Connect with us

ჰოროსკოპი

თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს თავისი ბედნიერი ყვავილი აქვს

თითოეული ზოდიაქოს ნიშანი გარკვეულ მცენარესთან, ყვავილთან ან მაგიურ შესაძლებლობასთან ასოცირდება.

თქვენი ბედნიერი ყვავილი პირადი სიმბოლოა, როგორც თქვენი ტოტემური ცხოველი, რომელიც ბუნებასთან გაკავშირებთ. ეს ინფორმაცია გონივრულად გამოიყენეთ, რომ მაქსიმუმი სარგებელი მიიღოთ.

თუ თქვენს ბედნიერ ყვავილზე ალერგია გაქვთ, შეგიძლიათ ალტერნატიული ვარიანტი გამოიყენოთ. ზოგიერთი ყვავილი შეიძლება შხამიანი იყოს, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ თითოეული ზოდიაქოს ნიშანი 3 დეკადად იყოფა და თითოეულს გარკვეული პლანეტა მართავს.

თუ ორი დეკადის გასაყარზე დაიბადეთ, მაშინ ორივე თქვენი ბედნიერი ყვავილია.

ვერძი: ცეცხლი, მფარველი პლანეტა – მარსი

21 – 30 მარტი, პირველი დეკადი, 0-10 გრადუსი, მფარველი პლანეტა – მარსი

ბაყაყურა

ერთ-ერთი უძველესი წმინდა მცენარე. თქვენი ბედნიერი ყვავილი თავად დედა ბუნების მიერ დალოცვილია.

30 მარტი – 9 აპრილი, მეორე დეკადი, 10-20 გრადუსი, მფარველი პლანეტა – მზე.

ტიტა

ითვლება, რომ ტიტის ბოლქვი სიყვარულს იზიდავს და შიშის და მიჯაჭვულობის მოშორებაში დაგეხმარებათ.

10 – 20 აპრილი, მესამე დეკადი, 20-30 გრადუსი, მფარველი პლანეტა – იუპიტერი

ცხრატყავა

თქვენი ბედნიერი ყვავილი წარმატებას და სიმდიდრეს გპირდებათ. ითვლება, რომ მისი სუნი ფულს იზიდავს.

კურო: მიწა, მფარველი პლანეტა – ვენერა

21 – 30 აპრილი, პირველი დეკადი, 0-10 გრადუსი, მფარველი პლანეტა – ვენერა

ვარდი

ვარდი სილამაზესთან და სიბრძნესთან არის დაკავშირებული.

1 – 10 მაისი, მეორე დეკადი, 10-20 გრადუსი, მფარველი პლანეტა – მერკური

ყაყაჩო

ამ ლამაზ წითელ ყვავილს ქალღმერთ პერსეფონესთან აკავშირებენ, რომლის დაბრუნებაც გაზაფხულის დაწყების სიმბოლოა.

11 – 21 მაისი, მესამე დეკადი, 20-30 გრადუსი, მფარველი პლანეტა – სატურნი

ფუტკარა

შესანიშნავი და განსაკუთრებული მცენარე, რომელიც ადამიანების და სულების სამყაროს აკავშირებს.

ტყუპები: ჰაერი, მფარველი პლანეტა – მერკური

22 – 31 მაისი, პირველი დეკადი, 0-10 გრადუსი, მფარველი პლანეტა – მერკური

ლავანდა

თქვენი ბედნიერი მცენარე მიზიდვის და სექსუალური აღგზნების გამოწვევის უნარით არის ცნობილი.

1 – 10 ივნისი, მეორე დეკადი, 10-20 გრადუსი, მფარველი პლანეტა – ვენერა

მირტი

მირტი სიყვარულსა და ნებისმიერ სხვა ურთიერთობაში წარმატებას და ჯადოსნურ მომენტებს იზიდავს.

11 – 21 ივნისი, მესამე დეკადი, მფარველი პლანეტა – ურანი

შროშანა

სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებას ხელს უწყობს, ასევე ექსტრასენსულ შესაძლებლობებს აძლიერებს.

კირჩხიბი: წყალი, მფარველი პლანეტა – მთვარე

22 ივნისი – 1 ივლისი, პირველი დეკადი, 0-10 გრადუსი, მფარველი პლანეტა – მთვარე

ჟასმინი

ითვლება, რომ ჟასმინი ცხოვრებაში სასურველის მიღწევას ხელს უწყობს.

