Connect with us

ჯანმრთელობა

თუ რაიმე მაწუხებს და თავს ცუდად ვგრძნობ, უზმოზე 1 კოვზ ზეითუნის ზეთს ვსვამ

ზეითუნის ზეთი ერთ-ერთ საუკეთესო მცენარეულ ზეთად ითვლება, რომელიც ომეგა 3 და ომეგა 9 ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. ეს ის ჯანსაღი ცხიმებია, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას ხელს უწყობენ.

ის ადამიანები, რომელთაც ცხიმების მიღება აშინებეთ და ფიქრობენ, რომ მათ გამო სუქდებიან, ზეითუნის ზეთის შემადგენლობის გაგების შემდეგ აზრს შეიცვლიან.

საუკეთესო ზეითუნის ზეთი

როგორც ავტომობილს საწვავი სამოძრაოდ სჭირდება, ისე ზეითუნის ზეთი ადამიანის ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება.

ის საჭმლის მომნელებელი სისტემის კედლებს თხელი ფენით ფარავს. ეფექტის მისაღებად უზმოზე 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთის დალევა საკმარისია.

ეს ზეთი ოლეინის, ლინოლეურის, პალმიტინის, სტეარინმჟავას, E და K ვიტამინების წყალობით ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს.

ზეითუნის ზეთი უჯრედებს სიმსივნით გამოწვეული ცვლილებებისგან იცავს. მისი ანტიოქსიდანტური თვისებები ონკოლოგიური დაავადებების რისკს 45%-ით ამცირებენ.

ეს ზეთი ქოლესტერინის დონეს ამცირებს და ათეროსკლეროზის განვითარებას აფერხებს. მისი მიღება სასარგებლოა მათთვის, ვინც დიაბეტით იტანჯება ან უბრალოდ დიაბეტის პროფილაქტიკა სურს. ზეითუნის ზეთი ღვიძლს წმენდს და დეტოქსიკაციას ხელს უწყობს.

დამტკიცებულია, რომ ზეითუნის ზეთი კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობას აუმჯობესებს. მას ბევრ მკვებავ ნიღაბში ტყუილად არ ამატებენ. თუ მას დამატებით შიგნით მიიღებთ, ეფექტი ბევრად უფრო ძლიერი იქნება.

საუკეთესო შედეგს იძლევა ზეითუნის ზეთის და ლიმონის წვენის ერთად მიღება. 2 ს/კ ზეთი მეოთხედი ლიმონის წვენს აურიეთ და დილით უზმოზე დალიეთ. და ასე ყოველდღე.

ასეთი ჩვევა ქალებისთვის აუცილებელია. ზეითუნის ზეთის რეგულარული მიღება რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებას აუმჯობესებს და მენოპაუზის დადგომასაც აფერხებს.

უკუჩვენება არ დაგავიწყდეთ. ზეითუნის ზეთის მიღება ქოლეცისტიტის დროს არ შეიძლება, რადგან მას ნაღველმდენი თვისება აქვს.

ასევე მასზე დამოკიდებული არ უნდა გახდეთ. ჭარბი წონის მქონე ადამიანებმა სჯობს მზესუმზირას ზეთი ზეითუნის ზეთით ჩაანაცვლო, მაგრამ დოზას არ უნდა გადააჭარბოთ. დღეში 3-4 ს/კ საკმარისი იქნება.

როგორც ნებისმიერი სხვა საშუალება, ზეითუნის ზეთიც სწორად უნდა გამოიყენოთ. მას კერძს ნედლი სახით უმატებენ, რადგან შეწვის და თერმული დამუშავების დროს სასარგებლო თვისებებს კარგავს.

ზეითუნის ზეთის არჩევის დროს ყურადღება მის მჟავიანობას მიაქციეთ. ევროპული სტანდარტებით ის 0,8%-ს არ უნდა აჭარბებდეს.

საუკეთესო ზეითუნის ზეთად ითვლება ის, რომელსაც აწერია extra virgin olive oil, ის ცივი დაწურვის მეთოდით იწარმოება.

ბოთლი, რომელსაც უბრალოდ აწერია „ზეითუნის ზეთი“, რაფინირებული ზეითუნის ზეთისა და extra virgin ზეითუნის ზეთის ნარევს შეიცავს პროპორციით 85:15. არსებობს ასევე ზეთის დაწურვის მეორე მეთოდი – romace olive oil, ის კიდევ უფრო ნაკლებად სასარგებლოა. აირჩიეთ საუკეთესო ზეითუნის ზეთი.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.