Connect with us

საკითხავი

თუ სუნამოს სწორად შერჩევა გსურთ, არ დაყნოსოთ ყავა

ყავით სავსე გამჭვირვალე ქილები შეგიძლიათ ნახოთ როგორც ელიტურ პარფიუმერულ მაღაზიაში, ასევე მასმარკეტში. კონსულტანტები მორიგი სუნამოს დატესტვამდე ყავის ყნოსვას გირჩევენ. ამბობენ, რომ ასე არომატების შერევას თავიდან აიცილებთ და მორიგი სუნამოს მთელ გამას უკეთ იგრძნობთ. სინამდვილეში ასე არაა. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ უნდა შეწყვიტოთ ყავის ყნოსვა სუნამოს არჩევისას.

მყიდველები, რომელთაც ყნოსვის რეცეპტორები კარგად განვითარებული აქვთ, 4-5 არომატის შემოწმების შემდეგ შესაფერის ადვილად ირჩევენ. სამწუხაროდ, ეს იშვიათად ხდება. ბევრი მყიდველი მეორე არომატის შემოწმების შემდეგ იბნევა. ამ დროს კონსულტანტები მათ ყავით სავსე მინის ქილას სთავაზობენ. ასეთ ქმედებას სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს. და აი, რატომ.

ყავის როლი პარფიუმერულ მაღაზიაში

ყავის ძლიერი არომატი ყნოსვის რეცეპტორებს უფრო ბლოკავს და დროებით პარფიუმის გარკვეული ნოტებისამი მგრძნობელობა შეიძლება გააქროს. ყავის მოლეკულები სუნამოს ერევა და მორიგი არომატის სრულად შეგრძნებას ხელს უშლის. ასე არომატის ზუსტი სუნის დადგენა რთულდება.

გირჩევთ, ყავის ყნოსვაზე უარი თქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში სახლში ნაყიდი სუნამოთი ან ტუალეტის წყლით იმედგაცრუებული შეიძლება დარჩეთ. სახლში, როცა რეცეპტორებს შერეული არომატები შორდება, სუნამოს სუნი შეიძლება არ მოგეწონოთ.

ყავის ალტერნატივა

რეცეპტორების განახლებაში სუფთა წყალი დაგეხმარებათ. ჩაი, ლიმონათი და ალკოჰოლი ამ საქმეში თქვენი დამხმარე არაა. ელიტურ მაღაზიებში ჭიქა ცივ წყალს შემოგთავაზებენ, მაგრამ ეს იშვიათია. გირჩევთ, პარფიუმერულ მაღაზიაში უკვე ნაყიდი წყლის ბოთლით მიხვიდეთ. ყოველი სუნამოს შემოწმების შემდეგ ერთი ყლუპი წყალი დალიეთ.

როგორ შევარჩიოთ სუნამო სწორად

სუნამო განახლებულ რეცეპტორებზე უნდა შეამოწმოთ. რამდენიმე წესი სუნამოს სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ.

  1. სუნამო ქაღალდის ზოლს 15-20 სმ მანძილიდან შეასხურეთ.
  2. ქაღალდი სახესთან ძალიან ახლოს არ მიიტანოთ. ზედმეტად კონცენტრირებული სუნი სუნამოს შეგრძნებაში ხელს შეგიშლით. ჩაისუნთქეთ, თვალები დახუჭეთ.
  3. თუ სუნამო მოგწონთ, მაჯაზე იპკურეთ. 10-15 წამის შემდეგ შეაფასეთ, რა სუნს დატოვებს კანზე.

სუნამოს არჩევისას სეზონიც გასათვალისწინებელია. თუ სუნამო გულისრევას, თავის ტკივილს და ცემინებას იწვევს, მის ყიდვაზე უარი თქვით.

Advertisement