2 – 12 ივლისი, მეორე დეკადი, 10-20 გრადუსი, მფარველი პლანეტა – პლუტონი

შროშანი

ფურისულასა და ჟასმინთან ერთად მთავარანგელოზი გაბრიელის წმინდა ყვავილად ითვლება. მას წყლის და მთვარის მფარველი თვისებები გააჩნია.

13 – 22 ივლისი, მესამე დეკადი, 20-30 გრადუსი, მფარველი პლანეტა – ნეპტუნი

ფურისულა

დაგეხმარებათ შინაგანი სილამაზის გამოსხივებასა და მეგობრების და საყვარლების მოზიდვაში.

ლომი: ცეცხლი, მფარველი პლანეტა – მზე

23 ივლისი – 1 აგვისტო, პირველი დეკადი, 0-10 გრადუსი, მფარველი პლანეტა – მზე

მზესუმზირა

ნეგატიურ ენერგიას დადებითში გარდაქმნის.

2 – 12 აგვისტო, მეორე დეკადი, 10-20 გრადუსი, მფარველი პლანეტა – იუპიტერი

გეორგინა

ღირსება და ელეგანტურობა – ამ ჯადოსნური ყვავილის მთავარი ელემენტებია.

13 – 23 აგვისტო, მესამე დეკადი, 20-30 გრადუსი, მფარველი პლანეტა – მარსი

ვნების ყვავილი

მზის მცენარე, რომელიც ვნებიანი შეყვარებულის მოზიდვაში და შინაგანი ვნების გაღვივებაში დაგეხმარებათ.

ქალწული: მიწა, მფარველი პლანეტა – მერკური

24 აგვისტო – 3 სექტემბერი, პირველი დეკადი, 0-10 გრადუსი, მფარველი პლანეტა – მერკური

ზამბახი

ამ ყვავილის სახელწოდება ქალღმერთ ირიდაში ამოდის. ის მამაკაცს და წარმატებას იზიდავს.

4 – 13 სექტემბერი, მეორე დეკადი, 10-20 გრადუსი, მფარველი პლანეტა – სატურნი

ხვართქლა

ქვეცნობიერთან დაკავშირებასა და იმ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ, რომელთაც თქვენი ცნობიერი პასუხს ვერ სცემს.

14 – 22 სექტემბერი, მესამე დეკადი, 20-30 გრადუსი, მფარველი პლანეტა – ვენერა

ქრიზანთემა

წინაპრებთან კავშირის დამყარებაში და მაღალი სიბრძნის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

სასწორი: ჰაერი, მფარველი პლანეტა – ვენერა

23 სექტემბერი – 3 ოქტომბერი, პირველი დეკადი, 0-10 გრადუსი, მფარველი პლანეტა – ვენერა

ნარგიზი

ჯანსაღი ცხოვრების წესს ხელს უწყობს და ჯიბეში ტარების დროს წარმატებას იზიდავს.

4 – 13 ოქტომბერი, მეორე დეკადი, 10-20 გრადუსი, მფარველი პლანეტა – ურანი.

მაგნოლია

გასაოცარი ყვავილი, რომელიც ჯადოსნურ ძალებს აღვიძებს და ნიჭებს აძლიერებს.

14 – 23 ოქტომბერი, მესამე დეკადი, 20-30 გრადუსი, მფარველი პლანეტა – მერკური

მაჩიტა

ადამიანი, რომელიც მას თან ატარებს ან ხელში უკავია, აუცილებლად სიმართლეს ამბობს.

მორიელი: წყალი, მფარველი პლანეტა – პლუტონი

24 ოქტომბერი – 2 ნოემბერი, პირველი დეკადი, 0-10 გრადუსი, მფარველი პლანეტა – პლუტონი

საათა

სიყვარულს იზიდავს, თქვენს ვნებიან მხარეს გამოამჟღავნებს და შიშის დამარცხებაში დაგეხმარებათ.

3 ნოემბერი – 12 ნოემბერი, მეორე დეკადი, 10-20 გრადუსი, მფარველი პლანეტა – ნეპტუნი

ანგელოზა

მცენარე დადებით ენერგიას იზიდავს.

