Connect with us

ჯანმრთელობა

იაპონელი პროფესორის, კაცუძო ნიშის 6 ოქროს წესი

ცნობილი იაპონელი მკურნალო კაცუძო ნიში ამტკიცებდა, რომ ჩვენი ყველა პრობლემის მიზეზი ხრხემალში იმალება. დღეს, კარანტინის და დისტანციური მშაობის პირობებში, ძალიან ბევრი დროის გატარება დავიწყეთ კომპიუტერისა და სხვა მოწყობილობების ეკრანებთან. ეს ნიშნავს, რომ კაცუძო ნიშის პროგრამა ახლა ძალიან აქტუალურია.

კაცუძო ნიშის პროგრამა

ბავშვობაში კაცუძო ხშირად ავადმყოფობდა. თუმცა მას დიდი სურვილი ჰქონდა ყველა სისუსტე გადაელახა და ახალგაზრდობიდანვე დაიწყო თავისი წესების გამომუშავება. დროდადრო მან გამაჯანსაღებელი სისტემა შეიმუშავა რომელიც პოპულარული არა მხოლოდ იაპონიაში არამედ მტელს მსოფლიოში გახდა. ამ სისტემაში ძველბერძნული და ძველეგვიპტური, ტიბეტური და ჩინური მედიცინის პრაქტიკებია გაერთიანებული. ნიშის ჯანმრთელობის სისტემა კიდევ უფრო შორს გადადგა ნაბიჯი. ეს არა მხოლოდ დავალებათა ერთობლიობა ან კვების წესებია, არამედ ის მტელს ფილოსოფიას წარმოადგენს.

გასაოცარი ფაქტი: 3 თვიანი სხვაობით, დედამიწის მეორე მხარეს, გერმანიაში კიდევ ერთი ბიჭი დაიბადა, რომელსაც იგივე პრობლემები ქონდა და მსგავსი გზა განვლო, ეს გახლდათ ჯოზეფ პილატესი. ის იძულებული იყო სრიოზულად დაკავებულიყო სპორტით და ყველაზე პოპულარული გამაჯანსარებელი მეთოდი შექმნა.

კაძუაო ნიშის ოქროს წესები

მყარი საწოლი

რბილი საწოლის მოყვარულებს ეს ფაქტი არ გაახარებთ, თუმცა ფაქტია. თავად მკურნალი ირწმუნება: “იდეალური დგომის გამომუშავებისა და სწორი ხერხემლისთვის საუკეთესო საშუალება სწორ, მაგარ საწოლზე ძილია. ვიცნობ ადამიანებს რომლებსაც ტურისტულ ხალიჩაზე ძინავთ, ასეთ თავგანწირვას ვრ მოგთხოვთ, თუმცა გირჩევთ მაქსიმალურად მაგარი და არც ისე სქელი ლეიბი გამოიყენოთ”.

მუთაქა ბალიშის ნაცვლად

იაპონელები ამბობენ: ” მოხრილი კისერი – მოკლე სიცოცხლის მანიშნებელია”. კაძუო გამოსავალს რბილი ბალიშის მუთაქით ჩანაცვლებაში ხედავს. მუთაქა ისეთ ზომაზე უნდა შევარჩიოთ, ღომ კისერი თავის ბუნებრივ მდგომარეობაში თავსდებოდეს. ჩაძინება ზურგზე უნდა მოხდეს, ძილის პროცესში კი შეგიძლიათ პოზიცია შეიცვალოთ. ძილის ამ სტილტან შეგუებას მაქსიმუმ 3 კვირა დაჭირდება.

სავარჯიშო “ოქროს თევზი”

ნიშის სავარჯიშო “ოქროს თევზი”, მეცნიერის გამაჯანსაღებელ სისტემაში მესამე წესს წარაოდგენს. მას ოქროსას ტყუილად არ უწოდებენ. ის ზღაპრული ოქროს ტევზივით აუმჯობესებს ხერხემლის გასწორებას და საკვების მონელებას – უმოკლეს ვადებში?!

სავარჯიშო უნდა გავაკეთოთ დილით და საღამოს. ვარჯიშის შემდეგ სიმშვიდისა და მოდუნებულობის შეგრძნება ჩნდება.

ეს სავარჯიშო კარგად ერწყმის იოგას და სხვა აღმოსავლურ პრაქტიკებს. ზოგიერთი სპორტსმენი მას ფიტნეს დარბაზში ვარჯიშის დაწყებამდე აკეთებს.

