ჯანმრთელობა
თესლებს და კურკებს თქვენი ორგანიზმისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ
ზაფხული ხილის სეზონია და შეგვიძლია ნაზი გარგარით, წვნიანი ყურძნით და ტკბილი ბროწეულით სიამოვნება მივიღოთ.
ეს ხილი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლო თვისებების ნამდვილ საწყობს წარმოადგენს, რომელსაც ბევრ უსიამოვნებასთან გამკლავება შეუძლია.
გარგარის კურკა, უფრო სწორად მათში მდებარე ბირთვი ძალიან ღირებულ B17 ვიტამინს შეიცავს.
გარგარის კურკები
ხანგრძლივმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ვიტამინს ყველაზე ძლიერი დაავადების დამარცხებაც შეუძლია. თუ გარგარის სეზონზე ყოველდღე რამდენიმე კურკის ბირთვს მიირთმევთ, ყველაზე სახიფათო უსიამოვნების წინააღმდეგ შესანიშნავი იმუნიტეტი გექნებათ.
ყველაზე ჩვეულებრივი ყურძნის წიპწა ბევრ სასარგებლო კომპონენტს, მათ შორის ჭარბი რაოდენობით E ვიტამინს შეიცავს. ამ ელემენტის მაღალი რაოდენობა კანის ჯანმრთელობას მხარს უჭერს.
ყურძნის წიპწები
ყურძნის წიპწებისგან მომზადებული ექსტრაქტი გულის დაავადების, გაზრდილი არტერიული წნევის და ქოლესტერინის მაღალი დონის წინააღმდეგ შესანიშნავი საპროფილაქტიკო საშუალება იქნება.
სხვადასხვა სახის ანთებითი პროცესების მოშორებას ფენოლის ფისის დახმარებით შეძლებთ, რომელსაც ყურძნის წიპწა დიდი რაოდენობით შეიცავს.
ბროწეულის მარცვლები ანტიოქსიდანტების შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს.
ბროწეული
ამ კომპონენტების წყალობით ორგანიზმი თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან დაცულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ნაადრევი სიბერისგან დაცულია.
ბროწეულის ღია მოწითალო ფერის შემხედვარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის სისხლისთვის სასარგებლოა. ბროწეულის მარცვლები სისხლში ჟანგბადის რაოდენობას ზრდის და თრომბის წარმოქმნას ხელს უშლის. მარცვლები C ვიტამინს, კალიუმს და უჯრედისს შეიცავს.
კურკების გარდა სხვადასხვა სახის თესლი წარმოუდგენლად სასარგებლოა.
მაგალითად, გოგრის თესლი ორგანიზმს პროტეინებით და A ვიტამინით ამარაგებს.
გოგრის თესლი
მასში შემავალი ელ-ტრიპტოფანი დეპრესიას და ცუდ განწყობას უმკლავდება. თესლი თირკმლებში ქვების წარმოქმნას ხელს უშლის.
სელის თესლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის სასარგებლოა.
სელის თესლი
ის მადას აქვეითებს და წონის შემცირებას ხელს უწყობს. ლინოლენური მჟავა ანთებითი პროცესების წარმოქმნას ხელს უშლის. სელის თესლი ძლიერ ანტიოქსიდანტებს, ლიგნანებს შეიცავს, რომელიც ჰორმონალურ ბალანსს არეგულირებს. დიდი რაოდენობით უჯრედისის წყალობით საჭმლის მონელების პროცესი უმჯობესდება.
აი, ასეთი სარგებლის მოტანა კურკებს და თესლებს ჩვენი ჯანმრთელობისთვის! თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.