თავის მოვლა
თურქული შინაურული ნიღაბი ღრმა ნაოჭების წინააღმდეგ. ჯადოსნური საშუალება
პრაქტიკა აჩვენებს, რომ შინაურული ნიღბები სიბერის ნიშნებთან საბრძოლველად ძალიან ეფექტურია. მთავარია, რომ აუცილებელი კომპონენტები სწორად შეარჩიოთ. ასე რამდენიმე წუთში ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით ეფექტურ საშუალებას მოამზადებთ. კოსმეტოლოგთან ვიზიტი არ დაგჭირდებათ. ღრმა ნაოჭების მოსაშორებელი ნიღაბი ეფექტურობით ძვირადღირებულ შრატებს და კრემებს არ ჩამორჩება.
სახის მოსავლელად თურქული საოცარი საშუალება გამოიყენეთ. მხოლოდ ხარისხიანი ახალი პროდუქტები აიღეთ და აურიეთ. ნიღაბი კვირაში 2–ჯერ გაიკეთეთ და მალე საოცარ შედეგს შეამჩნევთ.
ნიღაბი ღრმა ნაოჭების წინააღმდეგ
რეკომენდაციები
თურქულ ნიღაბში, რომელიც სიბერის ნიშნებს ებრძვის, თაფლი შედის. სწორედ ამიტომ, საშუალების გამოსაყენებლად რეკომენდაციები აუცილებლად დაიცავით.
- განსაზღვრეთ, თაფლზე ალერგია გაქვთ თუ არა. მზა ნარევი მაჯის უკანა მხარეს წაისვით და 15 წუთით მოიცადეთ. თუ სიწითლე და ქავილი არ გაწუხებთ, ნიღაბი თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
- ნიღბის გამოყენებამდე კანი გაიწმინდეთ და ფორები გახსენით. პირსახოცი თბილ წყალში დაასველეთ და სახეზე რამდენიმე წუთით დაიფინეთ.
- მხოლოდ ახალმომზადებული ნარევი გამოიყენეთ.
- ნიღაბი ფრთხილად წაისვით. თვალების გარშემო ზონებს მოერიდეთ.
- გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი კარგად ჩამოიბანეთ. თბილ წყალში დასველებული ბამბის დისკები გამოიყენეთ.
თურქული ნიღბის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 3 ს/კ სოდა
- 1 ჩ/კ თაფლი
- 1 ჩ/კ E ვიტამინი
- 0,25 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
- 4 ჩ/კ აირანი
მომზადების წესი:
- თაფლი, სოდა და დარიჩინი აურიეთ. E ვიტამინი და აირანი დაუმატეთ. აირანის ნაცვლად რძე შეგიძლიათ გამოიყენოთ.
- ყველა ინგრედიენტს კარგად აურიეთ. მიღებული მასა სახესა და ყელზე სქელ ფენად წაისვით.
- 20 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ბონუს რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ სახამებელი
- ცოტა თბილი რძე
- 1 ჩ/კ მარილი
- 1 ჩ/კ თაფლი
მომზადების წესი:
- ღრმა ჭურჭელში სახამებელი და მარილი აურიეთ. თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
- თბილი რძე ჩაასხით, მისი რაოდენობა თავად აკონტროლეთ. სახამებლის მასა ფაფის მიღებამდე გააზავეთ.
- ნიღაბი სახეზე წაისვით. 15 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ამ შინაურულ ნიღბებს საკმაოდ მსგავსი შემადგენლობა აქვთ, რომელშიც რძის პროდუქტი და თაფლი შედის. ორივე ეფექტურია. რეგულარულად გამოიყენეთ და ძლიერ გარდაიქმნებით. მეგობრები გკითხავენ, შემთხვევით ბაღი გამაახალგაზრდავებელი ვაშლით ხომ არ გიპოვით.