ჯანმრთელობა
თეთრებად ღირებული ელექსირი, რომელიც კანს დაბერებისგან იცავს. ნაოჭები მალევე გაქრება
E ვიტამინი, იგივე ტოკოფეროლი – ცხიმში ხსნადი ძლიერი ანტიოქსიდანტი. ხშირად მას ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სილამაზის ვიტამინად მოიხსენიებენ. ტოკოფეროლი აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს გულს, თავიდან გვარიდებს უნაყოფობას, ნაადრევ დაბერებასა და კიბოს ზოგიერთ სახებოასაც კი.
თუ გსურთ, ლამაზი კანი და თმა გქონდეთ, მიიღეთ E ვიტამინი ყოველდღიურად. მას საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ზეითუნისა და ქოქოსის ზეთი, ისპანახი, ავოკადო, მზესუმზირის თესლი, თხილეული და გაღვივებული მარცვლები. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმისთვის E ვიტამინის დღიური ნორმა სხეულის მასის ყოველ ერთი კილოგრამზე 0,3 მილიგრამია, ხოლო ბავშვებისთვის – 0,5 მგ ყოველ 1 კილოგრამზე.
დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითრობთ E ვიტამინის სასარგებლო თვისებების შესახებ. თუ გსურთ მუდამ ახალგაზრდად, ლამაზად და მხნედ გამოიყურებოდეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია.
E ვიტამინის 5 სასარგებლო თვისება
1. სტიმულირებს თმის ზრდის პროცესს
ანტიოქსიდანტური თვისებების ხარჯზე, ტოკოფეროლი აღადგენს თმის დაზიანებულ ფოლიკულებს, ატენიანებს მას და გვიცავს ნაადრევი გაჭაღარავებისგან.
თმის ზრდის მასტიმულირებელი ნიღბის დასამზადებლად, აფთიაქში შეძენილი E ვიტამინის 2 კაფსულა ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზ შემთბარ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთში. მიღებული ნარევი შეიზილეთ თავის კანზე ნელი წრიული მოძრაობებით, დაიტოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით და შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნის გამოყენებით. თმის გასაჯანსაღებლად რეკომენდებულია ამ პროცედურის ჩატარება კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ.
2. გვაშორებს ნაწიბურებსა და ნაიარებს
E ვიტამინი არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს და აჩქარებს ჭრილობების, იარებისა და ნაწიბურების შეხორცების პროცესს. ამ შედეგის მისაღწევად, აფთიაქში შეძენილი კაფსულა გახვრიტეთ ნემსით და მისი თხევადი შიგთავსი წაისვით უშუალოდ კანის დაზიანებულ ზედაპირზე. თითის ბალიშებით იკეთეთ მსუბუქი მასაჟი 5-10 წუთის განმავლობაში. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით. პროცედურა უნდა ჩიატაროთ დღეში 2-ჯერ პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე.
3. აგლუვებს ნაოჭებს
ტოკოფეროლი ეფექტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნაოჭების, ასაკობრივი ლაქებისა და დაბერების სხვა ნიშნების წინააღმდეგ საბრძოლველად. E ვიტამინი იცავს ჩვენს კანს ულტრაიისფერი სხივებისა და თავისუფალი რადიკალების მავნე ზეგავლენისგან. გარდა ამისა, ის ზრდის კოლაგენის გამომუშავებას, რის შედეგადაც ჩვენი კანი კიდევ უფრო მტკიცე და ელასტიკური ხდება.
E ვიტამინის კაფსულა გახვრიტეთ ნემსით და მისი შიგთავსი წაისვით სახის კანზე დაძინების წინ. დაიტოვეთ სამოქმედოდ მთელი ღამით, ხოლო დილით, გაღვიძებისთანავე კარგად დაიბანეთ სახე თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა რეგულარულად, რათა თქვენი კანი მუდამ შეუდარებლად გამოიყურებოდეს.
4. კურნავს კანის ჰიპერპიგმენტაციას
E ვიტამინის დახმარებით მარტივად არის შესაძლებელი მუქი ლაქების მოშორება სხეულის პრაქტიკულად ყველა ნაწილიდან. შეურიეთ ტოკოფეროლის 1 ან 2 კაფსულა 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთში, მიღებული ნარევი წაისვით კანის შესაბამის მონაკვეთზე დაძინების წინ და ჩამოიბანეთ შემდეგ დილას. ლაქების მოსაშორებლად ეს საშუალება უნდა გამოიყენოთ ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში.
5. არბილებს ხელების კანს
E ვიტამინი ძვირადღირებული კოსმეტიკური კრემების არაჩვეულებრივი ალტერნატივაა. ის ატენიანებს კანს, არბილებს მას, უბრუნებს ელასტიკურობასა და სიმტკიცეს. როგორც მოგეხსენებათ, სიბერის პირველი ნიშნები სწორედ ხელებზე იჩენს თავს, რაც თითოეულ ქალბატონს ძალიან დიდ დისკომფორტს გვიქმნის. ხელების კანი მუდამ ლამაზად და ახალგაზრდად რომ გამოიყურებოდეს, ჩაამატეთ 1 კაფსულა ტოკოფეროლი სხეულის ლოსიონში და პერიოდულად კარგად შეიზილეთ ის ხელებზე.
არსებობს კიდევ ერთი ძალიან ეფექტური მეთოდი, რომელიც ხელების კანის ახალგაზრდობას გვინარჩუნებს. E ვიტამინის ორი კაფსულა დახვრიტეთ ნემსით და მისი შიგთავსი ჩაამატეთ 1 ლიმონისა წვენისა და მცირეოდენი თაფლის ნარევში. მოათავსეთ თქვენი ხელები ამ საშუალებაში 10-15 წუთით, შემდეგ შეიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
E ვიტმაინი მართლაც რომ ჩემი საუკეთესო დამხმარება, როდესაც საუბარი ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებას ეხება. უკვე არაერთი წელია ამ საშუალებას პირადად ვიყენებ და ჩემს კმაყოფილებას საზღვარი არ აქვს. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!