Connect with us

ჯანმრთელობა

თურქული დიეტა ფინიკით და იოგურტით გასახდომად ეფექტურია

გარდერობის მსუბუქი ტანსაცმლით შეცვლის დროა და ბევრ ადამიანს სხეულის ფორმების მოწესრიგება სურს. ზოგმა ამის გაკეთება ზამთრის დღესასწაულების შემდეგ დაიწყო, ზოგი მხოლოდ ახლა ფიქრობს. ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ გახდომის სეზონი გახსნილია! Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორია ფინიკის და იოგურტის დიეტა და რატომაა ბოლო დროს ასეთი პოპულარული.

გახდომის აღმოსავლური მეთოდი რამადანის პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადია, როცა პროდუქტების რაოდენობა შეზღუდულია. კარგია, რომ დიეტისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ 2 პროდუქტი: ფინიკი და იოგურტი. ასეთი კვებით საწყისი წონიდან გამომდინარე 5-7 კგ–ს მოიშორებთ.

ფინიკის დიეტა

პირველ რიგში, გავარკვიოთ, რატომ ფინიკი და რატომ იოგურტთან ერთად. პალმის ნაყოფი არ უგულებელყოთ! ძალიან მკვებავია და 100 გრამი 282 კკალს შეიცავს. შედარებისთვის, დიეტურ კვებაში პოპულარული ქათმის კალორიულობა 230 კკალზე მერყეობს.

ფინიკის კენკრაში ჭარბობს ნახშირწყლები, მაგრამ ცილები და ცოტა ცხიმიც გვხდება. სარებელი ვიტამინების მდიდარ შემადგენლობაშია. B ჯგუფის ვიტამინები ფართოდ წარმოდგენილია. აქვე იპოვით А ჯგუფის ვიტამინებს, ნაკლებად გავრცელებულ Н და РР ვიტამინებს.

იოგურტი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია. რძის ბაქტერიები კუჭის კედლებს წმენდს და ნაწლავების მოძრაობას აწესრიგებს. თავად იოგურტი, განსაკუთრებით უცხიმო, კალორიას თითქმის არ შეიცავს.

როგორ დავიკლოთ ფინიკით

დიეტის მენიუ მაქსიმალურად მარტივია, ხოლო გეგმა კიდევ უფრო მარტივი. არსი იმაში მდგომარეობს, რომ დღეში 21 ფინიკი და 3 ჭიქა იოგურტი მიირთვათ. გამოდის, 7 ფინიკი და 1 ჭიქა იოგურტი საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე. მათ შორის ინტერვალებში ბევრი წყალი და მწვანე ჩაი დალიეთ, რომ ნივთიერებათა ცვლა გააქტიუროთ.

ერთი ფინიკი დაახლოებით 23 კკალს შეიცავს, ანუ დღეში საშუალოდ 600-700 კკალს მიიღებთ. ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კეფირი–კიტრის დიეტის დროს. თან უფრო გემრიელია.

ფინიკის დიეტის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ მისი დიდხანს დაცვა არ შეიძლება. დიახ, კარგ შედეგს იძლევა, რადგან მკვებავი ნივთიერებები არ აკლია. რეკომენდებულია, რომ უსაფრთხო გახდომისთვის დიეტა მაქსიმუმ 1 კვირა დაიცვათ. ამის შემდეგ ორგანიზმმა ცილები და ცხიმები უნდა მიიღოს. მარათონის გამეორება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ.

ფინიკი დიეტის გარეშეც ტკბილეულის მოყვარულებს დაეხმარება, რომ ნაკლები კანფეტი და ღვეზელი მიირთვან. ორგანიზმი ნატურალურ შაქარს უკეთ ითვისებს, ხოლო თითოეული კენკრა ბევრ ენერგიას იძლევა. ჩვეული ტკბილეულის ფინიკით მარტივი ჩანაცვლება ჯანმრთელობას და სხეულის ფორმებს დიდ სარგებელს მოუტანს.

Advertisement