საკითხავი
თეთრებად ღირებულ ამ საშუალებას ხალიჩიდან მთელი ჭუჭყი და სიბინძურე ამოაქვს. დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი
როგორი სახლის ინტერიერიც არ უნდა გქონდეთ ერთი ელემენტი მას უფრო კომფორტულს და მყუდროს გახდის. ბევრი არ იფიქროთ, მაღალი და სქელ საოიანი ხალიჩა გაფინეთ, რომ ყოველ ჯერზე ხალიჩაზე გავლის დროს ფეხები მასში ეფლობოდეს. ზოგიერთი ამ იდილიაში მინუსის ნახვას ახერხებს – დალაგება. დიახ, ასეთი ხალიჩის გაწმენდა მარტივი და იაფი სიამოვნება არაა, თუ პროფესიონალებს გამოიძახებთ. თუ…
სხვა გზით წადით. მოამზადეთ ნარევი, რომელიც ხალიჩიდან მთელ ჭუჭყს ამოიღებს. არანაირი ქიმიური კომპონენტები არ დაგჭირდებათ, მხოლოდ ის, რაც სამზარეულოში გაქვთ. რამდენიმე საბაზო პროდუქტი შეურიეთ, ხალიჩას წაუსვით, 20 წუთით გააჩერეთ და მტვერსასრუტით გაწმინდეთ. გენერალური დალაგების დროს გამოიყენეთ და ჭუჭყზე ფიქრს ერთი თვით დაივიწყებთ.
3 მეთოდი ხალიჩის გასაწმენდად
იმის თქმა, რომ ერთი მეორეზე უფრო ეფექტურია შეცდომა იქნებოდა. შეგიძლიათ ყოველ ჯერზე სხვადასხვა მეთოდი სცადოთ და აირჩიოთ ის, რომელიც შეესაბამება ყველა პარამეტრით: ხალიჩის ფერი, დაბინძურების ტიპი, მოსალოდნელი შედეგი.
1. მარილი და სოდა
ჩვეულებრივი სოდის და მარილის ნარევი ჭუჭყიანი ადგილს (ლაქა) წაუსვით. 20 წუთით გააჩერეთ და შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ეს საშუალება მცირე ზომის ცხიმიან ლაქებს შესანიშნავად ებრძვის. მას ეფექტურობის და უსაფრთხოების გამო ირჩევენ.
2. ძმარი
20 მლ სუფრის ძმარი 1 ლ წყალში გახსენით. ხსნარში სუფთა ჩვარი დაასველეთ და ხალიჩას წაუსვით. 20 წუთით გააჩერეთ, შემდეგ უკვე ხალიჩა მშრალი ჩვრით გაწმინდეთ. ამის შემდეგ კი საქმეში მტვერსასრუტი ჩართეთ. ასე ხალიჩას პირვანდელ სახეს დაუბრუნებთ.
3. დაყენებული ჩაი
მუქი ხალიჩების შეგიძლიათ გაწმინდოთ, მაგრამ ღია ფერის საწმენდი საშუალებები მასზე ლაქებს ტოვებს. სწორედ ამიტომ დაყენებული ჩაი გამოიყენეთ. ჩაი მოადუღეთ და გადაწურეთ. შემდეგ ხალიჩის დაბინძურებულ ნაწილს მოაყარეთ და მის გაშრობას დაელოდეთ. ბოლოს მტვერსასრუტით გაწმინდეთ.
გირჩევთ, უხეში ჯაგრისის გამოყენებაზე უარი თქვათ. ის არა მხოლოდ ხალიჩის სტრუქტურას აზიანებს, არამედ მოშორების ნაცვლად ლაქას კიდევ უფრო ზრდის. ხალიჩის გასაწმენდად რბილი ჯაგრისი გამოიყენეთ და მხოლოდ საოს ზრდის მიმართულებით იმოძრავეთ.
როგორც ხედავთ, დასუფთავება შეიძლება იყოს არა ქიმიური, იაფი და მარტივი, ხოლო შედეგი აღფრთოვანების გამომწვევი. თქვენ მიერ მოწონებული მეთოდი გენერალური დალაგების დროს აირჩიეთ. თუ სტატია თქვენთვის ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.