Connect with us

ტესტები

თქვენი ბედი დაბადების თვის მიხედვით: რომელ თვეში დაიბადეთ?

ყველამ იცის, რომ პიროვნული მარაგი მეტწილადაა დამოკიდებული ზოდიაქოს ნიშანზე. თუმცა, პროფესიონალი ასტროლოგები ამბობენ, რომ, საუთარი ნიშნის გარდა, დიდ როლს ასრულებს დაბადების თვეც.

საინტერესო ისაა, რომ 12 თვე ზუსტად არ ემთხვევა 12 ზოდიაქალურ თანავარსკვლავედს: დაბადებული, მაგალითად, ივლისში, შეიძლება იყოს როგორც კირჩხიბი, ისე ლომი – ყველაფერი დაბადების რიცხვზეა დამოკიდებული. ივლისისა და აგვისტოს ლომები კი – რადიკალურად განსხვავებული ცხოველებია, რადგან თვე ტოვებს თავის კვალს ნიშნის ხასიათზე.

ამიტომაც, ჰოროსკოპის შედგენისას მნიშვნელოვანია დაბადების თვის გათვალისწინებაც.

იანვარი – გამარჯვებულები

ადამიანები, რომლებიც წლის პირველ თვეს დაიბადნენ, დაჯილდოებული არიან მტკიცე ხასიათითა და დაუმარცხებელი ძალისხმევით. მაშინაც კი, თუ ეს ყველაზე მსუბუქი და ჰაეროვანი პიროვნებაა, მის ხასიათს ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ გასტეხს.

ყველაზე დაუჯერებელ სირთულესაც კი, იანვრის იუბილარები ღირსეულად აწეული თავით შეხვდებიან და გადალახავენ. ბუნებით, ისინი ლიდერები არიან და გაუცნობიერებლად ეძებენ ისეთ ადამიანს, რომელიც შეძლებს მისთვის კონკურენციის გაწევას. მტკიცე, თავდაჯერებული და გამომწვევი, იანვარში დაბადებული ადამიანი, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, თავისი ძალით იტანჯება – მისთვის რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც მას მასშტაბებში შეეფერება და ისევე იხელმძღვანელებს პრინციპებით, როგორც თვითონ.

თებერვალი – თავქარიანები

თებერვლის იუბილარები დაუჯერებლად მომხიბლავი რომანტიკოსები არიან, თუმცა, ამ ნიღბის მიღმა ცოტათი ეგოისტი ადამიანები იმალებიან, რომელთაც უამრავი იდეა და ცოტა შესრულებული საქმე აქვთ.

თებერვალში დაბადებული ადამიანები შეიძლება იყოს როგორც ელეგანტური სნობი, ისე ინტელიგენტი ადამიანი, რომელიც მზადაა, სამყაროს სიკეთე და სიხარული აჩუქოს. ამასთან, ორივე ტიპის პიროვნება გამოირჩევა ხასიათის უთავბოლო ცვლილებებით და არაპროგნოზირებადები არიან, რაც ძალიან უშლით ხელს კარიერასა და პირად ცხოვრებაში.

მარტი – მგრძნობიარე რომანტიკოსი

კეთილი, მოწესრიგებული, მოწყვლადი, მგრძნობიარე, მარტში დაბადენული ადამიანი რთულად იტანს კრიტიკას და შეიძლება მთელი ღამე გაათენოს, თუ აწყენინებენ.

ეს ეჭვიანი, მგრძნობიარე და ცოტათი მერყევი ადამიანია, რომელსაც შეუძლია წარმატების მიღწევა, თუ თავის ნერვებს დაეუფლება. თუ იგი ემოციებს აჰყვება, ცხოვრებაში შეიძლება გართულებული დეპრესია დაუდგეს. ამასთან, ყველაზე პრინციპულ საკითხებში, ეს ადამიანები უფრო უკომპრომისოები არიან, ვიდრე იანვარს ადა აპრილში დაბადებულები.

