კულინარია
თუ ბევრი დრო არ გაქვთ: სწრაფი და გემრიელი მედოკი 30 წუთში
თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ყოველთვის არ გვაქვს დრო, საყვარელი ადამიანები განსაკუთრებული დესერტით გავახაროთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ სწრაფი მომზადების მედოკის რეცეპტს.
ინგრედიენტები
ცომისთვის:
- 2 დიდი ან 3 საშუალო ზომის კვერცხი
- 80 გ შაქარი
- 3 ს.კ. თაფლი
კრემისთვის:
- 1 ს.კ. თაფლი
- 400გ 25%-იანი არაჟანი
- 70 გ შაქრის პუდრა
მომზადება
1. ცომის მოსამზადებლად ათვიქფეთ თასში კვერცხი. დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით აფუებული მასის მიღებამდე.
2. დაუმატეთ მასას თაფლი. გაცერით ფქვილი და შეურიეთ გამაფხვიერებელი. ჩაყარეთ კვერცხის მასაში.
3. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მიქსერით ან ნიჩბით. ცომი მზადაა.
4. მოამზადეთ საცხობი ფორმა. დააფინეთ საცხობი ქაღალდი და წაუსვით ზეთი. დაასხით ცომი და გაათანაბრეთ ზედაპირზე.
5. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. აცხვეთ ცომი დაახლოებით 10 წუთით.
6. ამასობაში მოამზადეთ კრემი. ამისთვის მოათავსეთ თასში არაჟანი, შაქრის პუდრა და თაფლი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კრემიც მზადაა.
7. მზა ფირფიტა ამოიღეთ ღუმელიდან და გაასწორეთ. მოჭრილი ბისკვიტი შედგით ღუმელში გასახმობად.
8. ბრტყელ თეფშზე მოათავსეთ ფირფიტა და წაუსვით კრემი. ზემოდან დაადეთ მეორე ფირფიტა და მასაც წაუსვით მომზადებული კრემი. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყველა ფირფიტაზე.
9. ტორტის ზედა და გვერდითა ნაწილსაც კარგად წაუსვით კრემი.
10. გამომშრალი ბისკვიტის ნაწილები ათქვიფეთ ბლენდერში და მოაყარეთ ტორტს ზემოდან და გვერდებზე. შეგიძლიათ, მიწისთხილიც გამოიყენოთ.
გემრიელად მიირთვით!