შესრულების ტექნიკა

1. დადექით საწყის პოზიციაში: დაწექით ზურგზე, ფეხები გაასწორეთ, ხელები თავს უკან დაიწყვეთ, სხეული მიაბჯინეთ იატაკს და ტერფები სახის მიმართულებით გადაწიეთ.
2. დაიწყეთ სწრაფი, რხევითი მოძრაობები. სხეული ერთი გვერდიდან მეორისკენ უნდა ირწეოდეს, როგორც მოცურავე თევზის შემტხვევაში. მოძრაობა გვერდითი უნდა იყოს და არა ზემოთ-ქვემოთ მიმართულებით.
3. სავარჯიშოს შესრულება 1 წუთიდან დაიწყეთდ ა ნელ-ნელა 3 წუთამდე ადით!
4. თავიდან სავარჯიშო რთულად მოგეჩვენებათ თუმცა ნუ დანებდებით. შეგიძლიათ ოჯახის წევრებს მიმართოთ და თხოვოთ, რომ თავი და ფეხები დაგიჭიროთ რათა მოძრაობების გააკეთოთ გვერდულად და არა მაღლა-დაბლა.

სავარჯიშოები კაპილარებისთვის

შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ, ვარჯიში კაპილარებსაც ესჭიროებათ!

შესრულების ტექნიკა

1. მიიღეთ საწყისი პოზიცია – დაწექით ზურგზე
2. ხელები და ფეხები მაღლა აწიეთ, იატიკის პერპენდიკულარულად (პოზიცია ნაჩვენებია ფოტოზე)
3. შეასრულეთ ვიბრაციული მოძრაობები 1-2 წუთის განმავლობაში

სავარჯიშო “ტერფებისა და მტევნების ერთმანეთზე მიდება”

შეაერთეთ ფეხის ტერპები და ხელის მტვნები. ეს ორგანიზმის ყველა სისტემის ჰარმონიზებას ახდენს. კაძუოს სიტყვებით, ჯანმრთელობის მეხუთე წესი სულისა და სხეულის ძალებს წონასწორობის მიღწევაში ეხმარება.

შესრულების ტექნიკა

1. საწყისი პოზიცია – დაწექით ზურგზე. კისერის ქვეშ მოსახერხებელი მუთაქა ან დახვეული პირსახოცი ამოიდეთ.
2. ფეხები მუხლებში მოხარეთდ ა ტერფები შეაერთეთ. ხელებიიდაყვებში მოხარეთ და ხელის გულები მკერდტან შეარტეთ.
3. დახუჭეთ თვალები და ასეთ მდგომარეობაში 5-10 უთი იწექით.

სავარჯიშო ხერხემლისა და მუცლისთვის

ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ მუცელი და ზურგი ერთდროულად მოიყვანოტ მოქმედებაში. მიაღწიოთ ორგანიზმის სხვადასხვა სისტემების ბალანსს, გაიუმჯობესოთ სულიერი განწყობა. თუმცა ამ ვარჯიშით პირველ რიგში ნაწლავის მუშაობას გაიუმჯობესებთ.

შესრულების ტექნიკა

1. დაჯექით მუხლებზე, ისე, რომ საჯდომი ფეხის ტერფებზე იყოს მოტავსებული.
2. ხერხემალი უნდა იყოს სწორად, იატაკის პერპენდიკულარულად. ენა მიაბჯინეთ სასას. ტუჩები მოკუმეთ და თანაბრად და მშვიდად ისუნთქეთ. კარგად დაეყრდენით ფეხებს.
3. შეინარჩუნეთ ხერხემლის იდეალური სისწორე, დაიწყეთ მარჯვნივ და მარცხნივ რწევა და ამავდროულად მუცელი წინ წამოწიეთ და შიგნით შეიტანეთ.
4. “აქეთ-იქით რწევისას – მყარად ვდგავართ მიწაზე” – ეს “ფუკანზაზენგის “ტრაქტატში წერია, მისით ძენის სწავლებები ხელმძღვანელობენ. შეასრულეთ ეს სავარჯიშო ყოველ დილით, 10 წუთის მანძილზე და ასევე ყოველ საღამოს. დაინახავთ თუ რამხელა ცვლილებები მოხდება თქვენს სხეულში.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში კაცუძო ნშის კიდევ რამდენიმე წესია მოყვანილი. მისი რცევეი ჯანმრთელობას და შესანიშნავ განწყობას გპირდებათ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.