აპრილი – უტეხი კარიერისტი

აპრილის ადამიანი – დაუჯერებელი მატერიალისტი და გასაოცრაც გამბედავია. თითქოს, მას არაფრის ეშინია. აპრილის იუბილარი მტკიცე, თავდაჯერებული, თანდაყოლილი ლიდერია და, ხანდახან, უსასრულო იდეებისა და გეგმების ზღვაში, ავიწყდება ტაქტისა და დელიკატურობის საჭიროების შესახებ.

აპრილში დაბადებულ ქალებზე იმის თქმა შეიძლება, რომ იგი ამხტარ ცხენს შეაჩერებს. მამაკაცები კი არნახულ კარიერულ სიმაღლეებს აღწევენ, გზად ყველაფრის ჩამოშორებით. ამასთან, სიყვარულში იგი ვნებიანი და ნაზია, რადგან ასე თუ ისე სულიერ თანასწორობას მიელტვის.

მაისი – საიმედო ჯიუტი

შეუპოვარი და უკომპრომისო, მაისში დაბადებული რთულად მიდის დათმობაზე, რადგან უყვარს ძალაუფლება და კონტროლი. ამასთან, მასთან მოლაპარაკება შესაძლებელია ლოგიკისა და რკინის არგუმენტების გამოყენებით.

მაისის იუბილარების განწყობა ცვალებადია, თუმცა, საერთო ჯამში ისინი სტაბილური, საიმედო, ერთგული და პრინციპული ადამიანები არიან. სიყვარულში, როგორც წესი, ისინი ძალიან ვნებიანები არიან, კარიერაში კი უბადლო მწვერვალებს აღწევენ. მაისის ადამიანების დაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ივნისი – ნიჭიერი ქარიზმატი

ეს ადამიანები ინფორმაციის, იდეების, ჭორების, კაპრიზებისა და ცვალებადი განწყობის წყაროები არიან. ივნისის იუბილარი ძალიან მგრძნობიარეა, თუმცა ამ თვისებას კომპლექსების ფარსუკან მალავს.

ეს მკვეთრი და ნიჭიერი ადამიანი შესანიშნავი ორატორი და ქარიზმატული ლიდერია, რომელსაც, სხვათაშორის, უამრავი ნაკლი აქვს. თუ ივნისელი თავის სისუსტეებს ნებისყოფის გამოყენებით დაამარცხებს, მას ყველაზე ბრწყინვალე მომავალი ელის.

ივლისი – მეამბოხე სული

რთული, ურთიერთსაწინააღმდეგო, მრავალმხრივი და იდუმალი, ივლისის იუბილარი სხვებზე მეტად მიისწრაფის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, თუმცა, თუ მიიღებენ მას, არ იციან ხოლმე, როგორ მოიქცნენ. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ გათავისუფლებული ივლისელი კონტროლისა და თავისებური წესების მოყვარულია. სხვის მონასტერში თავისი წესდებით მისვლა – ეს სწორედ მას ეხება.

ივლისში დაბადებული დაუჯერებლად ეგოისტია, თუმცა, იმდენად მომხიბლავი, რომ ხშირად, ამის შესახებ სხვებს ავიწყდებათ. ამ ადამიანს შეუძლია სიყვარული და მეგობრობა, თუმცა, სულის სიღრმეში ყველას სიმაღლიდან უყურებს.

აგვისტო – ვნებიანი ბუნება

აგვისტოში დაბადებული ადამიანი ვნებიანი და ემოციური პიროვნებაა, რომელმაც იცის გრძნობადი სიამოვნების ფასი და აქვს მკვეთრად, ხელგაშლილად ცხოვრების უნარი.

მას გამოარჩევს ემოციურობა და ენერგიულობა, იზიდავს ადამიანებს. მის გარშემო ყოველთვის საინტერესო მოვლენები ვითარდება, თუმცა ხშირად, ბუნებითა და სულით ლიდერები, ივლისში დაბადებულები ინტრიგების მსხვერპლი ხდებიან თავიანთი მიმნდობლობის გამო. სხვათაშორის, ბუნებრივი მომხიბლავობა მათ ნებისმიერი სიტუაციიდან ამაყად გამოსვლაში ეხმარება.

