Connect with us

ჯანმრთელობა

თუ ჰიპერტონიკი ხართ, გთავაზობთ 3 მარტივ, მოქმედ რეცეპტს. დაემშვიდობეთ აბებს

ჰიპერტონია, იგივე სისხლის წნევის მატება – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ჩვენს დროში. სპეციალისტების თქმით, ჰიპერტონიის განვითარების საფუძველს ორგანიზმში ცუდი ქოლესტერინის დონის მატება წარმოადგენს, რაც გამოწვეულია ცხიმიანი, შემწვარი და სხვა მავნე საკვები პროდუქტების ხშირი მიღებით.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ცხოვრების არასწორი სტილი და არაჯანსაღი კვება არ წარმოადგენს ჰიპერტონიის განვითარების მიზეზს. შუახნის ასაკს გადაცილებული ყველა ადამიანი ვალდებულია, თვალყური ადევნოს გულ-სისხძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას და რეგულარულად მიიღოს საჭირო ზომები სხვადასხვა პრობლემების თავიდან ასარიდებლად.

სისხლის მაღალი წნევა შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი დაავადებეითაც: ანევრიზმა, დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა, გულის დაავადებები და ა.შ.

პაციენტების უმრავლესობას, როდესაც მაღალი წნევა გვაწუხებს, ჩვევად იმ წამსვე სხვადასხვა სააფთიაქო პრეპარატების, აბების მიღება გვაქვს. სამწუხაროდ, ასე მხოლოდ დროებით ეფექტს ვიღებთ და ჯანმრთელობას კიდევ უფრო ვიზიანებთ, რადგან სააფთიაქო აბებისთვის არაერთი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი.

გირჩევთ, დახმარებისთვის რამდენიმე მარტივ, თუმცა ძალიან ეფექტურ ნატურალურ საშუალებას მიმართოთ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 3 რეცეპტს, რომელიც ჰიპერტონიკებს აუცილებლად გამოგადგებათ.

რეცეპტი №1

ინგრედიენტები: 

  • წყალი
  • ნახევარი ლიმონის წვენი

მომზადება:

ნახევარი ლიმონის წვენი ჩაწურეთ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში. მიირთვით ეს ნარევი ყოველ დილას, საუზმობამდე 20 წუთით ადრე. ლიმონი ეფექტურად ამცირებს წნევას, უნარჩუნებს სისხლძარღვებს მოქნილობასა და ელასტიკურობას.

რეცეპტი №2

ნიორი – ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი. ის მდიდარია გოგირდის შენაერთებით, რომელთაც არტერიული წნევის დონის შემცირება შეუძლია. გარდა ამისა, ნიორი ეფექტურად გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

წნევის დასარეგულირებლად, რეკომენდებულია ყოველდღიურად 2-3 კბილი ნიორის მირთმევა უშუალოდ საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე. უსიამოვნო სუნი თავიდან რომ აირიდოთ, შეგიძლიათ დააქუცმაცოთ ნიორი და პირდაპირ გადაყლაპოთ. დააყოლეთ წყალი.

რეცეპტი №3

ინგრედიენტები: 

  • წყალი
  • 1/8 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
  • 1 ს.კ. ვაშლის ძმარი

მომზადება:

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში და მიიღეთ სასმელი შინაგანად დღეში 2-ჯერ – დილას და საღამოს.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ამ მარტივი, თუმცა მოქმედი საშუალებების შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!