Connect with us

თავის მოვლა

თმის საღებავების ფერების სახელმძღვანელო, რომელიც ზეპირად უნდა ისწავლოთ

თმის შეღებვა ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში დავიწყე. მართალია, მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საღებავის ხარისხი. არადა, მასზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ნაჯერობა, არამედ გამძლეობა და თავად ელფერიც! კიდევ ერთხელ ხათაბალაში რომ არ გავბმულიყავი და ლამაზი ვარცხნილობით დიდხანს მესიამოვნა, პროფესიონალურ მოვლაზე გადავედი. ამაში საღებავი Estel Professional დამეხმარა. დღეს Alltime ამ საღებავის ყველაზე პოპულარულ ხაზებზე გიამბობთ.

საღებავი Estel Professional

Estel–ის სამყარო არის ინოვაციების და ტრადიციების, მრავალფეროვნების და ინდივიდუალური სტილის, ექსკლუზიურობის და ფუნქციურობის, ხელოვნების და მეცნიერების ერთობლიობა. ბრენდის პროდუქტები შექმნილია იმისთვის, რომ ემოციები გაჩუქოთ და სამყარო უკეთესი გახადოს – ესაა სპეციალისტების შთაგონება, რომლებიც მუდმივად რაიმე ახლის და სასარგებლოს შექმნას ცდილობენ.

პროფესიონალური საღებავი Estel Professional სტილში შემოქმედებისა და ექსპერიმენტებისთვის ათასობით შესაძლებლობას გაძლევთ. თითოეული ხაზი იდეალურად შექმნილია და კომპანიის ღირებულებებს ასახას.

De Luxe – გამძლეობა, მოვლა და მრავალმხრივი პალიტრა. პროდუქტი მკვებავი ზეთებით და B5 პროვიტამინით გაჯერებულ ფერს, ბრილიანტის ბზინვარებას და ქაშმირის სინაზეს მოგანიჭებთ. ძირითადი პალიტრა დიდებული და გამძლე ფერების შესაქმნელად 100–ზე მეტ ვარიანტს მოიცავს, ხოლო წვნიანი ფერები Extra Red შეიცავს სპეციალურ მოლეკულას Red5, რომელიც მის გამძლეობას და ნაჯერობას აძლიერებს.

High Blond 4 ტონამდე აღიავებს და გაუფერულების გარეშე ფერის შეცვლის საშუალებას გაძლევთ. High Flash უფრო კაშკაშა ფერებია, ეფექტური ექსპერიმენტებისთვის გამოგადგებათ. რეკომენდებულია ნატურალურ ბაზაზე მესამე დონის სიღრმის ტონის გამოყენება, ადრე შეღებილზე – მეოთხედან. თუ სუფთა და „გრილი“ ქერა სიყვითლის გარეშე გჭირდებათ, თქვენი საღებავია №1 – Anti-Yellow Effect.

Pastel–ის (ფირუზისფერი, ლავანდისფერი, ატმისფერი, ვარდისფერი) ვარიანტები ჰაეროვანი და მსუბუქი სტილის შესაქმნელად გამოგადგებათ. მათი დახმარებით შეძლებთ ტონირებას, გარკვეული თმის ნაწილის გამოყოფას და აქცენტის გაკეთებას. ამ ხაზში ხელმისაწვდომია მომხიბლავი Noir ელფერები და გამორჩეული გადაწყვეტილება Noir Pastel.

საღებავი Estel Professional: სხვა ხაზები

არანაირი ჭაღარა De Luxe Silver–ით! კოლექცია ჭაღარას ეფექტურად შეღებვის ელეგანტურ გადაწყვეტილებაზეა დაფუძნებული. საღებავი ღრმა, ხანგრძლივ ფერს უზრუნველყოფს. Anti-Age Color–ის ტექნოლოგიის წყალობით ჭაღარას 100%–ით ფარავს და შედეგს დიდხანს ინარჩუნებს. პანთენოლი მცენარეული ზეთებით თმას კვებავს და აძლიერებს, მას უფრო მოქნილს, აბრეშუმივით ნაზს და მბზინვარეს ხდის.

რა თქმა უნდა, შეღებვის შემდეგ თმის მოვლაზე უნდა იზრუნოთ, რადგან თავად საღებავის კომპონენტები ნაკლებად ეფექტურია. შეღებვის სხვადასხვა შესაძლებლობის გარდა Estel გთავაზობთ თმის მოვლის საშუალებებს ყველა სახის პრობლემის გადასაჭრელად.

