Connect with us

ჯანმრთელობა

თითების უნიკალური უნარი ჩვენს სხეულს კურნავს. საკუთარ თავს წამლების გარეშე დაეხმარეთ

აღმოჩნდა, რომ თქვენს თითებს თქვენივე სხეულის განკურნება შეუძლიათ. თუ სახსრები მოქნილი და მოძრავია – შინაგანი ორგანოების მდგომარეობა წესრიგშია და ყველაფერი სწორად ფუნქციონირებს. და პირიქით, თუ თითები სუსტია და მათი მოღუნვა გიჭირთ – განგაში უნდა ატეხოთ.

თუ გსურთ სხეულს მარტივად და შეუმჩნევლად დაეხმაროთ, ყოველდღე, როცა ხელებზე მკვებავ კრემს წაისვამთ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თითოეულ თითს და დაიმასაჟეთ. ეს არა მხოლოდ კრემის სწრაფად შეწოვას შეუწყობს ხელს, არამედ შინაგანი ორგანოების შესანიშნავი სტიმულატორი გახდება.

ახლახანს დასავლეთ მედიცინამ აღიარა ადამიანის სხეულში „ენერგეტიკული არხების და მერიდიანების არსებობა, რომლებიც სხვადასხვა ორგანოებს აერთიანებენ და მთელი ორგანიზმის ენერგო ინფორმაციულ ჩონჩხს ქმნიან“. მარტივად რომ ვთქვათ, თითებსა და შინაგან ორგანოებს შორის კავშირი ოფიციალურად აღიარეს!

რომელ ორგანოებზეა პასუხისმგებელი თითები

  • პირველი (ცერა თითი) – თავის ტვინი
  • მეორე (საჩვენებელი თით) – კუჭი
  • მესამე (შუა თითი) – ნაწლავები
  • მეოთხე (არათითი) – ღვიძლი
  • მეხუთე (ნეკა თითი) – გული

სამკურნალო ჰასტები

1. გულ–სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკისა და სტრესის შემდეგ დაძაბულობის მოსახსნელად.

ხელები ხელისგულებით ერთმანეთის გვერდით, მცირე დაშორებით დაიჭირეთ. შემდეგ მორიგეობით მოხარეთ თითები და ამავდროულად მაჯით წრიული მოძრაობა გააკეთეთ.

2. თავის ტკივილის, თავის სიმძიმის და გაზრდილი წნევის დროს.

თითები ერთმანეთს ზემოდან დაადეთ: მეოთხეს მეხუთე, მესამეს მეოთხე და ა.შ. შემდეგ ეს ვარჯიში უკუ მიმართულებით შეასრულეთ. ეს ერთდროულად ორივე ხელით უნდა გააკეთოთ.

3. ყურის დაავადების და სმენის დაქვეითების დროს

შუა თითი მოხარეთ ისე, რომ თითის ბალიში ცერა თითის საფუძველს ეხებოდეს, ცერა თითი კი მოხრილ შუა თითს დაადეთ.

დანარჩენი თითები გამართული უნდა გქონდეთ, მაგრამ არა დაჭიმული. თითები ამ პოზაში 2-3 წუთით გააჩერეთ. ვარჯიში რამდენჯერმე გაიმეორეთ.

4. რადიკულიტის, რევმატიზმის, ხერხემლის და სახსრების ტკივილის დროს.

საჩვენებელი თითი მოხარეთ ისე, რომ თითის ბალიში ცერა თითის საფუძველს ეხებოდეს. ცერა თითით საჩვენებელ თითს მსუბუქად დააჭირეთ.

დანარჩენი თითები გამართეთ და მოადუნეთ. 10-15 წუთით შეასრულეთ და ვარჯიშის შესრულებიდან უკვე რამდენიმე საათში ტკივილი შემცირდება.

5. სურდოს დაავადების, ხველის, ჰაიმორიტის, პნევმონიის დროს.

იმუნური სისტემა რომ გაააქტიუროთ, ხელისგულები ერთმანეთს მიადეთ, თითები გადააჯვარედინეთ. ერთი ხელის ცერა თითი დატოვეთ და მის ირგვლივ საჩვენებელი და ცერა თითით რგოლი გააკეთეთ.

6. გულის არეში მწვავე ტკივილის დროს, სანამ ექიმი მოვა.

საჩვენებელი თითი მოხარეთ ისე, რომ ის თითის ბალიშით ცერა თითის ბოლო ფალაგანს ეხებოდეს. ამასთან არათითის, შუა თითის და ცერა თითის ბალიშები შეაერთეთ, ნეკა თითი გამართული დატოვეთ.

ეს ვარჯიში ერთდროულად ორივე ხელით გააკეთეთ, სანამ ტკივილი არ გაქრება. ეს ჰასტი ისე მოქმედებს, როგორც ნიტროგლიცერინის აბები.

7. სწრაფი დაღლის, გაღიზიანების და მხედველობის დაქვეითების დროს.

ნეკა თითის, არათითის და ცერა თითის ბალიშები შეაერთეთ, დანარჩენი თავისუფლად გამართეთ. ამ ვარჯიშის რეგულარული შესრულება არა მხოლოდ თვალს კურნავს, არამედ განწყობას აუმჯობესებს.

8. თუ ძლიერი ემოციური გაოგნების შემდეგ სწრაფად დამშვიდება გსურთ.

ორივე ხელის პირველი და მეორე ან პირველი და მესამე თითები შეაერთეთ, შემდეგ რამდენჯერმე მშვიდად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ეს ჰასტა შინაგან კონცენტრაციას ხელს უწყობს.

9. კუჭის, ნაწლავების ანთების, ღვიძლის დაავადების, შებერილობის და კოლიკის დროს.

მარჯვენა ხელის ნეკა თითი მოხარეთ ისე, რომ ის ცერა თითის საფუძველს ეხებოდეს, ხოლო ცერა თითით ნეკა თითს ოდნავ დააწექით.

მარცხენა ხელით მარჯვენა ხელი დაიჭირეთ ისე, რომ მარცხენა ხელის ცერა თითი მარჯვენა ხელის ცერა თითზე მდებარეობდეს.

10. მადის აღსადგენად

ცერა თითები ერთმანეთს მიადეთ, დანარჩენი თითები გადააჯვარედინეთ და ისე მოხარეთ, რომ ხელისგულის შიგნით მდებარეობდეს.

მკურნალობის და პროფილაქტიკის მიზნით ვარჯიში დღეში 2-3-ჯერ, 15 წუთით შეასრულეთ. შემდეგ ყველა თითი კარგად დაიმასაჟეთ.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლურ მედიცინაში ჩადებულმა სიბრძნემ დასავლეთ მედიცინაში დადასტურება მოიპოვა. მდგომარეობის გასაუმჯობესებელი მარტივი რჩევები მეგობრებს გაუზიარეთ  და რამდენიმე ვარჯიშის დამოუკიდებლად შესრულება სცადეთ. დარწმუნდით, რომ თქვენს ორგანიზმს დამოუკიდებლად განკურნება შეუძლია!