Connect with us

საკითხავი

იაპონელები ტუალეტში მარილს დებენ. რისთვის სჭირდებათ

მარილი ქართულ კულტურაში ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როგორც არ უნდა სურდეს დიასახლისს სტუმრების გაოცება, მარილი სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად იდება. მარილის შეფუთვა ეკლესიაში ხშირად მიაქვთ. აი, იაპონელები მარილს ტუალეტში დებენ და მათთვის ეს მნიშვნელოვანი რიტუალია.

ამომავალი მზის ქვეყნის ჩვეულებები უცხოელებს აოცებთ. თუ იაპონელების კულტურას დეტალურად შეისწავლით, ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა როლს ასრულებს მარილი იაპონელი დიასახლისების ცხოვრებაში.

რატომ დებენ იაპონელები მარილს ტუალეტში

დავიწყოთ თვალსაჩინო მიზეზით: მარილი კარგი აბსორბენტია. სველ თბილ კლიმატში, სადაც უსიამოვნო სუნი და ობი განსაკუთრებით შემაწუხებელია, მას გვერდს ვერ აუვლით.

ამის თქმა თანამედროვე ადამიანს ლოგიკური აზროვნებით და ყველა მოვლენის მეცნიერული ახნის გათვალისწინებით შეუძლია. აი, ძველად, ყველა პრობლემაზე პასუხისმგებელი ბოროტი სული იყო.

სწორედ ამიტომ, იაპონურ კულტურაში მარილი ბევრ ცრურწმენასა და მათზე დაფუძნებულ რიტუალს უკავშირდება. მაგალითად, სანელებელს სუმოს ბრძოლის წინ რინგზე ყრიან, მარილით სავსე ჭურჭელს მოსახსენიებელი რიტუალის დროს საკურთხეველზე დებენ.

იაპონელები თვლიან, რომ მარილით ავი სულების დაფრთხობა და სახლში წარმატების მოზიდვა შეიძლება. სწორედ ამიტომ, მარილით სავსე ტომრებს მთელ სახლში ფანტავენ: შემოსასვლელ კართან, საძინებლის კუთხეში და ტუალეტშიც. იაპონელებს სჯერათ, რომ ასე შენობა ცუდი ენერგიისგან იწმინდება.

თუ ფიქრობთ, რომ მარილის ტუალეტში შენახვა ზედმეტია, ცდებით. მსგავს ამულეტებზე რესტორნის მფლობელებიც უარს არ ამბობენ. იდეის მიხედვით, მარილით სავსე ტომარა შენობის შესასვლელში მეტ კლიენტს იზიდავს. რას ფიქრობთ მსგავს რიტუალებზე?

Advertisement