Connect with us

საკითხავი

იაფი მეთოდი მინანქრის ჭურჭლის სწრაფად გასაწმენდად

ბებია ლამაზი პრინტის მქონე მინანქრის ქვაბების ნაკრებს ყოველთვის სუფთად ინახავდა. არ მესმის, როგორ გამოიყურებოდა ჭურჭელი ახალივით 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ ბებია ნამწვს ზედაპირზე გაჩერების უფლებას არ აძლევდა. მან იცოდა, როგორ გაეწმინდა მინანქრის ქვაბი სწრაფად და ეკონომიურად.

მისი საიდუმლო დედამ გამიმხილა. ამ მეთოდს უკვე დიდი ხანია იყენებს და მისი წყალობით საყოფაცხოვრებო ქიმიაზე ბევრი ფული დაზოგა. მინანქრის ქვაბის გასაწმენდად მაღაზიაში შევლა მირჩია.

მინანქრის ქვაბის გაწმენდა

მინანქრის ქვაბს თავდაპირველი სიქათქათე რომ დავუბრუნოთ, დედა პერსოლის შეძენას გვირჩევს. ამ ფხვნილის შეძენას ნებისმიერ მაღაზიაში თეთრებად შეძლებთ. ახლა ინსტრუქციას მიჰყევით:

  1. ქვაბის ნახევარი ცივი წყლით გაავსეთ.
  2. წყალს 2 ს/კ პერსოლი დაუმატეთ.
  3. წყალი ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ.
  4. ცხელ წყალში ცხიმიანი პირსახოცი ჩადეთ (რომ 2 კურდღელი ერთად დაიჭიროთ).
  5. წყალი 5 წუთით ადუღეთ.

როგორ მოვაშოროთ ნამწვი მინანქრის ქვაბს

დუღილის შემდეგ პირსახოცი ქვაბიდან ამოიღეთ და წყალი გადაასხით. კედლებზე ნამწვის ნარჩენები ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით მოაშორეთ. სიტყვაზე, დუღილის პროცესში ჭუჭყიანი ქაფი გაჩნდება. დროდადრო მოაშორეთ, რომ კუთხეებიდან არ დაიღვაროს.

რა თქმა უნდა, ბებია ახალგაზრდობაში მინანქრის ქვაბის გასაწმენდად პერსოლს არ იყენებდა, არამედ სხვა ფხვნილს მსგავსი შემადგენლობით. პერსოლი ხომ მაშინ არ იყო. სწორედ ამიტომ, მინანქარი შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა მათეთრებლით გაწმინდოთ, რომელიც აქტიურ ჟანგბადზეა დაფუძნებული.

Advertisement