ჯანმრთელობა
იაპონიაში ქალბატონები სვამენ ყავას და მიირთმევენ კვერცხს მხოლოდ ასე, რაც 2 კვირაში 8 კგ-ს მოშორებაში გვეხმარება
ყველა ასაკობრივი კატეგორიის საშუალო სტატისტიკური წონა 60 კგ-ს არასდროს აჭარბებს. ჩვეულებრივ, გოგოები და ხანდაზმული ქალები 160 სმ სიმაღლეზე 45-55 კგ-ს იწონიან და ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღ ერს ცხოველური მადა აქვს. იაპონიაში საჭმლის ნამდვილი კულტი არსებობს, მაგრამ ამასთან კულტი მოწესრიგებულია. ნაწილობრივ ეს ერთი პოპულარული დიეტის წყალობით.
დღეს წონაში დაკლების იაპონური მეთოდის ბევრი ვარიანტი არსებობს. მსოფლიოს ის ორი რამის გამო მოეწონა: მენიუში არსებული ყველა პროდუქტის ხელმისაწვდომობით და დიდი რაოდენობით ყავის გამო, რომელიც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაით ჩაანაცვლოთ.
იაპონური დიეტა 14 დღეზე
პირველი და ყველაზე მთავარი – ეს უბრალო 2 კვირაზე გათვლილი იაპონური მენიუ არ არის. როგორც წესი, იაპონელის საუზმე, სადილი ან ვახშამი მინიმუმ ორი კერძისგან შედგება, რომელიც ხორცს, ბრინჯს, ფერმენტირებულ ბოსტნეულს, სოკოს და მწვანილს შეიცავს. დიეტის დროს სამჯერადი, დეტალებამდე გათვლილი კვება შენარჩუნებულია, მაგრამ კალორიების სტანდარტული რაოდენობა ორჯერ არის შემცირებული.
სწორედ კალორიების შემცირებით სხეული დაგროვებული ცხიმების წვას იწყებს და უკვე მეორე კვირის ბოლოს სასწორის ისარი 8 კგ-ით ნაკლებს უჩვენებს. ეს ჩვეულებრივ იაპონელის წონის 15%-ია!
დღე 1
საუზმე: უშაქრო ყავა
სადილი: ორი მოხარშული კვერცხი, ზეთ მოსხმული კომბოსტოს სალათი და 1 ჭიქა პომიდვრის წვენი.
ვახშამი: 1 ნაჭერი მოხარშული ან შემწვარი თევზი (დაახლოებით 150 გრ)
იაპონურ დიეტაში საუზმე თითქმის სრულად ამოღებულია. ყოველდღე 1 ჭიქა ყავით იწყება, მაგრამ ზოგჯერ ეს პუნქტი ოდნავ იცვლება, რასაც ქვემოთ ცხრილში იხილავთ.
დღე 2
სადილი: შემწვარი ან მოხარშული თევზი ახალი ბოსტნეულის (პომიდორი, კომბოსტო, კიტრი და მწვანილი) სალათთან ერთად
ვახშამი: 1 ნაჭერი ძროხის ხორცი (100 გრ) და 1 ჭიქა კეფირი.
დღე 3
საუზმე: შავი ყავა ორცხობილასთან ერთად
სადილი: მცენარეულ ზეთში შემწვარი ყაბაყი
ვახშამი: მოხარშული ძროხის ხორცი (200 გრ), 2 კვერცხი, კომბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით.
დღე 4
სადილი: 3 მოხარშული სტაფილო, 1 მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ხმელი ყველი (15 გრ)
ვახშამი: ახალი ხილი და ბოსტნეული
დღე 5
საუზმე: გახეხილი სტაფილო ლიმონის წვენთან ერთად
სადილი: შემწვარი თევზი და 1 ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი: ხილი თქვენი არჩევით
დღე 6
სადილი: მოხარშული ქათმის მკერდი ნებისმიერი რაოდენობით
ვახშამი: 2 კვერცხი და 1 ჭიქა გახეხილი სტაფილო ზეთით.
დღე 7
საუზმე: ჩაი
სადილი: მოხარშული ძროხის ხორცი (200 გრ) და ხილი
ვახშამი: ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ვახშამი ძროხის ხორცის გარდა.
პირველი კვირის ბოლოს ბევრ ზედმეტს მოიშორებთ, პირველ რიგში შეშუპებას და დაგროვებულ წიდებს. მთელი დიეტის დროს მითითებული დოზით ყავის ან ჩაის და უგაზო მინერალური წყლის მიღება შეიძლება. 2,5 ლიტრი წყალი დღეში საკმარისი იქნება.
დღე 8
სადილი: ქათმის მკერდი ნებისმიერი რაოდენობით და სტაფილოს და კომბოსტოს სალათი.
ვახშამი: 2 კვერცხი და 1 ჭიქა გახეხილი სტაფილო ზეთში.
დღე 9
საუზმე: გახეხილი სტაფილო ლიმონის წვენთან ერთად
სადილი: შემწვარი ან მოხარშული თევზი და 1 ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი: ხილი
დღე 10
სადილი: 3 მოხარშული სტაფილო, 1 ნაჭერი ყველი და 1 ქათმის კვერცხი ( ან 5 მწყრის).
ვახშამი: ხილი
დღე 11
საუზმე: ყავა ორცხობილასთან ერთად
სადილი: 1 მრგვლად შემწვარი ყაბაყი
ვახშამი: 2 კვერცხი, 1 ნაჭერი მოხარშული ძროხის ხორცი (200 გრ), კომბოსტოს სალათი მცენარეულ ზეთში.
დღე 12
საუზმე: ყავა ორცხობილასთან ერთად
სადილი: შემწვარი ან მოხარშული თევზი და გახეხილი სტაფილო ზეთში.
ვახშამი: მოხარშული ძროხის ხორცი (100 გრ) და 1 ჭიქა კეფირი.
დღე 13
სადილი: 2 კვერცხი, მოხარშული კომბოსტო ზეთში, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზი
დღე 14
სადილი: შემწვარი ყაბაყი, გახეხილი სტაფილო
ვახშამი: მოხარშული ძროხის ხორცი (100 გრ) და ახალი ბოსტნეული
იაპონური დიეტის მენიუ ძალიან მარტივია. რაციონში დიდი რაოდენობით კვერცხი, თევზი და ბოსტნეული გვხვდება. არსი მარტივია: მინიმუმ ნახშირწყლები და რაც შეიძლება ბევრი ვიტამინები და ცილები. ორგანიზმი თევზის კერძის და კვერცხის ათვისებას მარტივად ახერხებს, ის ზუსტად დიეტური კვებისთვის არის შექმნილი.
თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.