ჯანმრთელობა
თუთიის გავლენა ორგანიზმზე: 9 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემთხვევა
ადრე თუთია იშვიათად, გაციების და გრიპის ეპიდემიის დროს თუ გაახსენდებოდათ. ახლა თუთია პირველი დამხმარე საშუალებაა, რომელიც კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ არის მიმართული. თუთიის შემცველი რიგი პრეპარატები დეფიციტური გახდა, აფთიაქებში მისი პოვნა გართულდა.
Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ თუთიის 9 სუპერ შესაძლებლობის შესახებ. ასევე გეტყვით, თუ რა უნდა ჭამოთ, რომ საკმარისი რაოდენობის თუთია მიიღოთ და აფთიაქებში არ გაიქცეთ.
რისთვის არის საჭირო თუთია
იმუნიტეტს აძლიერებს
მიკროელემენტი ორგანიზმის ყველა უჯრედში მდებარეობს და უმეტესობა ქიმიურ პროცესებში მონაწილეობს. სწორედ ამიტომ, იმუნურ სისტემაზე კომპლექსურ გავლენას ახდენს.
ბოლო კვლევების თანახმად, მწვავე ვირუსული ინფექციების დროს პირველ დღეებში თუთიის პრეპარატების მიღება დაავადების მიმდინარეობას აადვილებს და გამოჯანმრთელებას აჩქარებს.
სიმსივნეს ებრძვის
საკმაოდ დიდი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ის უჯრედებში ანთებით პროცესებს აქრობს, უჯრედების სწორად დაყოფას ხელს უწყობს, მუტაციას ხელს უშლის. სწორედ ამიტომ, სიმსივნის პროფილაქტიკისთვის თუთიის ნორმალური დონის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
თუთია ქალებისთვის
თუთია ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენის და პროგესტერონის რეგულირებაში მონაწილეობს. საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედების ფორმირებასა და გამოსვლაზე გავლენას ახდენს. ქალებს თუთიას საკვები დანამატის სახით უნაყოფობის სამკურნალო კომპლექსური თერაპიის დროს უნიშნავენ.
თუთია კაცებისთვის
თუთიაზე დამოკიდებულია ტესტოსტერონის, ანუ მამაკაცის ძალის წარმოება. პოტენციის გასაზრდელად რაციონში ხამანწკების დამატებას ტყუილად არ გირჩევენ – მათში რეკორდული რაოდენობის თუთია შედის!
დიაბეტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
თუთიის კიდევ ერთი მხარე ჰორმონების რეგულირებაში. თუთია ინსულინს უკავშირდება, მას კუჭქვეშა ჯირკვალში ინახავს მანამ, სანამ გლუკოზა სისხლში მოხვდება.
საჭმლის მონელებას ხელს უწყობს
მჟონავი ნაწლავის სინდრომი და თუთიის დეფიციტი მჭიდროდ დაკავშირებულია. ქრონიკული დიარეა საჭმლის ნორმალურ ათვისებას ხელს უშლის. ამასთან თუთიას ანტიდიარეული თვისებები აქვს.
ღვიძლის ჯანმრთელობისთვის
ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით თუთია ღვიძლში ანთებით პროცესებს ამცირებს. ორგანოს განახლებას და მავნე ნივთიერებების გამოდევნას ხელს უწყობს.
სილამაზისთვის
მიკროელემენტი ეპიდერმისის უჯრედების განახლებას და კანის ცხიმის წარმოების დარეგულირებას ხელს უწყობს. თუთიის დეფიციტი კანზე სიმშრალით, აქერცვლით, ჩირქოვანი გამონაყარით, აკნეთი ვლინდება. ამასთან თმა სუსტდება და ცვივა. ფრჩხილებზე ლაქები და ღარები ჩნდება, ამასთან მტვრევადობა იზრდება.
ნერვული სისტემისთვის
როცა ორგანიზმი თუთიის დეფიციტს განიცდის, ემოციების გაკონტროლება, კარგი განწყობის და პროდუქტიული მუშაობის შენარჩუნება რთულია. ნაერთი ბედნიერების ჰორმონის წარმოებაზე გავლენას ახდენს, ტვინის საქმიანობაში მონაწილეობს, ნერვული ბოჭკოების გამტარობას აუმჯობესებს.
