საკითხავი
იაპონური ხრიკი გაყინული კბილის პასტით, რომელიც დალაგების პროცესს სასიამოვნოს ხდის
დღეს საყოფაცხოვრებო ქიმიის დიდი არჩევანი არსებობს. აქ შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა ზედაპირის და ჭუჭყის საწმენდი საშუალებები. ცუდი ისაა, რომ უმეტესობა აგრესიულ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. გარდა ამისა, ძალიან ძვირია. სწორედ ამიტომ, ხელნაკეთი უნივერსალური საწმენდი საშუალების გამოყენებას გირჩევთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ეფექტურ იაპონურ ხრიკს გაყინული კბილის პასტით. გიამბობთ, როგორ და სად გამოიყენოთ კბილის პასტა.
კბილის პასტა არაპირდაპირი დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. მისი დახმარებით სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას შეძლებთ. კბილის პასტა თეთრ ფეხსაცმელს სიქათქათეს დაუბრუნებს, მობილურ ტელეფონს ნაკაწრებს მოაშორებს. ეს ყველაფერი არაა. კბილის პასტის გამოყენების საინტერესო მეთოდს გაეცანით.
გაყინული კბილის პასტა: ეფექტური ხრიკი
კბილის პასტა უსიამოვნო სუნის გაქრობაში დაგეხმარებათ. ბავშვიც კი შეძლებს კბილის პასტიდან საწმენდი საშუალების გაკეთებას. უბრალოდ გაყინეთ და გამოიყენეთ, როცა დაგჭირდებათ. მაგალითად, საჭრელი დაფის და სხვა აქსესუარის გასაწმენდად. კბილის პასტა ხახვის და თევზის უსიამოვნო სუნს სწრაფად მოგაშორებთ.
გირჩევთ, რომ პიტნის ან მენთოლის შემცველი კბილის პასტა შეიძინოთ. ყინულის კუბები პასტით გაავსეთ და გაყინეთ. გაყინული კბილის პასტით საჭრელი დაფა გაწმინდეთ, თუ ჩვეული მეთოდით უსიამოვნო სუნი ვერ მოაშორეთ. შემდეგ კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. უსიამოვნო სუნი უკვალოდ გაქრება.
ბონუს მეთოდი
საწმენდი საშუალება კბილის პასტით და კოკა–კოლით. 500 მლ კოკა–კოლა და 1 ტუბი კბილის პასტა აურიეთ, პულვერიზატორში მოათავსეთ და შეანჯღრიეთ. ნარევი მზადაა. კირის ნადების, ასევე ქურაზე ჩამჯდარი ცხიმის მოსაშორებლად გამოიყენეთ. ნარევი ზედაპირს წაუსვით, 2–3 წუთის შემდეგ სველი ჩვრით კარგად გაწმინდეთ. სასიამოვნო არომატს და ბზინვარებას მიიღებთ.
ძვირადღირებული კბილის პასტა არ იყიდოთ, იაფიანი კბილის პასტაც ეფექტურია. არ დახარჯოთ ბევრი ტუბზე, რომლის დახმარებით ზედაპირს უსიამოვნო სუნს და ცხიმს მოაშორებთ. ბიუჯეტური საშუალება კარგ შედეგს მოგცემთ.