De Luxe Sense – კრემიანი დროებითი საღებავი, ამიაკის გარეშე. ფართო პალიტრა ნაზი შეღებვისა და ტონირებისთვის არის განკუთვნილი. მოვლის ნაკრები (კერატინი, B5 პროვიტამინი, ზეთი და მცენარეული ექსტრაქტები) თმის გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს. სერიის ფარგლებში შექმნილია Extra Red–ის 4 ვარიანტი Red5 მოლეკულით: საღებავის სიკაშკაშე 30%–ით უფრო მეტია, ვიდრე ძირითად პალიტრაში.

Prima – სერია ექსპრეს გარდაქმნისთვის მხოლოდ 10 წუთში. კოლექცია სხვადასხვა ელფერებს მოიცავს, მათ შორის ქერას 5 ტრენდულ ვარიანტს. განახლება, ტონირება და ფერის შექმნა მხოლოდ 10 წუთში! პროდუქტს ქაფის კონსისტენცია აქვს, უბრალო წასმით ხარისხიან შედეგს იძლევა. საღებავს და სასარგებლო ინგრედიენტებს აერთიანებს.

Princess Essex – გამძლეობა და თმის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ფორმულა შეიცავს Vivant–ის სისტემას კერატინებით და გუარანის ექსტრაქტით, რომელიც თმის ბზინვარებასა და ელასტიურობაზეა პასუხისმგებელი. საღებავი ფართო პალიტრით საშუალებას გაძლევთ, რომ მდიდრული ფერი შექმნათ, ტონი ზუსტად დაამთხვიოთ, თმაზე იზრუნოთ და ჭაღარა ეფექტურად დაფაროთ.

S-OS კოლექცია ოთხ ტონში გაუფერეულებას არ საჭიროებს და ფერად დეტალებს მატებს – მარჯნისფერიდან და ფერფლისფერიდან არქტიკულამდე და მარგალიტისფრამდე. Extra Red დაგეხმარებათ ძირითად პალიტრაზე 25%–ით უფრო კაშკაშა ფერი შექმნათ.

Estel ქერა თმის ორიგინალური მელირებისთვის გირჩევთ ტრენდულ გადაწყვეტილებას Fashion: ვარდისფერი, იასამნისფერი, იისფერი და შროშანისფერი. გაუფერულების გარეშე ეფექტურ ფერში შეღებვის საშუალებას მოგცემთ კოლექცია Lumen: ნატურალურ ბაზაზე ტონის მესამე სიღრმიდან, შეღებილზე – მეოთხედან.

საღებავი Estel Professional: XTRO ხაზი

XTRO თამამი და ექსტრაორდინალური სწორი პიგმენტები. კოლექცია რევოლუციური და კაშკაშა გადაწყვეტილებაა ყველაზე გაბედული ექსპერიმენტებისთვის. სერია პუდრისებრი ფერების შესაქმნელად გამჭვირვალე კორექტორს შეიცავს.

პროდუქტები მუქ შეფუთვაში გრძელვადიანი ტარებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო თეთრ შეფუთვაში – სწრაფად მოსაშორებლად და იმიჯის მსუბუქი შეცვლისთვის. პიგმენტები აქტივატორებს არ უნდა შეურიოთ, სამაგიეროდ, უნიკალური ფერის მისაღებად შეგიძლიათ პიგმენტები აურიოთ. უამიაკო ფორმულა სასარგებლო მჟავებს შეიცავს და თმის ელასტიურობას და ბზინვარებას ხელს უწყობს.

რედაქციისგან

სხვა ყველაფერთან ერთად, ბრენდს წარბების და წამწამების შესაღები პროდუქტები, ასევე მამაკაცებისთვის ჭაღარის შესანიღბად საღებავი–კამუფლიაჟი Alpha Homme აქვთ. Estel Professional – მილიონი შესაძლებლობა ყველასთვის!

დარწმუნებული ვართ, რომ თქვენთვის იდეალური საშუალების შერჩევას შეძლებთ. თუ ამ ბრენდის პროდუქტებს უკვე იყენებთ, თქვენი შთაბეჭდილებები თამამად გაგვიზიარეთ.