Connect with us

ჯანმრთელობა

იაპონური დიეტის დღიური მენიუ: მისი დაცვა მარტივია

იაპონური სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანი და ამასთან დაბალკალორიულია. სწორედ ამიტომ, ქვეყნის მაცხოვრებლებს შორის ჭარბი წონის ხალხს იშვიათად იპოვით. ისინი ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებიან. დიეტის სახელწოდებამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ. ის ზომიერ კვებაზეა დაფუძნებული და მარტივი პროდუქტებისგან შედგება. ჩვენ გთავაზობთ იაპონური დიეტის 14 დღიან მენიუს, რომელიც ჭარბი წონის მოკლე დროში დაკლებაში დაგეხმარებათ.

დიეტის პრინციპი ისეთია, რომ ყოველი ჭამის შემდეგ მსუბუქი შიმშილის გრძნობა რჩება. ორგანიზმი თანდათანობით ახალ რეჟიმზე გადადის, შედეგი კი დიდხანს ნარჩუნდება. 2 კვირის მენიუ წიდების გამოდევნასა და ერთ დღეში მიღებული კალორიების შემცირებაში დაგეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ ასეთი მკაცრი დიეტით 6 კგ–მდე დაკლებას შეძლებთ.

იაპონური დიეტის დეტალური მენიუ 14 დღეზე

დიეტის დროს ბევრი წყალი, მინიმუმ 1,5 ლ დღეში, უნდა დალიოთ. 2 კვირით უარი თქვით ტკბილეულზე, ფქვილიან, ცხიმიან, მარილიან და ცხარე პროდუქტებზე, ასევე ალკოჰოლზე. მენიუ ისეა შედგენილი, რომ ორგანიზმი ზედმეტი კალორიების გარეშე გაამდიდროს. სწორედ ამიტომ, მითითებული პროდუქტის სხვა პროდუქტით ჩანაცვლება არ შეიძლება.

დღე 1

საუზმე: ჩაი ან უბრალო ყავა

სადილი: სალათი რომაული სალათით, 1 პომიდვრით, 2 მოხარშული კვერცხით და ზეითუნის ზეთი მოსასხმელით.

ვახშამი: რომაული სალათი ორთქლზე მომზადებულ ან მოხარშულ თევზთან და ზეითუნის ზეთთან ერთად.

დღე 2

საუზმე: 1 ჭიქა ყავა ერთ ნაჭერ ტოსტთან ერთად.

სადილი: რომაული სალათი ზეითუნის ზეთით და თევზის ნაჭერით (მოხარშული, გრილზე შემწვარი, შემწვარი).

ვახშამი: უბრალო, უცხიმო იოგურტი, 230 გრ ცხიმიანი სტეიკი (ძროხის ხორცი).

დღე 3

საუზმე: 1 ჭიქა უბრალო ყავა

სადილი: სალათი მოხარშული კვერცხით, 3 სტაფილოთი (უმი ან მოხარშული) და ლიმონით. მოსართავად ზეითუნის ზეთი.

ვახშამი: რამდენიმე ვაშლი.

დღე 4

საუზმე: 1 ჭიქა უბრალო ყავა

სადილი: ზეითუნის ზეთში შემწვარი ვაშლი კამით ან ძირთეთრას ფესვებით.

ვახშამი: რომაული სალათი ზეითუნის ზეთით, 230 გრ ბიფშტექსი, 2 მოხარშული კვერცხი.

დღე 5

საუზმე: უმი სტაფილო ლიმონის წვენით

სადილი: 500 გრ ორთქლზე მომზადებული თევზი ან მოხარშული თევზი 2 ჭიქა პომიდვრის წვენთან ერთად (უმარილო).

ვახშამი: უმი სტაფილოს, 2 მოხარშული კვერცხის, ლიმონის და ზეითუნის ზეთის სალათი.

დღე 6

საუზმე: 1 ფინჯანი ყავა

სადილი: რომაული სალათი სტაფილოთი ან ზეითუნის ზეთით, 560 გრ ქათმის მკერდი ორთქლზე ან გრილზე მომზადებული.

ვახშამი: სტაფილო ზეითუნის ზეთით და ლიმონი 2 მოხარშული კვერცხით.

დღე 7

საუზმე: 1 ჭიქა შავი ან მწვანე უშაქრო ჩაი.

სადილი: 230 გრ სტეიკი (ძროხის ხორცი), ხილი თქვენი არჩევანით (არა ტკბილი).

ვახშამი: ამ კვირის ნებისმიერი ვახშამი, მესამე დღის გარდა.

ეს შვიდდღიანი მენიუ მეორე კვირას გაიმეორეთ. ორგანიზმი დიეტისთვის რომ მოამზადოთ, დაწყების წინ საჭმლის რაოდენობა შეამცირეთ. ასე სტრესის დონეს შეამცირებთ. თუ დიეტის დროს ძლიერი შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, წყალი დალიეთ. ცოტა უტკბილო ხილის მიღება დასაშვებია.

დიეტის ბოლოს თქვენი კუჭი ზომაში მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც მომავალში ცოტა საკვებით დაკმაყოფილების საშუალებას მოგცემთ. ფორმის შესანარჩნებლად, სწორი და დაბალანსებული კვება გააგრძელეთ.

იაპონური დიეტა ყველას არ გამოადგება. რაციონის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის პრობლემები, ავიტამინოზი და გაუწყლოება. თუ დიეტის დაცვა გადაწყვიტეთ, სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ. განწყობას ყურადღება მიაქციეთ. თუ სისუსტეს და მუდმივად შიმშილს გრძნობთ, დიეტა შეწყვიტეთ.

დიეტის ვარიანტები

თუ გახდომით დაინტერესებული ხართ, მაგრამ ეს დიეტა არ შეგეფერებათ, რამდენიმე ალტერნატივა განიხილეთ:

  1. ბრინჯის დიეტა: დაიკელით და ორგანიზმი მავნე შეგრძნებებისგან გაწმინდეთ.
  2. დიეტა მწვანე ჩაით: ცხიმის დაკარგვა მკაცრი დიეტის გარეშე.
  3. დიეტა კვერცხით და გრეიფრუტით: კომბინაცია, რომელიც წონას სწრაფად დაგაკლებინებთ.
  4. სწრაფი 3 დღიანი დიეტა: ბევრი ბოსტნეული და ხილი.
  5. 4 დღიანი დიეტა: უმი ინგრედიენტები გამოიყენეთ, რომ ტოქსინები გამოდევნოთ.

იაპონური დიეტა 14 დღეზე ფორმების სწრაფად დაბრუნებაში დაგეხმარებათ, მაგრამ სამურაის მოთმინება უნდა მოიკრიფოთ. ზომიერი კვება შესანიშნავ შედეგს მოგცემთ, მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. მუდმივად წყლის ბალანსი დაიცავით და ვიტამინები მიიღეთ. მხოლოდ ჯანსაღ სხეულშია ჯანსაღი სული!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.