. თუმცა ის მუდმივად უდნა იკეთოთ.
2. მალამო “კლირვინი” – კარგად დაგეხმარებას სტრიების დროს.
3. ასევე დაგემხარებათ ეთერზეთების ნიღაბი: პეტიტგრეინისა (ფორთოხლის ფოთლების) და როზმარინის ნაზავი. კრემის ერთ პორციას დაასხით სამი წვეთი ეთერზეტების ნარევი.
1 თვის კურსი:
- 2 ფლაკონი ნუშის ზეთი (50 მილიგრამიანი)
- 1 ფლაკონი პეტიტგრეინის ან როზამრინის ეთერზეთი (10 მილიგრამი)
- 1 ფლაკონი ტანის რძე (150 მილიგრამი)
თუ კანი ძალიან გამომშრალია, პირველ თვეში დამატებით კიდევ ერთი ნუშის ზეთის ფლაკონი დაგჭირდებათ.
ჩვეულებრივ ორთვიანი კურსი სრულიად საკმარისია.
ყოველდღე, დილაობით 1 ჩაის კოვზ ფუძეს 10 წვეთი ეთერზეთი დაუმატეთ. დაიტანეთ და ნაზი მოძრაობებით შეიზილეთ სანამ კანი ბოლომდე არ შეიწოვს.
4. ნატურალური შინაურული კრემი მუმიეს ფუძეზე სტრიებისა და კანზე არსებული მცირე შრამების მოშორებაში დაგეხმარებათ: გახსენით 1 გრამი მუმიე ჩაის კოვზ მდუღარე წყალში. აურიეთ 1 ტუბ (80-100 გრამი) ბავშვის კრემში. შეინახეთ მაცივარში.
ცელულიტი
1. ვაშლის ძმარი ფეხებზე არსებული ვარსკვლავებისა და ცელულიტის წინააღმდეგ: წაისვით ფეხებზე მუხლებს ზემოთ თეძოებისკენ, საღამოს შხაპის შემდეგ – ყოველდღიურად. 2 კვირაში ვარსკვლავები საგრძნობლად გაღიავდებიან.
2. ვაშლის ძმარი და წყალი გააზავეთ 1:1-ზე. შეგიძლიათ ლიმონის, პიტნის ან როზმარინის ეთრეზეთებიც დაუმატოთ. ცელულიტიან ადგილას წაისვით ნაზავი და შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი.
სასურველია თბილი ტანსაცელი ჩაიცვათ და სურვილისამებს აქტიურად იმოძრაოთ ან პლედის ქვეშ დაწვეთ 0,5 – 1 საათის განმავლობაში. შემდეგ ნარევი ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ.
3. ზღვის მარილით საჯდომისა და თეძოების მასაჟი გაიკეთეთ.
4. ყავის შინაურული ნიღაბი ცელულიტისთვის: ყავის ნალექში დაუმატეთ ცისფერი თიხა და ცოტაოდენი წყალი – უმჯობესია მინერალური. მასაჟის მოძრაობებით დაიტანეთ ოდნავ ნოტიო კანზე. კოფეინი ხელს უწყობს ცხიმის დაშლას, ხოლო თიხას გამოაქვს ზედმეტი სიტხე კანქვეშა ქსოვილებიდან.
კბილები
აქტივირებული ნახშირი – დაფხვენით, გაიხეხეთ კბილები, კარგად გამოივლეთ წყალი. კვირაში ორჯერ რომ ჩაიტაროთ ეს პროცედურა – კბილები საგრძნობლად გაგითეთრდებათ.
ხელები
1. ნიღაბი ხელებისთვის: აურიეთ თანაბარი რაოდენობის გლიცერინი, 70%-იანი სპირტი და ამიაკი.
2. 2 წილი გლიცერინი, 1 წილი წყალი, ამიაკი და ეთილის სპრტი ერთმანეთში აურიეთ. წაისვით დაანის შემდეგ და თუ შესაძლებლობა გაქვთ გაიკეთეთ ხელტათმანი.
3. დაფქული ყავა, უფრო სწორედ ყავის ნალექი. წაისვით ხელებზე. ის კარგად არბილებს, კანი ძალიან რბილი ხდება.