Connect with us

ყვავილები

თუ აგარაკზე ბოსტნეული დარგეთ, ეს რჩევები თქვენთვის ფასდაუდებელი იქნება

აგარაკის მფლობელის მთავარი სურვილი შესანიშნავი მოსავლის აღებაა. მებაღეები და მებოსტნეები ცდილობენ, რომ საკუთარი ნერგები მავნებლებისგან დაიცვან და ამისთვის უამრავ ქიმიურ საშუალებებს ყიდულობენ.

არსებობს სხვა ვარიანტი – ხალხური საშუალება გამოიყენეთ.

სოდას გვერდს ვერ აუვლით

სოდა აგარაკზე უნივერსალური დამხმარე და მხსნელია. მაგალითად, მწიფე ყურძენი ნაცროვანი სოკოსგან რომ დაიცვათ და კენკრაში შაქრის რაოდენობა რომ გაზარდოთ, პერიოდულად სოდის სუსტი ხსნარით (75 გრ სოდა 10 ლ წყალზე) მორწყეთ.

ამავე ხსნარით შეგიძლიათ ხილის ხეებიც დაამუშაოთ, რომ ფოთლების მჭამელა მუხლუხოებისგან დაიცვათ.

აგარაკზე ნაცროვანი სოკო შემოგეჩვიათ? 1 ჩ/კ სოდა 1 ლ თბილ წყალში გახსენით და კიტრები პროფილაქტიკის მიზნით მორწყეთ.

ხურტკმელას და მოცხარს ნაცროვანი სოკო არ გაეკარება, თუ მათ შემდეგი მეთოდით დაამუშავებთ: 1 ს/კ სოდა + 1 აბი ასპირინი + 1 ჩ/კ თხევადი საპონი + 1 ს/კ მზესუმზირას ზეთი 4,5 თბილ წყალში გახსენით.

მუხლუხოებმა კომბოსტოს ყველაზე წვნიანი ფოთლები რომ არ დააზიანონ, მათ შეგიძლიათ მშრალი სოდა დააყაროთ.

მდოგვი გულს არ დაგწყვეტთ

ძვირფასო მებაღეებო, მდოგვის ფხვნილი წინასწარ მოიმარაგეთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ნაკვეთის დამუშავება ქიმიური პრეპარატებით არ გსურთ.

თუ ლოქორა თქვენი ნომერ პირველი მტერია და თქვენს მარწყვს, კომბოსტოს, პომიდორს და წიწაკას აზიანებს, არ დაელოდოთ იმ მომენტს, სანამ არაფერი დაგრჩებათ.

მდოგვის ფხვნილი მცენარეებს შორის მოაყარეთ, სადაც ლოქორები ცოცავენ. შედეგად, მოსავალი მხოლოდ თქვენ დაგრჩებათ.

მდოგვის ნაყენი ჩრჩილების, ბაღლინჯოების, ბუგრების, თრიფსების, ვაშლის ნაყოფჭამია და სხვა პარაზიტების მოშორებაში დაგეხმარებათ.

100 გრ მდოგვის ფხვნილს 10 ლ წყალი დაასხით და 2 დღე დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და წყალში 50×50 პროპორციით გახსენით. თითოეულ ვედრო ხსნარს 40-50 გრ თხევადი საპონი დაუმატეთ.

ასეთი ხსნარით ვაშლი ყოველ 15-20 დღეში დანამეთ, ხოლო კენკრა – ზაფხულის დასაწყისში.

მარილი

ოდესმე გიცდიათ პირშუშხას მოშორება იქ, სადაც მისი გაზრდის ადგილი არაა? მას წყვეტთ, შავი პარკით ფარავთ, მაგრამ მცენარე გაზრდას და ფესვების გამოღებას მაინც ახერხებს.

ასეთი მცენარეების მოსაშორებლად შემდეგნაირად მოიქეცით: ფოთლები მოჭერით, ხოლო გადანაჭერ ადგილას მარილი მოაყარეთ.

სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკის მიზნით ნაყოფიანი ხე მარილიანი ხსნარით (1 კგ მარილი 10 ლ წყალზე ) მორწყეთ.

ნაცროვანი სოკოს და ხახვის მთავარი მტრის, ხახვის ბუზის პროფილაქტიკის მიზნით 10 ლ წყალში 0,5 ჭიქა მარილი გახსენით და სეზონზე ერთხელ ხახვი მორწყეთ.

ჭარხლის მოსავალი უფრო ტკბილი რომ იყოს, სეზონზე ორჯერ მარილის სუსტი ხსნარით (100 გრ მარილი 10 ლ წყალზე) მორწყეთ. პირველად 4-5 ფოთლის სტადიაზე, მეორეჯერ, მოსავლის აღებამდე ერთი თვით ადრე.

ყველაფერი საფუარივით იზრდება

საფუარის მცენარის ზრდის შესანიშნავი სტიმულატორია. ის მცენარისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით მდიდარია, ნიადაგის მიკროფლორას აუმჯობესებს და დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს ანადგურებს.

საფუარის სასუქის შემდეგ მცენარე საფუარივით სწრაფად იზრდება. ასეთი გამოკვება ყველა კულტურას უხდება.

1 კგ საფუარი 5 ლ თბილ წყალში გახსენით. 1 საათით დააყენეთ. გამოყენების წინ საფუარის ხსნარი 1:10 პროპორციით (1 ლ ნაყენი 10 ლ წყალზე) გახსენით.

შეგიძლიათ მშრალი საფუარიც გამოიყენოთ. 10 ლ თბილ წყალში 10 გრ მშრალი საფუარი და 2 ს/კ შაქარი გახსენით.

რამდენიმე საათით სითბოში დააყენეთ, შემდეგ თბილ წყალში 1:5 პროპორციით გახსენით და მცენარის ფესვები მორწყეთ.

ძაღლყურძენას განსაკუთრებული საფუარის საკვები სჭირდება. 3 ლ თბილ წყალში 100 გრ ახალი საფუარი და ნახევარი შაქარი გახსენით. 1 კვირით გააჩერეთ. შემდეგ 1 ჭიქა ნაყენი 10 ლ წყალში გახსენით და პომიდორი, ბადრიჯანი და კარტოფილი მორწყეთ (1 ლ თითო ბუჩქი).

საფუარის ხსნარი ნერგებისთვისაც სასარგებლოა – კარგად გაიზრდება, პიკირების შემდეგ ახალ ადგილს სწრაფად მიეჩვევა.

მარწყვს ნაცროვანი სოკო ვერ დაემუქრება, თუ ყვავილობის დაწყებამდე მას თბილ წყალში გახსნილი საფუარით (100 გრ 10 ლ წყალზე) მორწყავთ.