Connect with us

ვიდეო

თაფლისა და ძმრის სასმელი ქოლესტერინის და არტერიული წნევის გასაკონტროლებლად

ჩაი, თაფლი და ძმარი ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს. სწორედ ამიტომ, თაფლის, ძმრის და ჩაისგან სასმელის მომზადებას გასწავლით, რომელიც ჯანმრთელობისთვის მათი უპირატესობის გამოყენების საშუალებას მოგცემთ.

თაფლიანი ნაყენის თვისებები

კვლევებმა თაფლის ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები დაადასტურა. ამ თვისებების წყალობით ხალხური მედიცინა მას იყენებს, მაგალითად დამწვრობის შესამსუბუქებლად.

სხვა სამკურნალო თვისებები, რომელთაც თაფლს მიაწერენ:

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ თაფლი საფაღარათო ნაერთებს შეიცავს, რომელიც ყაბზობის დროს დაგეხმარებათ. ამასთან ანტიმიკრობული აქტივობის წყალობით გრიპის სიმპტომებს ამცირებს.

ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით თაფლი შაკიკის სიმპტომების გაკონტროლებაში დაგეხმარებათ.

ვაშლის ძმარი

აიურვერდული მედიცინის სპეციალისტები ძმრის გამოყენებას დაჟინებით გვირჩევენ, რადგან მას სხვადასხვა პრობლემის მოგვარება შეუძლია. მათ შორის გამოიყოფა:

პირველ რიგში, წონაში დაკლებას ხელს უწყობს.

ამასთან, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს შაქრის და ინსულინის დონის რეგულირებას ხელს უწყობს.

მეორეც, მისი პოლიფენოლები თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან და ქრონიკული დაავადებების რისკს ამცირებენ.

კვლევამ მისი შესაძლო ანტიმიკრობული ეფექტი გამოავლინა. ითვლება, რომ ეს ქოლესტერინის დონის შემცირებას ხელს უწყობს.

ჩაი და მისი თვისება

თაფლის ნაყენი, რომელსაც გთავაზობთ, ჩაისაც შეიცავს. ჩაის მრავალფეროვანი სახეობა არსებობს და თითოეული თავისი განსაკუთრებული თვისებით გამოირჩევა. მაგალითად:

  • მწვანე ჩაი: ჭარბი წონის მოსაშორებლად განსაკუთრებით ეფექტურია.
  • შავი ჩაი: ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.
  • თეთრი ჩაი: ანტიოქსიდანტურ თვისებას ფლობს, რომელიც ნაადრევ დაბერებას ებრძვის და დაავადებებს აფერხებს. მაგალითად, სიმსივნეს და ალცჰაიმერის დაავადებას.

თაფლის, ძმრის და ჩაის ნაყენი

ამ სამი კომპონენტის გამოყენებით ორგანიზმს დიდ სარგებელს მოუტანთ, როგორიცაა:

  • დაბალი არტერიული წნევა
  • ქოლესტერინის დონის კონტროლი
  • წონაში დაკლება
  • ნაადრევი სიბერის შეფერხება

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.