Connect with us

სხვა

თექის სათამაშოები საკუთარი ხელით

ამ სტატიაში თექისგან სათამაშოების დამზადების რამდენიმე იდეას შემოგთავაზებთ, ისინი სახლის გასალამაზებლად ან უბრალოდ ბავშვების გასხარებლად გამოგადგებათ.

1. თქვენი ბავშვი ნამდვილად დააფასებს ასეთ საყვარელ სათამაშოს.

2. ნაძვის ხის მორთვა დიდი რიტუალია. ყოველ წელს მის დიზაინში სიახლის შეტანა გვსურს.


ერთ-ერთი ცვლილება თექის სათმაშოები იქნება. ისინი შუშისა და კერამიკულ სათამაშოებთან ერთად – ნაძვის ხეს განსაკუთრებულ შარმს მისცემენ.

3. ასეთი ვარდისფერი ლამა ძალან მარტივი დასამზადებელია და მის დამზადებას ბავშვთან ერთადაც შეძლებთ. ბავშვი თქვენთან ერთად სათამაშოს დამზადების მომენტს მომავალშიც გაიხსენებს და ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვობის მოგონება იქნება.

იმისთვის, რომ სათამაშო საყვარელი და მაქსიმალურად ცოცხალი გამოვიდეს, აუცილებელია ის რამით შევავსოთ, მაგალითად სინტეფონით. დეტალების შეერთების ადგილები ხელით გააკეთეთ, ძაფი თექის ფერში აარჩიეთ, თუმცა კონტრასტული ფერის ძაფის გამოყენებაც საინტერესო იქნება.

4. თექისგან პატარა, დეკორატიული ნაძვის ხის გაკეთებაც შეიძლება. ასეთი სათამაშო განსაკუთრებით პატარა ბავშვებს გაუხარდებათ. ასეთი სათამაშოს გასაკეთებლად უნდა ამოჭრათ მუქი მწვანე ფერის თექის ორი საშუალო ზომის სამკუთხედი და ნათელი ფერის ღილებით მორთოთ ისინი.

მოცემული ელემენტები ქსოვილს უნდა მიაკეროთ რაც შეიძლება ღია კონტრასტული ძაფებით (წითელი, ცისფერი, ლურჯი, ყვითელი). ამასთანავე მომავალი ნაძვის ხის სათამაშო სპეციალური შიგთავსით გამოტენეთ.

5. სხვადასხვა ზომისა და ფორმის სათამაშოების დასამზადებლად რამდენიმე ნაჭერი თექა დაგჭირდებათ. აჯობებს საშუალო სიმაგრის მასალა აარჩიოთ, ის ნაკლებად იხევა და კარგად ინარჩუნებს ფორმას. თექის გარდა დაგჭირდებათ: მაკრატელი, სახაზავი, ნემსი და სხადასხვა ფერის ძაფები.

მუშაობის დაწყებამდე წინასწარ მოამზადეთ სათამაშოს დეტალები. შემდეგ დააკერეთ სათამაშოს ნაწილები, გამოტენეთ სინტეფონით და მიამაგრეთ ერთმანეთს. აუცილებლობის შემთხვევაში თვალების ნაცვლად ღილები მიაკერეთ.

6. კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეა:

7. თექა იდეალურია საყვარელი სათამაშოებისა და ინტერიერის დეკორაციების დამზადებისთვის. მასთნა მუშაობა იოლია, არაჩვეულებრივად იჭრება და წებდება და არც ისე ძვირია.


გარდა იმისა, რომ თექისგან დამზადებული საახალწლო სათამაშოები თქვენს სახლს გაალამაზაებს, ეს ლამაზი ნივთები ორიგინალური საჩუქარი იქნება მეგობრებისა და კოლეგებისთვის.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.