სექტემბერი – წარმადებული გენოდისტი

სექტემბერში დაბადებული დიდ წარმატებას აღწევს ბიზნესში და სხვებზე უფრო მეტი შანსი აქვს დიდძალი თანხის გამომუშავებისა. მათი თავი ნამდვილი კალკულატორია, რომელიც პასუხს აგებს პრაქტიკულობასა და გათვლებზე.

ამასთან, სექტემბრის პიროვნებებს შეუძლიათ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება და ზუსტად იციან, რისთვის ხარჯავენ ამხელა ძალას – სრულყოფისა და კომფორტისადმი მათი სიყვარული საკუთარი თავის სიყვარულიდან მოდის.

ოქტომბერი – ურთიერთსაწინააღმდეგო სკეპტიკოსი

რთული და ცვალებადი, ეს ადამიანები გარეგნულად უმდაბლეს კეთილ პიროვნებად გვევლინებიან, თუმცა, როგორც კი ოდნავ ჩაუღრმავდებით, დაინახავთ ყველაზე განსხვავებული ემოციების ურთიერთსაწინააღმდეგო ნარევს, რომელიც შემოქმედებით ბუნებას ახასიათებს.

მას ყველაფერში ეჭვი ეპარება, თუმცა, მუდმივი ემოციური კვების გარეშე, ჭკნება, ამიტომ ოქტომბერში დაბადებულთან მშვიდ ცხოვრებას ვერ გაატარებთ. მასთან ურთიერთობის ბონუსად მიიღებთ საინტერესო ცხოვრებისეული სიტუაციების მორევში ჩათრევას – მასთან ერთად, თავგადასავლებს ვერ ასცდებით.

ნოემბერი – იდუმალი ინტელექტუალი

ნამდვილი პანდორას ყუთი – ნოემბრის ადამიანი ყველაზე იდუმალი პიროვნებაა. ნებისყოფა, ქარიზმა და ინტელექტი – სამი საფუძველი, რომლებზეც დაფუძნებულია ამ მრავალმხრივ ადამიანთა ხასიათი.

ნოემბერში დაბადებულთა უმეტესობა მომხიბლავი მანიპულატორია, რომელიც გარშემომყოფებზე მაგნიტივით მოქმედებს. შინაგანი შიშები და ზედმეტი ამბიცია რომ არა, მათ მსოფლიოს დაპყრობაც შეეძლებოდათ. ყველას არ შეუძლია ასეთ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტა დანაკარგის გარეშე – ნოემბრის იუბილართან მშვიდ გამომშვიდობებას არ ელოდეთ.

დეკემბერი – მსაჯული იდეალისტები

ბრძენი, ძლიერი და პრაქტიკული, დეკემბერში დაბადებული ადამიანი ჯანსაღი აზრისა და განსჯის ნამდვილი ციხე-სიმაგრეა. თუმცა, ამ ცხოვრებაში ყველაფერი მარტივი როდია. დეკემბრის ადამიანები საშინელი იდეალისტები არიან, რომლებიც, კეთილი მიზნებით, გზიდან ყველაფერს იშორებენ.

მათი გატეხვა რთულია, თუმცა თვითონ, ვნებებისა და თავისი სიყვარულის, ცხოვრების, სიკეთისა და ბოროტების შესახებ რთული წარმოდგენების კორიანტელში მოხვედრისას, უსიამოვნო ცხოვრებისეულ გაკვეთილებს იღებს. ამ თვეში დაბადებულებს შორის ბევრია ავტორიტერული ადამიანი, რომელთა აზრსაც ბევრი ითვალისწინებს. თვითონ ეს ადამიანები თავიანთ წარმოდგენებს ასაკთან ერთად ცვლიან.