Connect with us

ჯანმრთელობა

თაფლს პლუს სელის თესლი – სუფთა სახის სიამოვნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის, რომელსაც დღემდე ვემადლიერები

თაფლისა და სელის თესლის ნარევით უჩვეულო დეტოქს პროგრამის ჩატარებას გთავაზობთ. ამ პროდუქტების ნარევი ნაწლავებს წმენდს, სისხლძარღვებს და იმუნიტეტს აძლიერებს.

მსხვილი ნაწლავი საკვები მასიდან წყალსა და ელექტროლიტებს შთანთქავს და განავალს ქმნის, შემდეგ კი გარეთ გამოაქვს. როცა მასში ბევრი წიდებია, მისი მოძრაობა ნელდება.

სელის თესლის გაწმენდა

თაფლში განსაკუთრებული ფერმენტები შედის, რომლებიც ცხიმების სწორად დაშლას ხელს უწყობს. ის ვიტამინების მარაგს ავსებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს, ასევე ანტისტრესული თვისებები გააჩნია. თუ მას ღამით შეჭამთ, ის ნერვულ სისტემას დაამშვიდებს და ძილს გააუმჯობესებს.

თაფლი ბუნებით შესანიშნავი ანტიბაქტერიული და იმუნუსტიმულაციური პროდუქტია. მასში შედის სუფთა გლუკოზა, B ჯგუფის ვიტამინები, E და K ვიტამინი, კაროტინი და ფოლიუმის მჟავა.

სელის თესლი შეუცვლელი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის წყაროა. მის უჯერ ცხიმოვან მჟავებს ორგანიზმიდან ტოქსინები, ქოლესტერინი და კანცეროგენი გამოაქვს. სელი შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც გასტროენტერიტის, ალერგიის, ათეროსკლეროზის, ყაბზობის და ორგანიზმში ტოქსინების დროს დაგეხმარებათ. ასევე ბევრ უჯრედის და აქტიურ მჟავას შეიცავს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს.

თესლში დიდი რაოდენობით ფიტოესტროგენი და სელენი შედის, რომლებიც ქალური ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან კლიმაქსის ნიშნებს ამსუბუქებს. ასევე ლიგნანები, ნატურალური ჰორმონები, მკერდის სიმსივნის გამომწვევი ცუდი ესტროგენების მოქმედებს ბლოკავს.

მსხვილი ნაწლავის კედლები დღეში 2-დან 3 ლიტრამდე წყალს, ასევე საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებებს იწოვს. ამ ფუნქციის დარღვევის მთავარი მიზეზი საკვები ნარჩენების დაგროვებაა. პრობლების ნიშნები შეიძლება იყოს ყაბზობა, თავის ტკივილი, მკერდის წვა, ჭარბი ოფლიანობა, აპათია, უსიამოვნო სუნი პირის ღრუში და კანის არაჯანსაღი ფერი.

სელის თესლითა და თაფლით ნაწლავების გაწმენდა ორჯერ უფრო ეფექტური იქნება. დეტოქს-კოქტეილი მოამზადეთ: 1 მწვანე ვაშლი, 1 ს/კ სელის თესლი, 1 ს/კ თაფლი, 1 ჭიქა წყალი დააბლენდერეთ. კოქტეილი ყოველ მეორე დღის საუზმის წინ მთელი თვის განმავლობაში მიიღეთ.

ვისაც ცუდი მდგომარეობა აქვთ, სჯობს მხოლოდ სელის თესლი გამოიყენონ. სელის თესლით ორგანიზმის გაწმენდა უფრო ნელა, მაგრამ კუჭის გაღიზიანების გარეშე ჩაივლის.

1 ს/კ სელის თესლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. მას შემდეგ რაც გაფუვდება და ლორწოვანი გარსით დაიფარება, ხოლო წყალი გაგრილდება, შეგიძლიათ 1 ს/კ თაფლი დაუმატოთ. ყოველ მეორე დღეს მიიღეთ, ხოლო ორი კვირის შემდეგ კოქტეილის პირველ ვარიანტზე გადადით.

კიდევ ორი კვირის შემდეგ წყალი კეფირით ან ნატურალური იოგურტით ჩაანაცვლეთ, რომ ნაწლავების მიკროფლორა სასარგებლო ბიფიდობაქტერიებით აავსოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.