Connect with us

საკითხავი

თუ იდეალური სისუფთავე და წესრიგი გიყვართ, ლიმონი სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ. 13 საყოფაცხოვრებო ხრიკი

ზოგჯერ ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ამოცანის შესასრულებლად შესაბამისი გამწმენდი ან არომატული საშუალება არ გვაქვს. ასეთი სიტუაცია მაღაზიაში გასვლას და საყოფაცხოვრებო ქიმიის შეძენას ან ალტერნატიული საშუალების გამოყენებაზე ფიქრს გვაიძულებს.

ლიმონი არის ციტრუსი, რომელსაც მთელი რიგი საყოფაცხოვრებო ამოცანების შესრულება შეუძლია: ლაქის ამოყვანა, უსიამოვნო სუნის მოშორება და ავეჯისთვის ბზინვარების მინიჭება. დეტალურად ქვემოთ იხილეთ.

ლიმონი უსიამოვნო სუნს გააქრობს

1. სანაგვე ყუთში. ლიმონი (შეგიძლიათ გაწურვის შემდეგ დარჩენილი რბილობი გამოიყენოთ) სახეხზე გახეხეთ, რამდენიმე კოვზი ძმარი დაუმატეთ და ყინულის ფორმაში გაყინეთ. მას შემდეგ, რაც სანაგვე ყუთიდან ნაგავს ამოიღებთ, ძირში ერთი კუბიკი ლიმონი დადეთ, მის გადნობას დაელოდეთ და ვედროს წყალი გამოავლეთ.

2. მაცივარში. რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს დააწვეთეთ და მაცივარში ერთი ღამით გააჩერეთ.

3. კატის უჯრიდან. უბრალოდ ლიმონის ნაჭერი ჭურჭლის გვერდით დადეთ: ლიმონის სუნი ცხოველს არ შეაშინებს, ხოლო სუნი გაქრება.

4. ნიორი, ხახვი, თევზი. ამ პროდუქტების სუნის ხელიდან და საჭრელი დაფიდან მოსაშორებლად უბრალოდ ლიმონის ნაჭერით გაიწმინდეთ.

ლიმონის გამწმენდი თვისება

1. ლიმონზე დაფუძნებული საშუალებით ავეჯის გაწმენდას შეძლებთ. თანაბარი პროპორციით ლიმონის ზეთი, ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი კარგად აურიეთ. საშუალება ქსოვილს წაუსვით და ავეჯი გაწმინდეთ: ბზინვარება და სუფთა არომატი გარანტირებული გექნებათ!

2. მიკროტალღური ღუმელის გასაწმენდად, მასში წყლისა და ლიმონის წვენის ნარევი ციტრუსის ნაჭრის დამატებით გააცხელეთ (1:1 პროპორცია). 3 წუთის შემდეგ თასი გამოიღეთ და ზედაპირი ღრუბლით გაწმინდეთ.

3. ლიმონის წვენი ძმართან ერთად – ცნობილი საშუალებაა სარკიანი და მინიანი ზედაპირის გასაწმენდად. ლიმონის წვენი სიმინდის სახამებელთან ერთად ფილების ზედაპირს ლაქებისგან გაწმენდს.

4. ლიმონი შუაზე გაჭერით და სააბაზანოსა და სამზარეულოს ონკანები გაწმინდეთ. ასეთი ხრიკი ნადებს სწრაფად მოგაშორებთ.

5. ლიმონის წვენი ვერცხლის ჭურჭელს კარგად წმენდს. ჩვარი ლიმონის წვენში დაასველეთ და დანა, ჩანგალი და სხვა ვერცხლის ნივთი კარგად გაწმინდეთ.

6. ჭურჭლის სარეცხ საშუალებას ერთი კოვზი ლიმონის წვენი დაუმატეთ, რომ ცხიმის მოშორების ეფექტი გააძლიეროთ.

ლიმონის გამოყენება რეცხვის დროს

1. ტანსაცმლის გასათეთრებლად, ზუსტად 5 ლ ცხელ წყალში ნახევარი ჭიქა ლიმონის წვენი გახსენით და თეთრი ტანსაცმელი 20 წუთით ჩაალბეთ. შემდეგ ნივთი ჩვეულებრივად გარეცხეთ.

2. ოფლის ლაქის მოსაშორებლად, ჭუჭყიანი ადგილი ლიმონის წვენით გაწმინდეთ და ოდნავ მზეზე გააშრეთ. შემდეგ გარეცხეთ.

3. ძნელად ამოსაყვანი ლაქები გაქრება, თუ ლიმონის ნაჭერით გაწმენდთ. წინასწარ ლიმონის ნაჭერი სოდაში ამოავლეთ. საშუალებას 10-15 წუთი მოქმედების საშუალება მიეცით და თეთრეული სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.