საკითხავი
თეთრეულის და პირსახოცის რეცხვის წესები, რომლის შესახებ ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს
ხშირად დიასახლისები ჭუჭყიან ნივთებს მხოლოდ ფერების მიხედვით ახარისხებენ და ქსოვილის მასალას და სხვა ფაქტორებს ყურადღებას არ აქცევენ. Аlltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ ხაოიანი პირსახოცი და თეთრეული ერთად არ გარეცხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარეცხი მანქანა მიკრობების გამრავლების ადგილი შეიძლება გახდეს.
ჭუჭყიანი ნივთების დახარისხებისას არა მხოლოდ ფერი, არამედ სხვა ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინოთ. პირსახოცს და თეთრეულს გასარეცხად სხვადასხვა ტემპერატურის რეჟიმი სჭირდებათ. გიამბობთ, კიდევ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.
თეთრეულის და პირსახოცის რეცხვის წესები
ჩვეულებრივ, ნატურალური მასალის ქსოვილების ერთად გარეცხვა დასაშვებია, მაგრამ ერთი პირობით: ნივთს ადამიანის სხეულთან პირდაპირი კონტაქტი არ უნდა ჰქონდეს. მაგალითად, პლედი და გადასაფარებელი, სუფრა და სამზარეულოს პირსახოცი ერთად შეგიძლიათ გარეცხოთ. სხვა ნივთების შემთხვევაში სიფრთხილე გმართებთ. თუ თეთრეულის და პირსახოცის ერთად გარეცხვას აპირებთ, დაიცავით წესები:
ტემპერატურის რეჟიმი
პირსახოცის და თეთრეულის იარლიყებს დააკვირდით. თუ ტემპერატურის ერთნაირი რეჟიმი სჭირდებათ, ერთად გარეცხეთ. თუ განსხვავდება, 60 გრადუსამდე ტემპერატურა აირჩიეთ ან ცალკე გარეცხეთ. მასალა და ფერიც გასათვალისწინებელია. აბრეშუმი და ბეწვი მგრძნობიარე მასალებია, რომლებიც ცივ წყალში (30 გრადუსზე) უნდა გაირეცხოს.
რეცხვის რეჟიმი
დელიკატური ქსოვილის თეთრეულისთვის ნაზი რეცხვის რეჟიმი დაგჭირდებათ. ეს რეჟიმი კი ხაოიანი პირსახოცისთვის შეუფერებელია. პირსახოცი უნდა გარეცხოთ „ბამბის“რეჟიმზე ან „ბამბის“ რეჟიმზე, რომელსაც ჩალბობის ფუნქციაც აქვს.
თეთრეულის და პირსახოცის ერთად გარეცხვა არ შეიძლება
თუ თეთრეულს და პირსახოცს ერთად რეცხავთ, რამდენიმე დეტალს ყურადღება მიაქციეთ:
მასალა
ერთი და იმავე მასალისგან დამზადებული თეთრეული და პირსახოცი შეგიძლიათ ერთად გარეცხოთ. სელის თეთრეულის და ნატურალური ქსოვილის პირსახოცის ერთად გარეცხვა შეიძლება. აბრეშუმის თეთრეული კი ცალკე გარეცხეთ.
ფერი
ნივთები ფერების მიხედვით სწორად დაახარისხეთ. ერთი მუქი ნივთი დანარჩენ ღია ნივთებს გაგიფუჭებთ და შეგიღებავთ. ფერები შეიძლება შერეული იყოს. თეთრეული წითელი დეტალებით თეთრ პირსახოცთან ერთად არ გარეცხოთ. ასე პირსახოცი ღია ვარდისფერი გახდება და ჩვარად თუ გამოგადგებათ. პატარა დეტალებსაც ყურადღება მიაქციეთ.
მოსალოდნელი უსიამოვნებები:
- ბაქტერიები. ბამბის თეთრეული და პირსახოცი დაბალ ტემპერატურაზე არ გარეცხოთ. ასე მიკრობები და ბაქტერიები, მათ შორის ოქროსფერი სტაფილოკოკი შეიძლება გავრცელდეს. ბონის უნივერსიტეტში კვლევაც ჩაატარეს, რომელიც ადასტურებს, რომ დაბალ ტემპერატურაზე რეცხვისას ინფექციები ხშირად ვრცელდება.
- ბუსუსები. თუ ახალ პირსახოცს თეთრეულთან ერთად გარეცხავთ, თეთრეულზე ბუსუსები გადავა და მისი მოშორება გაგიჭირდებათ. როგორც მინიმუმ, ახალი პირსახოცი ორჯერ მაინც ცალკე გარეცხეთ.
- მასალა მცირდება. ადრე თეთრეულს და პირსახოცს სელის ან ბამბის ქსოვილისგან კერავდნენ. ასეთი ქსოვილები 60-90 გრადუსზე უნდა გაირეცხოს. ახლა ბევრი თეთრეული სინთეტიკურ მასალებს შეიცავს. ასეთი ნივთები ცალკე უნდა გარეცხოთ.
- ფერის დაკარგვა. თუ პირსახოცებს და თეთრეულს ერთად ხშირად რეცხავთ, ნივთები სწრაფად გაყვითლდება და ფერს დაკარგავს. მიზეზი რეცხვისას ქსოვილების ინტენსიური ხახუნია.
- ნივთები იბურდება. დოლურა არ გადატვირთოთ. ცოტა ადგილი დატოვეთ, რომ ნივთები არ დაიჭმუჭნოს და აიბურდოს. ასე სველი საბნის გამოსაკრავის გაშლაზე არ იწვალებთ.
ჰიგიენის წესები არ დაგავიწყდეთ. არ გირჩევთ, რომ ფეხის პირსახოცი და ბალიშისპირი ერთად გარეცხოთ და მნიშვნელობა არ აქვს, რომ ორივე ერთი მასალისგან დამზადებულია.