Connect with us

ჯანმრთელობა

თაფლის სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა დაავადებას კურნავს

ადამიანები, რომლებმაც თაფლის სასარგებლო თვისებების შესახებ, მის რეგულარულად მიღებას ცდილობენ. დღეს თაფლის თვისებების შესახებ დეტალურად გიამბობთ, ასევე გეტყვით, თუ რომელ შემთხვევაში მოგიტანთ სარგებელს და როდის არის საზიანო.

აკაციის თაფლი

განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის, ასევე თირკმლების და საშარდე გზების დაავადების დროს.

მდოგვის თაფლი

სასუნთქი გზების დაავადების დროს სასარგებლოა. ასევე შარდმდენ საშუალებად იყენებენ.

წიწიბურას თაფლი

წიწიბურას თაფლი ბევრ რკინას და ცილას შეიცავს. ის სისხლძარღვებს წმენდს, დაზიანებული ქსოვილების აღდგენას ხელს უწყობს და ჰემოგლობინის დონეს ზრდის.

მისი მიღება რეკომენდებულია ორსულებისთვის, ასევე გაზრდილი მჟავიანობის მქონე ქრონიკული გასტრიტის დროს.

წაბლის თაფლი

წაბლის თაფლი კუჭ-ნაწლავის და თირკმლის დაავადებების დროს დაგეხმარებათ. ის სისხლძარღვებს და იმუნიტეტს აძლიერებს.

კვიპროსის თაფლი

კვიპროსის თაფლი კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს სასარგებლოა. 2-3 ს/კ თაფლი 1 ჭიქა წყალში გახსნილი კარგია უძილობის და თავის ტკივილის დროს. უძველესი დროიდან, კვიპროსის თაფლს აბაზანისთვის იყენებდნენ. მთელ სხეულზე უნდა წაისვათ და შემდეგ ჩამოიბანოთ.

სამყურას თაფლი

სამყურას თაფლი კარგია გინეკოლოგიური დაავადებების, ბუასილის და ასთენიის დროს. მას შარდმდენი და ამოსახველებელი მოქმედება გააჩნია.

ცაცხვის თაფლი

ცაცხვის თაფლი რეკომენდებულია სურდოს და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს. დაგეხმარებათ ღვიძლის და თირკმლის მკურნალობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთების დროს და გულის კუნთების გასაძლიერებლად.

მდელოს თაფლი

მდელოს თაფლს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. მისი მიღება რეკომენდებულია თავის ტკივილის, კუჭის ტკივილის, გულისცემის გახშირების, უძილობის და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს.

მზესუმზირას თაფლი

სასარგებლოა გულის დაავადების, ბრონქული ასთმის, ოსტეოქონდროზის, ნევრალგიის, განსაკუთრებით სურდოს დროს. ზოგადი გამაძლიერებელი მოქმედება გააჩნია.

დარიჩინის თაფლთან ერთად გამოყენება

კანის პრობლემის დროს

მოამზადეთ ნარევი: თაფლი და დარიჩინი თანაბარი პროპორციით აურიეთ და პრობლემურ ზონაზე წაისვით. ეგზემას, სოკოს და კანის ყველა დაავადებას კურნავს.

აკნეს სამკურნალოდ

1 ჩ/კ დარიჩინს 3 ს/კ თაფლი დაუმატეთ და აკნეზე დილა-საღამოს წაისვით. თბილი წყლით ჩამოიბანეთ. 2 კვირა გამოიყენეთ და კანი გაიწმინდება.

კბილის ტკივილის დროს

თაფლი და დარიჩინი (5:1) აურიეთ და მტკივნეულ კბილზე წაისვით.

სუნთქვის გასაახლებლად

1 ჭიქა წყალში 1 ჩ/კ თაფლი და დარიჩინი გახსენით. პირის ღრუ გამოივლეთ. სასიამოვნო სუნი მთელი დღე შენარჩუნდება.

გულის დაავადების დროს და ქოლესტერინის დონის შესამცირებლად

2 ჩ/კ თაფლი 2 ჩ/კ დაფქულ დარიჩინთან ერთად 2 ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ. დღეში 3-ჯერ მიიღეთ. რეცეპტი ინსულტის, ინფარქტის პროფილაქტიკისთვის, ქოშინის შესამცირებლად და გულის ცემის დასარეგულირებლად გამოგადგებათ.

ართრიტის დროს

1 ჭიქა თბილ წყალში 2 ს/კ თაფლი და 1 ჩ/კ დარიჩინი დაუმატეთ. დილა-საღამოს ნახევარი ჭიქა დალიეთ. თუ ამას რეგულარულად გააკეთებთ, ქრონიკულ ართრიტსაც მოიშორებთ.

კუჭის დაავადებების დროს

დარიჩინ მოყრილი თაფლის ჭამა სასარგებლოა. ჭამის წინ მიიღეთ. კუჭის წყლულს ახორცებს, საჭმლის მონელებას ხელს უწყობს და გაზის წარმოქმნას ამცირებს.

სურდოს და გრიპის დროს

1 ს/კ თაფლი 1/3 ჩ/კ დარიჩინს დაუმატეთ და 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. დღეში 3-ჯერ 1/3 ჭიქა დალიეთ. გრიპის დროს ნარევს შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი შავი წიწაკა დაუმატოთ. 1 ს/კ ნარევი ყოველ 3 საათში დალიეთ.