თავის მოვლა
თუთიის პასტა – რაში გვეხმარება და როგორ გამოვიყენოთ სწორად ეს უნიკალური საშუალება
კანის დაავადებათა უმრავლესობა რთულად ექვემდებარება მკურნალობას. გამქრალი სიმპტომატიკა, გარკვეული დროის შემდეგ, ხელახლა ჩნდება. ხშირია გამონაყარის, ჰიპერემიის, პიგმენტური ლაქების ახალი, უფრო მედეგი და რთული ტალღაც. ასეთ შემთხვევებში, ანთების მოსახსნელად და გამონაყარის სწრაფი ლიკვიდაციისთვის, გამოიყენება თუთიის პასტა.
თუთიის პასტა – რა არის ეს?
იმ ადამიანთა უმეტესობამ, რომლებსაც კანის პრობლემა არასდროს ჰქონიათ, არ იცის, რა არის თუთიის პასტა. ხშირად, ამ პრეპარატს ზოგიერთ პაციენტსაც პირველად უნიშნავენ. თუთიის პასტა – ესაა ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გვეხმარება გამონაყარისა და აკნეს სწრაფად მოშორებაში. პრეპარატი განკუთვნილია გარე გამოყენებისთვის, ისმევა თხელ ფენად კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე.
თუმცა, ეს საშუალება არამხოლოდ კანის პრობლემების დროს გამოიყენება. თავისი მადეზინფიცირებელი მოქმედების წყალობით, პასტას ხშირად იყენებენ კანის დაზიანებული საფარველის შემთხვევაშიც, მათ შორის:
- გახეხილი კანი
- ღრმა ნაკაწრი
- დამწვრობა
პრეპარატი ამცირებს ექსუდაციას, ახორცებს ჭრილობებს. ერთდროულად ამცირებს ანთებასაც და ხსნის გაღიზიანებას.
თუთიის პასტა – ჩვენებები
კითხვაზე, თუ რა შეუძლია თუთიის მალამოს, ექიმები სწრაფ პასუხს ვერ სცემენ. მალამოს აქვს მრავალმხრივი მოქმედება, ამიტომ ეფექტურია სხვადასხვა დაავადების დროს.
მისი თერაპევტული შესაძლებლობებია:
- ადსობენტული
- ანტისეპტიკური
- ანთებისსაწინააღედგო
- დამჭიმველი
გაღიზიანებულ კანის საფარველზე დატანებული მალამო ამცირებს ექსუდაციას, გაღიზიანებას, ხსნის ანთებას. შედეგად, იქმნება დამცავი ბარიერი გამღზიანებლების წინააღმდეგ.
თუთიის პასტის რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნულია შემდეგი ეფექტი:
- კანის გამოშრობა და დეზინფიცირება;
- ქონის ჯირკვლების აქტივობის შემცირება;
- ჭრილობებისა და ნახეთქების შეხორცება’
- კანის მომატებული ელასტიურობა.
იმ დაავადებათა სპექტრი, რომელთა დროსაც ამ მალამოს გამოყენებაა მიზანშეწონილი, იმდენად ფართოა, რომ ყველა პათოლოგიის ჩამოწერა შეუძლებელია.
ინსტრუქციაში, რომელიც თუთიის პასტას ახლავს, შემდეგი ჩვენებებია ჩამოწერილი:
- ჩახურება;
- საფენისქვეშა დერმატიტი;
- ოფლის გამონაყარი;
- კანის წყლულოვანი დაავადებები;
- ზედაპირული ხასიათის ჭრილობები;
- ეგზემის გართულება;
- ჰერპესი;
- ტროფიკული წყლულები კანზე;
- სტრეპტოდერმია;
- დამწვრობა;
- ნაწოლები.
თუთიის პასტა – უკუჩვენებები
პასტის გამოყენება დაშვებულია როგორც მოხუცების, ისე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის. მისი მარტივი შემადგენლობის წყალობით, იგი თითქმის უვნებელია, იშვიათ შემთხვევებში კი იწვევს ალერგიულ რეაქციას და გვერდით მოვლენებს. პასტის ყველა თავისებურების გათვალისწინებით, ექიმები, საჭიროების შემთხვევაში, მას უნიშნავენ როგორც ფეხმძიმე, ისე მეძუძურ ქალბატონებს. როგორ პრეპარატის ინსტრუქციაშია მითითებული, მისი ერთადერთი უკუჩვენებაა მომატებული მგრძნობელობა თუთიის ოქსიდის მიმართ. მისი გამოვლენა მარტივია.
ამისთვის შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ:
- დაიტანეთ ცოტაოდენი მალამო იდაყვის შიდა ნაკეცზე.
- 20-30 წუთში დააკვირდით ამ ადგილს.
- თუ ქავილი, სიწითლე და გაღიზიანება არ აღინიშნება, ესე იგი, თუთიის ოქსიდის მიმართ ჰიპერმგრძნობიარე არ ხართ.
