ყვავილები
იაფი მეთოდი, რომელიც ბოსტანში ჭიანჭველების მოშორებაში დაგეხმარებათ
ჭიანჭველები – მწერები, რომლებიც 130 მლნ წლის წინ გამოჩნდნენ. შრომისმოყვარე ჭიანჭველას მის სხეულზე 100-ჯერ მძიმე საგნის აწევა შეუძლია. ჭიანჭველა მიწისთვის როგორც სასარგებლო, ასევე საზიანო შეიძლება იყოს. მებაღეები და მებოსტნეები ჭიანჭველების მოშორებას უპირატესობას ანიჭებენ, რომ მათ მცენარეებზე ბუგრები არ გაავრცელონ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოიშოროთ ჭიანჭველები ნაკვეთიდან აგრესიული ქიმიკატების გამოყენების გარეშე, რომელიც მოსავალს და ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს.
როგორ მოვიშოროთ ჭიანჭველები ნაკვეთიდან
ჭიანჭველები მიწისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. მწერებს 1,5 მეტრზე მიწის დამუშავება შეუძლიათ. ასეთი მიწის ტენიანობა 90%–ს აღწევს. ასევე ჭიანჭველა მიწაში ფოსფორის რაოდენობას 10-ჯერ ზრდის, რის ხარჯზეც მცენარე იკვებება. სამწუხაროდ, ჭიანჭველების ბუდე, რომელიც ხის მახლობლად მდებარეობს, მოსავლიანობას თანდათან ამცირებს და ნელ–ნელა მცენარეს ავიწროებს.
ჭიანჭველები მიწაში მჟავიანობას ზრდის, რაც ყველა მცენარეს არ უყვარს. რა თქმა უნდა, მწერი მარწყვის, გოგრის და სტაფილოს ჭამაზე უარს არ ამბობს. ჭიანჭველებს შეუძლიათ ვარდის და იორდასალამის ფურცლები, ზოგჯერ ნერგებიც მიირთვან. ბუგრები ერთ–ერთი ყველაზე უსიამოვნო შედეგია, რაც ჭიანჭველების ნაკვეთზე ცხოვრებას ახლავს.
ხაფანგები
ჭიანჭველების ხაფანგი შხამისა და სატყუარისგან შედგება. სატყუარად შაქრის ფხვნილი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან ჭიანჭველებს შეუძლიათ შაქრის ნაწილაკები შხამისგან დააცალკევონ. შხამად გამოიყენეთ საფუარი, ბორის მჟავა, სოდა, სახამებელი. ნარევისგან გაკეთებული ხაფანგი მწერების შეგროვების ადგილებში დადეთ.
ბორის მჟავა
ბორის მჟავა ჭიანჭველების საჭმლის მომნელებელ და ნერვულ სისტემებს აზიანებს. ბორის მჟავის ხსნარი პირდაპირ ბუდეში შეგიძლიათ ჩაასხათ ან ხაფანგი გააკეთოთ. 250 მლ ცხელ წყალში 5 გ ბორის მჟავა გახსენით და 2 ს/კ შაქარი დაუმატეთ. თაფლიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნარევით ჭიანჭველების ბუდე მორწყეთ.
სოდა
სოდა, რომელიც ნახევრად მჟავისგან შედგება, ჭიანჭველებისთვის შხამია. ჭიანჭველები სოდით რომ გამოკვებოთ, 1 ს/კ სოდა, 2 ს/კ წყალი და 1 ს/კ შაქრის ფხვნილი დაგჭირდებათ. ნარევი ბრტყელ კონტეინერზე დაასხით. მაგალითად, პლასტმასის უჯრის ან ქილის თავსახური გამოგადგებათ.
კორვალოლი
კორვალოლის ხაფანგი ასე მზადდება: 0,5 ჩ/კ კორვალოლი 500 მლ წყალში გააზავეთ. ხსნარს 3 ს/კ შაქარი და 0,5 ჩ/კ საფუარი დაუმატეთ. მიღებული ხსნარით ნაკვეთი მთელ პერიმეტრზე მორწყეთ და არც ერთი ჭიანჭველა თქვენს ნარგავებს არ მიუახლოვდება.
ძმარი
თუ ბაღში მცენარეებზე ჭიანჭველა დაინახეთ ან შეამჩნიეთ, რომ ყვავილის ფოთლები და ფურცლები დაღრღნილია, ძმრის ხსნარით შეგიძლიათ დააფრთხოთ. 1 ს/კ ძმარი 1 ლ წყალში გახსენით და მცენარე დანამეთ. თუ ძმრის ესენციას იყენებთ, 1 ს/კ ძმარი 10 ლ წყალში გააზავეთ.
ნაცარი
ნაცარს ნებისმიერ აგარაკზე იპოვით. მისი დახმარებით მიწა შეგიძლიათ გააფხვიეროთ და მცენარეების სასუქი დაუმატოთ. ამავდროულად, ჭიანჭველებსაც დააფრთხობთ. ნაცარი ჭიანჭველების ბილიკებზე დაყარეთ. ნაცრით და სარეცხი საპნით ხსნარიც შეგიძლიათ მოამზადოთ. ასე მცენარეებს დეზინფექციას ჩაუტარებთ და მუხლუხოებს და მწერებს მოიშორებთ. 100 გ ნაცარი 10 ლ წყალში გააზავეთ და 1 ს/კ გახეხილი სარეცხი საპონი დაუმატეთ. ამ სითხით მცენარეები მორწყეთ.
მარგანცოვკა
მარგანცოვკის ხსნარი შესანიშნავი სადეზინფექციო საშუალებაა. თუ თქვენს ბოსტანში ან ბაღში ბუგრები უკვე გამოჩნდა, მაშინ ყველა ხე მარგანცოვკის ხსნარით დაამუშავეთ. ასე ბუგრებს და ჭიანჭველებს გააქრობთ. 1 ლ წყალს 1-2 გ მარგანცოვკა დაუმატეთ, რომ სითხე გაჯერებული ვარდისფერი იყოს. ამ ხსნარით მცენარე მორწყეთ და დანამეთ. ხსნარი ჭიანჭველების ბუდეშიც შეგიძლიათ ჩაასხათ.
ჭიანჭველებს სახლში შესვლა უყვართ. ეს რომ არ მოხდეს, საკვების ნარჩენები მოიშორეთ და ნამცეცებისა და საჭმლის ნარჩენების შეგროვება არ დაუშვათ. დარწმუნდით, რომ სახლში ყველა ხვრელი დალუქულია და ცარიელი ადგილი არაა, სადაც სადენი ან მილი მდებარეობს. სახლში ჭიანჭველებს იმავე ხაფანგებით შეგიძლიათ ებრძოლოთ, როგორც ბოსტანში. თუ ხაფანგს იყენებთ, დარწმუნდით, რომ მას შინაური ცხოველი ვერ მისწვდება.