13 – 22 ნოემბერი, მესამე დეკადი, 20-30 გრადუსი, მფარველი პლანეტა – მთვარე

ნარინჯი

მისი ჯადოსნური სუნი ნებისმიერს აჯადოებს. სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ, შიშს და შფოთვას მოგაშორებთ.

მშვილდოსანი: ცეცხლი, მფარველი პლანეტა – იუპიტერი

23 ნოემბერი – 2 დეკემბერი, პირველი დეკადი, 0-10 გრადუსი, მფარველი პლანეტა – იუპიტერი

ბაბუაწვერა

თქვენს ჯადოსნურ შესაძლებლობას და ხილვას გაზრდის. სურვილი ჩაიფიქრეთ და ბაბუაწვერას შეუბერეთ!

3 – 12 დეკემბერი, მეორე დეკადი, 10-20 გრადუსი, მფარველი პლანეტა – მარსი

მიხაკი

ერთ-ერთი ძლიერი ენერგიის მატარებელი ყვავილი.

13 – 21 დეკემბერი, მესამე დეკადი, 20-30 გრადუსი, მფარველი პლანეტა – მზე

იორდასალამი

ამ გასაოცარ ყვავილს წარმატება და ბედნიერება მოაქვს. ის ბედნიერებასთან ასოცირდება.

თხის რქა: მიწა, მფარველი პლანეტა – სატურნი

22 – 31 დეკემბერი, პირველი დეკადი, 0-10 გრადუსი, მფარველი პლანეტა – სატურნი

დევისპირა

სახლი, სადაც ეს ყვავილი იზრდება, ან ადამიანი, რომელიც თან ატარებს, ადამიანებს იზიდავს.

1 – 10 იანვარი, მეორე დეკადი, 10-20 გრადუსი, მფარველი პლანეტა – ვენერა

ყოჩივარდა

ჯადოსნური ყვავილი, რომელიც გარდაცვლილ ცხოვრებასთან და რეინკარნაციასთან კავშირშია.

11 – 20 იანვარი, მესამე დეკადი, 20-30 გრადუსი, მფარველი პლანეტა – მერკური

ზიზილა

ეს ყვავილი კურთხევასთან ასოცირდება, ბედნიერებას და წარმატებას იზიდავს.

მერწყული: ჰაერი, მფარველი პლანეტა – ურანი

21 – 29 იანვარი, პირველი დეკადი, 0-10 გრადუსი, მფარველი პლანეტა – ურანი

ტრილიუმი

მას ინდოელები შთაგონების მოსაზიდად იყენებენ, რაც შემოქმედების გაზრდას და გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს.

30 იანვარი – 8 თებერვალი, მეორე დეკადი, 10-20 გრადუსი, მფარველი პლანეტა – მერკური

ვერბენა

მცენარე მავნე ჩვევების მოსაშორებლად, სხეულის, გონების და სივრცის გასაწმენდად, ნეგატიური ენერგიის მოსაშორებლად ან ბოროტი ძალების გასანეიტრალებლად გამოიყენება.

9 – 18 თებერვალი, მესამე დეკადი, 20-30 გრადუსი, მფარველი პლანეტა – ვენერა

სუმბული

მისი არომატი სამყაროებს შორის ხიდად ითვლება. ის სულიერ ტრავმას კურნავს და ნამდვილ სიყვარულს იზიდავს.

თევზები: წყალი, მფარველი პლანეტა – ნეპტუნი

19 – 29 თებერვალი, პირველი დეკადი, 0-10 გრადუსი, მფარველი პლანეტა – ნეპტუნი

გულსოსანა

თუ ამ ყვავილის ფესვებს წყლით სავსე ჭიქაში ჩადებთ, ხილვას იხილავთ.

1 – 10 მარტი, მეორე დეკადი, 10-20 გრადუსი, მფარველი პლანეტა – მთვარე

დუმფარა

ნეპტუნს და მთვარეს უკავშირდება.

11 – 20 მარტი, მესამე დეკადი, 20-30 გრადუსი, მფარველი პლანეტა – პლუტონი

ია

ია სხვა სამყაროებში გადასავლელად გასაღებად ითვლება.

თქვენ თქვენი ბედნიერების ყვავილი მოგწონთ?