თავის მოვლა
თმის ცვენის საწინააღმდეგო ძვირადღირებული ნიღბის იაფი ალტერნატივა
რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ: 18 თუ 60, ყველა ქალი მდიდრულ თმაზე ოცნებობს. შემოდგომაზე, როცა სუფთა ჰაერზე ნაკლებად ვსეირნობთ, მზე უფრო მეტად ანათებს, ვიდრე ათბობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თმაზე ზრუნვა. „ქარისა და ტემპერატურის ცვლილებებისგან თმის დაცვას თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური ნიღბით შეძლებთ“ – მირჩია 1 წლის წინ მეზობელმა, რომელიც უკვე წლებია ტრიქოლოგად მუშაობს.
დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი მხოლოდ 3 ინგრედიენტით. ამ ნიღბის რეცეპტი დროში გამოცდილია და ხშირად უფრო კარგ შედეგს იძლევა, ვიდრე ბევრი მაღაზიის ნიღაბი!
თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური ნიღაბი
ნიღაბში შედის კონიაკი. მისი დადებითი გავლენა დიდი ხანია ცნობილია. ნიღბები, რომლებიც კონიაკს შეიცავენ, თითოეულ თმის ღერს გაძლიერებასა და სწრაფად ზრდაში ეხმარებიან. კვერცხი ძირებს კარგად ატენიანებს და მატონიზირებელ ზემოქმედებას ახდენს. ასევე კვერცხი შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც ქერტლის გაჩენას თავიდან აგაცილებთ.
ხოლო ზეთი მოქმედებს, როგორც შემკვრელი და გამაძლიერებელი მარცვალი. ერთად ნამდვილ სასწაულს ახდენენ!
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ს/კ ზეთი
- 1 ს/კ კონიაკი
- კვერცხის გული
მომზადება:
1. მოსახერხებელ თასში ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
2. ნიღაბი ფუნჯით ან თითებით მთელ თმაზე გადაინაწილეთ. თმის ძირები არ დაგავიწყდეთ. თავზე პირსახოცი ან თავსაფარი შემოიხვიეთ, რადგან ამ შემთხვევაში სითბო თქვენი დამხმარეა, რომ ნიღბის ეფექტი გააძლიეროს.
3. ნახევარ საათში ნიღაბი თბილი წყლით და შამპუნით ჩამოიბანეთ. თავის დაბანის შემდეგ ბალზამი ან კონდიციონერი გამოიყენეთ.
თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური ნიღაბი ნამდვილად კარგად მოქმედებს და პროფესიონალურ კოსმეტიკას სერიოზულ კონკურენციას უწევს. კარგი შედეგის მისაღებად ნიღაბი თვეში 2–ჯერ გაიკეთეთ. მერწმუნეთ, უკვე 30 დღეში შეამჩნევთ, რომ თმის ცვენა მნიშვნელოვნად შემცირდება!