საკითხავი
თქვენს საწოლში 1,5 მლნ ტკიპა ცხოვრობს. ახლავე მოიშორეთ
ასთმის, ალერგიის და იმუნულოგიის ამერიკული კოლეჟის მონაცემების მიხედვით, დაახლოებით ამერიკელების 10 %-ს მტვრის ტკიპის მიმართ მგრძნობელობა აქვთ.
მტვრის ტკიპა არის მიკროორგანიზმი, რომლებიც უმეტესად მკვდარი კანის უჯრედებზე ცხოვრობენ.
ისინი სწრაფად მრავლდებიან და ჩვენს საწოლში, ზოგჯერ ბალიშებსაც და თეთრეულებში ცხოვრობენ.
ისინი დაავადებას არ ავრცელებენ, მაგრამ ასთმის და მათ ნარჩენებზე ალერგიის მქონე ადამიანებში ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია.
ჩვენს საწოლში შეიძლება დაახლოებით 1,5 მლნ მტვრის ტკიპა ცხოვრობდეს!
მათი ექსკრემენტი შეიცავს ცილებს, რომელთა შესუნთქვის ან კანზე კონტაქტის შემდეგ ჩვენი ანტისხეულების დონეს იღებს და ორგანიზმი ჰისტამინის გამოყოფას იწყებს.
ზოგიერთი ადამიანი მტვრის ტკიპასთან ურთიერთქმედების შემდეგ კანზე სიწითლეს და ქავილს ამჩნევს.
სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ მოიშოროთ ისინი და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა როგორ გააუმჯობესოთ. სახლიდან მტვრის ტკიპების სრულად მოშორებას ვერ შეძლებთ, მაგრამ ნაწილობრივ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ შემდეგი მეთოდის კომბინაცია გამოიყენოთ.
არ გაასწოროთ ლოგინი იმწამსვე, როგორც კი ადგებით. მტვრის ტკიპა მზის სხივების და სუფთა ჰაერის ზემოქმედებით მალე დაიღუპება.
საწოლის თეთრეული ცხელი უთოთი გაამშრალეთ. შესაძლებლობის მიხედვით, ცხელ წყალში გარეცხეთ.