Connect with us

ყვავილები

თუ პომიდორს ამ მეზობლების გვერდით დარგავ, მოსავლის ნაცვლად კატის ცრემლებს მიიღებთ

„კვლევის დაგეგმვისას კარგი და ცუდი მეზობლები, ასევე წინამორბედები არ დაგავიწყდეთ“ – ამბობს ბაბუა. ახლა მეუღლესთან ერთად მისი რჩევით პომიდორს ორმოებში ვრგავთ. უკვე მესამე წელია პომიდორს ვედროებით ვაგროვებთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი მეზობლები ღუპავს პომიდორს. დარგეთ სწორად!

პომიდვრის დარგვა

აგარაკზე ან ბოსტანში კულტურების დარგვა წინასწარ უნდა მოიფიქროთ. პომიდვრის გვერდით დარგეთ კულტურები, რომლებიც აგროტექნიკურად არ ჰგავს და ასეთი მეზობლობა მისთვის კომფორტული იქნება. დაგეგმვისას მცენარეების თავსებადობა და სასარგებლო თვისებები უნდა გაითვალისწინოთ.

ნერგების ერთად დარგვით ადგილას დაზოგავთ, თან ასე ორმაგ სარგებელს მიიღებთ: ორივე კულტურა თავს კარგად იგრძნობს!

რა დავრგოთ? პომიდვრის გვერდით სჯობს დარგოთ სტაფილო, პეკინის კომბოსტო, მარწყვი, პარკოსანი კულტურები, ნიორი და სალათი.

ბოსტნეული სურნელოვან ბალახებთან და საზაფხულო ყვავილებთან ერთად განსაკუთრებით ხელსაყრელ მდგომარეობაშია: არომატული მეზობლების დახმარებით ბოსტნეული ეფექტურად იშორებს მავნებლებს და უსიამოვნებებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ტრადიციულად თავს ესხმის. ბონუსად, ბოსტნეული ზოგიერთი პარტნიორის ფესვების მიერ ზრდის მასტიმულირებელი ნივთიერების გამოყოფით კარგად ხარობს.

მდოგვი პომიდვრის კარგი მეზობელია. მდოგვის ფოთლები წვნიანი და გემრიელია, მაგრამ თავად მდოგვი პომიდორს ქეცისა და ფიტოფთორისგან დაიცავს და მიწას გაამდიდრებს. რეჰანი პომიდორს მავნებლებისგან დაიცავს და მის გემოს გააუმჯობესებს. უკანასკნელ ამოცანას კარგად უმკლავდება ბარამბო, პიტნა, ქონდარი და სალბი. მის გვერდით ხახვის დარგვაც შეიძლება.

გარდა ამისა, პომიდვრის გვერდით ხავერდას დარგვას გირჩევთ. ყვავილი ნაკვეთს მიმზიდველობას შემატებს და მავნებლებს დააფრთხობს!

არის მცენარეები, რომლებიც პომიდვრის გვერდით კატეგორიულად არ უნდა დარგოთ. ასეთ კულტურებს მიეკუთვნება წიწაკა, კარტოფილი, ბადრიჯანი, სიმინდი და ყვავილოვანი კომბოსტო. ამ მცენარეებმა პომიდვრის მოსავალი შეიძლება გაანადგუროს.

ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარეებს ერთი და იგივე დაავადება აწუხებთ, რომლებიც არასწორი დარგვით ადვილად ვრცელდება.

ანტიმეზობლებს შორის კიტრი ლიდერია. პირველ რიგში, კიტრს სულ სხვა ტენიანობა და ტემპერატურა სჭირდება. მეორეც, კიტრს და პომიდორს განსხვავებული მიწა სჭირდება. პირველს აზოტი სჭირდება, მეორეს – კალციუმი და ფოსფორი.

ყურადღება მიაქციეთ, რომ კვლების დაგეგმვისას სინათლის მოყვარე მცენარეების შემჭიდროება და მგრძნობიარე კულტურების მზეზე დიდხანს ყოფნა არ შეიძლება. კაშკაშა სინათლის გარეშე თავს ცუდად იგრძნობს ბაღჩეული კულტურები, კიტრი, წიწაკა, სიმინდი, ბადრიჯანი და, რა თქმა უნდა, პომიდორი.

თუ ამ რჩევებს არ გაითვალისწინებთ, არა მხოლოდ პომიდორი, არამედ წარუმატებელი მეზობლებიც დაზარალდებიან. ასე რომ პომიდორი ორმოში გონივრულად დარგეთ!

სხვათა შორის, ნერგის დარგვისას გირჩევთ, რომ თითოეულ ორმოს მუჭა ჭვავის ორცხობილა (დაფქული) და ცოტა ხის ნაცარი დაუმატოთ. ასე პომიდორი ძლიერი, მსხვილი და მოსავლიანი გაიზრდება. არ დაგავიწყდეთ: დარგვამდე 2–3 დღით ადრე პომიდვრის ნერგებს ქვედა 2–3 ფოთოლი მოაჭერით. ეს მნიშვნელოვანია!

Advertisement