ჯანმრთელობა
თუ მსხვრევადი ფრჩხილები, უძილობა და თმისცვენა გაწუხებთ, მიირთვით..
გაქვთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები? ფრჩხილები მუდმივად გტყდებათ? თმა ზომიერზე მეტად გცვივათ?
თუ ყველა კითხვაზე დადებითი პასუხი გაქვთ, თქვენთვის უსიამოვნო ამბავი გვაქვს: დიდი ალბათობით, თქვენი თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციონირებაა დარღვეული. იცით, რა არის თირკმელზედა ჯირკვალი? ესაა ენდოკრინული ჯირვლები, რომლებიც ჩვენი თირკმლების ზედა ნაწილებშია განლაგებული. ექსპერტების აზრით, მათი ფუნქციაა ადრენალინისა და სტეროიდების, ასევე, მრავალი ჰორმონის წარმოქმნა.
ეს ჰორმონები გვეხმარება ნივთიერებათა ცვლის, იმუნური სისტემისა და სისხლის წნევის რეგულირებაში, ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაშიც. როგორც ხვდებით, ჩვენი თირკმელზედა ჯირკვლების ნებისმიერი დარღვევა ჯანმრთელობის პრობლემებს გამოიწვევს. თუმცა, არ ინერვიულოთ ამაზე, რადგან არსებობს სწრაფი და მარტივი საშუალება, რომელიც ამ ორგანოებს ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნებს.
შენიშნვა: ეს საშინაო საშუალება მარტივად მზადდება. უბრალოდ ინსტრუქციას ზედმიწევნით უნდა მიჰყვეთ.
ინგრედიენტები
- ბერძნული კაკალი
- თაფლი
- ოხრახუშის ფოთლები
- ქიშმიში
- ჯანჯაფილი
მომზადება და გამოყენება
- დააქუცმაცეთ ბერძნული კაკალი და ოხრახუში ერთად.
- დაუმატეთ ქიშმიში, ცოტაოდენი თაფლი და მწიკვი ჯანჯაფილი.
- მიირთვით 2 ს.კ. მასა დილით, უზმოზე, 2-3 კვირის განმავლობაში.
ეს საშუალება აღადგენს თქვენი სხეულის ბალანსს და მალევე შეამჩნევთ, რომ გაცილებით უკეთ გძინავთ ღამით, ხოლო თმა და ფრჩხილები უფრო ძლიერი და ჯანმრთელი გახდა. იმედი გვაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ პრობლემების გადაჭრაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!