რა იწვევს თუთიის დეფიციტს?
- ვეგეტარიანული, დაბალცილოვანი დიეტა
- B6 ვიტამინის ჭარბი რაოდენობა
- ღვიძლის და ფარისებრი ჯირკვლის გაუმართავი მუშაობა
- ორსულობა და ლაქტაცია
- რამდენიმე ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტის მიღება
- მავნე ჩვევები
- კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
- მუდმივი სტრესი
თუთიის დონის ამაღლება შეიძლება როგორც ვიტამინ–მინერალების კომპლექსის, ასევე საკვების მიღებით.
თუთია პროდუქტებში: დიეტოლოგების საოცნებო რაციონი
1. ხამანწკები და მიდიები. ახალი, დამარინადებული ან შემწვარი სახით მიირთვით, მაგრამ ყოველდღე არა. 100 გრ პროდუქტი ზუსტად ამ მიკროელემენტის ზუსტად 6-8 დღიურ ნორმას შეიცავს.
2. ზღვის თევზი – ნებისმიერი ჯანსაღი მენიუს მთავარი ნაწილი. თუთიის და ფოსფორის გარდა ნახევრად უჯერ ცხიმოვან მჟავებს გაჩუქებთ.
3. ძროხის ხორცი და უცხიმო ღორის ხორცი, ღვიძლი, ენა და სხვა სუბპროდუქტი მოხარშული ან გამომცხვარი სახით. კვირაში 3-4-ჯერ საკმარისია, რომ ზედმეტმა ქოლესტერინმა არ შეგაწუხოთ.
4. ქათამი და ინდაური ცილების მაღალი შემცველობის გარდა თუთიის საკმაოდ დიდ დოზას შეიცავს: 100 გრ პროდუქტი 2,9-4,4 მგრ ცილას შეიცავს.
5. ხმელი ყველის თითქმის ყველა სახეობა თუთიის და კალციუმის ადეკვატურ დონეს მოგაწვდით. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ხმელი ყველი კალორიული პროდუქტია.
6. მთავარ რაციონში ჩართეთ შვრია, წიწიბურა, ფეტვი, ქერი, რომ თუთიის საკმარისი რაოდენობა მიიღოთ და საჭმლის მონელების პრობლემები დაივიწყოთ.
7. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და კომბოსტოს ყველა სახეობა ამ ძვირფასი მიკროელემენტით გაგამდიდრებთ.
8. კაკალი (ნიგოზი, თხილი, ნუში, კეშიუ), გოგრის თესლი – ამით წახემსება ჩვევად გქონდეთ. ფაფებს ან სალათებს დაუმატეთ, რომ ენერგიით აივსოთ და თუთიის დეფიციტმა არ შეგაწუხოთ.
9. კაკაო და შავი შოკოლადი თუთიით მდიდარია – კიდევ ერთი მიზეზი, რომ მიირთვათ! გახსოვდეთ, რომ ასეთი პროდუქტები ძალიან ცოტა შაქარს უნდა შეიცავდნენ, რომ ნამდვილად სასარგებლო იყოს.
რა მოხდება, თუ თუთიის რაოდენობას გადააჭარბებთ?
საკვები პროდუქტებიდან თუთიის გადაჭარბებული მიღება შეუძლებელია. ჩვეულებრივ, ასეთი რამ ხანგრძლივი დროით სინთეტიკური პრეპარატების მიღებისას ხდება.
თუთიის ჭარბი რაოდენობა სხვა საკვები ნივთიერებების შეწოვას იწვევს. ეს უკუ ეფექტს იწვევს: ადამიანის იმუნიტეტი მცირდება. ჭარბი თუთიის დამახასიათებელი ნიშანია: ქრონიკული დიარეა, ნაწლავების სპაზმი, ღებინება. ხშირად სიმპტომები დანამატის მიღებიდან 3-6 საათში ქრება. ამ შემთხვევაში დღის განმავლობაში ბევრ ჭამაზე უარი თქვით და პრეპარატის სრულად მოხსნასთან დაკავშირებით ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.