ჰოროსკოპი
თუ ასტროლოგიას დავუჯერებთ, ეს ფერები ბედნიერებას მოგიტანთ
თითოეულ ზოდიაქოს, არა მარტო საკუთარი თილისმა არამედ საკუთარი ფერიც გააჩნია, რომელიც მათ ქვეცნობიერსა და ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს.
როდესაც ადამიანი მისი ზოდიაქოსთვის შესაფერის ფერების გარემოცვაშია, მისი განწყობა და თვითშეგრეძნება უმჯობესდება, ასევე იმატებს მისი შრომისუნარიანობაც.
ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშანს წითელი ფერების პალიტრა უხდება, რადგან ეს ფერი დინამიური, ენერგიული და საკმაოდ აგრესიულია – ისევე როგორც თავად ვერძი.
წითელი ფერი პირველობის, ვნების, გამბედაობის და აქტიურობის სიმბოლოა – ყველა ეს თვისება კი, ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ნამდვილად გააჩნიათ!
კურო
ლურჯი ფერი და მისი ყველა ტონი – იდეალურად ერგება კუროს ზოდიაქოს ნიშანს. ეს ფერი მათ მოდუნებასა და დამშვიდებაში ეხმარება.
ასევე წარმატებული იქნება ბუნებრივი ფერები – ცისფერი ცის, მწვანე ბალახის, ვარდისფერი დაისისა და ყვითელი მზის ფერი – ეს ფერები მათ განწყობას გაუუმჯობესებს და შეუნარჩუნებს ბალანსს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარეგნულად მშვიდი და შინაგანად ჯიუტი კუროებისთვის.
ტყუპები
ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის შესაფერისია – ყვითელი ფერი, რადგან ის სიხარულთან, პოზიტივსა და ძალასთან ასოცირდება, ეს უკანასკნელი კი აქტიურ და მუდამ გამოუძინებელ ტყუპებს ხშირად არ ყოფნით.
ამასთანავე, ყვითელი ასტიმულირებს კომუნიკაბელურობას და გონებრივ შესაძლებლობებს, რაც ძალიან ჭირდებათ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ, კომუნიკაბელურ და ცოდნას დახარბებულ ადამიანებს.
კირჩხიბი
კირჩხიბისთვის იდეალური ფერებია – თეთრი, ღია მწვანე, ვერცხლისფერი, მეწამული და ლურჯი. ეს ფერები დაიცავენ მათ და მოიზიდავენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს.
მათ ასევე მოუხდებათ ვერცხლისფერი, რომელიც კირჩხიბთა ხასიათცვალებადობასთან ასოცირდება და ოქროსფერი, როგორც – ჰარმონია და გონების სიფხიზლე.
ლომი
ლომის ფერებია – მკვეთრი: წითელი, ყვითელი, ჟღალი,ფორთოხლისფერი და ოქროსფერი. ამ ფერების წყალობით ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები იბრწყინებენ და ყურადღებას მიიქცევენ.
ეს განსაკუთრებით ოქროსფერს შეეხება, რომელიც მათი დიდსულოვნებასა და სილამაზეს განასახიერებს.
ქალწული
მათ ბუნებრივი ფერები შეეფერებათ – მწვანე და ყავისფერი ტონები, ასევე მათი ნარევიც, მაგალითად – ზეთისხილის, მოწითალო-ყვითელი და მდოგვის ფერები.
ეს ფერები მათ ორგანიზებულს ხდის და ეხმარება კონცენტრირებაში, მათი გამოყენება სახლისა და ოფისის დეკორშიც შეიძლება.
სასწორი
მათ წარმატებას ლურჯი და მწვანე ფერის ტონები მოუტანთ: პირველი დაამშვიდებს და მოადუნებს, მეორე კი სულიერ და ფიზიკურ ძალებს შორის ბალანსის შენარჩუნებაში დაეხმარება.
მათ ასევე არამკვეთრი ყვითელი, რძისფერი, ნაცრისფერი და ვარდისფერი მოუხდებათ. ეს ფერები მათ დამშვიდებასა და ძალების აღდგენაში დაეხმარებათ. ინტერიერისთვის უმჯობესია მუქი ფერები აირჩოთ, მაგალითად, მუქი მწვანე და მუქი ნაცრისფერი.
მორიელი
წარმატებული ფერები – მუქი ყავისფერი, იისფერი, ალისფერი, ალუბლისფერი, მუქი ლურჯი, მწვანე და იასამნისფერი.
ეს ფერები მათ ენერგიას შემატებენ, დაამშვიდებენ და დაიცავენ კონკურენტების ნეგატიური გავლენისაგან. იისფერი ხელს უწყობს ღრმა ძილს და ფსიქიკური დაძაბულობის კლებას.
მშვილდოსანი
შესაფერისი ფერებია- ლურჯი, ფირუზისფერი, ცისფერი, იისფერი. ეს ფერები მათ, სულის სიმტკიცეს შემატებს და უბიძგებს მოქმედებისკენ. იისფერი ამასთანავე რომანტიულ გრძნობებსაც აღვივებს, შემატებს სულიერებას და სიბრძნეს.
ამ ფერებს თუ ინტერიერში გამოიყენებთ, მშვილდოსნები შემოქმედებით პროფესიებში დიდ სიმაღლეებს დაიპყრობენ.
თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშანს, წარმატებას ლურჯი, ყავისფერი, მწვანე, იისფერი, ნაცრისფერის მუქი ტონები და შავი ფერი მოუტანენ. ისინი მათ მოშურნეების ნეგატიური გავლენისგან დაიცავენ, შემატებენ ორგანიზებულობას და დისციპლინას.
თხის რქებისთვის ყავიფერი ტანსაცმლის ხშირი ტარებაა რეკომენდებული, ის მათ უფრო მეგობრულს გახდის და გარშემომყოფებთან ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმარება, რითიც ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად ვერ დაიკვეხნიან.
მერწყული
საკუთარი თავისა და გეგმების რეალიზაციისთვის უმჯობესია ლურჯი, ცისფერი და იისფერი ფერების გამოყენება, ხოლო ოთახისთვის, სადაც შესაძლებელი იქნება მოდუნება და ოცნებებში გადაშვება -საჭიროა მუქი ალუბლისფერისა და ვერცხლისფერის ტონების გამოყენება.
როდესაც მერწყული განერვიულებული ან შეშფოთებულია, კარგი იქნება თუ რაიმე ცისფერს ჩაიცვამს, რადგან ეს ფერი აღმოფხვრის ნეგატიურ ემოციებს და გააქრობს როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ ტკივილსაც. სიმშვიდის შენარჩუნებაშ ან აღდგენაში – მწვანე ფერი დაგეხმარებათ.
თევზები
თევზთათვის ხელსაყრელი ფერებია: მუქი იისფერი, ლურჯი და მწვანე, ასევე მათი გარდამავალი ფერები.
ამგვარი ფერთა შეთანხმებით, ამ ზოდიაქოს ნიშნები თავს კომფორტულად და თავისუფლად იგრძნობენ, იქნებიან საკუთარ თავში დარწმუნებულები და ყოველგვარი ეჭვი და შიშიც გაუქრებათ.