Connect with us

თავის მოვლა

თქვენს ხელებზე იზრუნეთ: № 1 კრემი ზამთარში ხელების მოსავლელად

ზამთარში ხელის კანი თბილ და კომფორტულ ხელთათმანშიც კი იტანჯება. ნებისმიერი ქალისთვის ეს ნამდვილი პრობლემაა: დაწითლებულ თითებს მტკივნეული ნახეთქებით მიმზიდველს ვერ უწოდებთ. ნახეთქების საწინააღმდეგო ხელის კრემი შეგიძლიათ სახლის პირობებში თავად მოამზადოთ.

ზამთარში ხელის კანი სხვადასხვა ადგილას დასისხლებამდე დახეთქილი ხდება, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა თითის ბალიშებთან წარმოიქმნება. დერმატოლოგების თქმით, ასეთი ნახეთქების გაჩენას კანის მგრძნობელობა იწვევს.

როგორ მოვამზადოთ ნახეთქების საწინააღმდეგო კრემი

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ ნუშის ეთერზეთი
  • 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი
  • 4 კაფსულა E ვიტამინი
  • 2 ჩ/კ ალოე ვერა

მომზადება და გამოყენება:

ყველა კომპონენტი აურიეთ. კრემი სუფთა ხელის კანზე წაისვით და ხელთათმანები ჩამოიცვით. 40 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ხელთათმანები მოიშორეთ. ხელის დაბანა საჭირო არაა. თქვენ მიერ მომზადებული ნახეთქების და სიმშრალის საწინააღმდეგო ხელის კრემი საღამოს წაისვით.

მაშინაც კი, თუ ძალიან ცივი ამინდები არაა, ზამთრის პერიოდში ქუჩაში გამოსვლა ხელთათმანების გარეშე არ ღირს. ქუჩაში გამოსვლის წინ ხელის კანზე დამატენიანებელი კრემი რამდენიმე წვეთ ეთერზეთთან (ჟოჟობა ან ნუში) ერთად წაისვით. ამ შინაურული ხელის კრემის შესახებ უამბეთ მათ, ვისაც ზამთრის ყინვებში ხელების სიმშრალე და ნახეთქები აწუხებთ.