თუთიის პასტა – გამოყენება
იმისათვის, რომ თუთიის პასტისგან სწრაფი ეფექტი მიიღოთ, მისი გამოყენების წესები უნდა დაიცვათ. წამალი უნდა დაიტანოთ მშრალ კანზე, მხოლოდ დაზიანების ადგილზე. თუ საშუალებას აკნეს სამკურნალოდ იყენებთ, წინასწარ ჩამოიბანეთ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებსაც მის დასაფარავად იყენებთ და ეცადეთ, მკურნალობის დროს ისინი აღარ გამოიყენოთ.
ასევე, დაიცავით შემდეგი წესებიც:
- პასტა დაიტანეთ თხელ ფენად და არ ჩამოიბანოთ;
- თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, წინასწარ გაიწმინდეთ იგი ტონიკით;
- დატანების რაოდენობა შეუთანხმეთ ექიმს. დასაშვებია წამლის დატანება დღეში მხოლოდ ექვსჯერ.
თუთიის პასტა მუწუკების წინააღმდეგ
როგორც თვითონ პაციენტები ამტკიცებენ, თუთიის პასტა მუწუკებისთვის ეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალებაა. პრეპარატი სწრაფად ხსნის ანთებას, სიწითლეს, აშრობს კანს, რითიც ხელს უშლის ახალი მუწუკების გაჩენას. პასტამ შედეგი 3-4 კვირაში გამოიღო.
როგორ უნდა გამოიყენოთ:
- დაიტანეთ პასტა გაწმენდილ კანზე;
- ამასთან, არ დაფაროთ წამლით კანის მთელი ზედაპირი;
- გამოიყენეთ პასტა უშუალოდ დაზიანებულ ადგილებზე;
- წასმის შემდეგ, არ ჩამოიბანოთ;
- დღეში წასმის რაოდენობა ვარირებს დაზიანების მოცულობის მიხედვით, ხშირ შემთხვევაში, დღეში 3-4-ჯერ.
თუთიის პასტა პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ
აღნიშნული საშუალება სწრაფად აშორებს ლაქებს კანიდან. თუმცა, სანამ თუთიის პასტას პრობლემურ ზონებზე დაიტანდეთ, ისინი ანტისეპტიკური საშუალებით(ქლოჰექსიდინი, მირამისტინი, წყალბადის ზეჟანგი) უნდა დაიმუშავოთ.
ეს საშუალებები არამხოლოდ ადეზინფიცირებს კანს, არამედ ხელს უწყობს თუთიის ოქსირის მოქმედების გაძლიერებასაც.
დაიტანეთ პასტა პიგმენტურ ლაქებზე თხლად და გააჩერეთ სრულ გაშრობამდე. დღეში 2-3 პროცედურა საკმარისია, ლაქები ზომაში უკვე 1 კვირაში შემცირდება.
თუთიის პასტა ჰერპესის წინააღმდეგ
თუთიის პასტა ტუჩის ჰერპესის წინააღმდეგ სსრკ-ს დროიდან გამოიყენება, თუმცა აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ეს პრეპარატის ხელმისაწვდომობის, დაბალი ფასისა და მაღალი ეფექტურობის დამსახურებაა. თუ პასტას ჰერპესის პირველივე გამოჩენისას წაისვამთ, ხშირ შემთხვევაში, მუწუკი უკან იხევს და ბუშტუკები აღარ ჩნდება.
პასტა დამწვრობის დროს
თუთიის პასტამ თავისი ეფექტურობა დამწვრობის მკურნალობაშიც გამოავლინა. საშუალება ერთნაირად კარგად გვეხმარება როგორც მზის, ისე თერმული დამწვრობის დროს. უი-სხივების ადსორბირების შესძლებლობა გვეხმარება მზის დამწვრობის ლიკვიდირებასა და ეპიდერმისის აღდგენაში. პასტა ხსნის ანთებას, გაღიზიანებას, ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ ფენას.
გამოყენება:
- საშუალება დაიტანეთ დღეში 4-6-ჯერ.
- შეძლებისდაგვარად, დაიფინეთ სტერილური ხელსახოცი.
- სახვევი შეცვალეთ დღეში ერთხელ.
პასტა დერმატიტის წინააღმდეგ
საშუალება შეიძლება დაინიშნოს დერმატიტის სხვადასხვა ტიპის დროსაც. სანამ თუთიის პასტას კომპლექსურ თერაპიაში გამოიყენებდეთ, ექიმები ცდილობენ დაავადების ეტიოლოგიის დადგენას. ასე, სებორეული ან ატოპური დერმატიტის დროს, პასტა სრულ გამოჯანმრთელებამდე ან გამოხატული სიმპტომატიკის სამკურნალოდ გამოიყენება. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ თერაპიის შედეგებიც: თუთიის პასტის გამოყენება, თუ ხილული გაუმჯობესება არ აღინიშნება, 1 თვეში უნდა შეწყვიტოთ. საფენქვეშა დერმატიტის დროს, ბავშვებში შეიძლება საკმარისი იყოს ერთჯერადი დატანება კარგად დაბანილ და გამშრალ კანზე.