Connect with us

ჯანმრთელობა

თაფლიან წყალზე უკეთესი არაფერია

თაფლიანი წყალი ნამდვილად დიდებული საშუალებაა და მისი გამოყენება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. ორგანიზმის ჯანმრთელობაზე თაფლიანი წყლის დადებითი ეფექტის ზედმეტად შეფასება შეუძლებელია.

1 ჩ/კ თაფლი 1 ჭიქა წყალში გახსენით. ასე 30%-იან თაფლიან ხსნარს მიიღებთ, რომელიც შემადგენლობით სისხლის პლაზმის მსგავსია. თაფლი წყალში კლასტერულ კავშირებს ქმნის, რაც მის სამკურნალო თვისებებს ზრდის. თაფლიან წყალს ორგანიზმი უფრო სწრაფად და სრულად ითვისებს.

თაფლიანი წყალი საჭმლის მონელებას აწესრიგებს. მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა რეგულირდება.

იმუნიტეტი იზრდება. ქრონიკული სურდო, ბრონქიტი ქრება, ნახველი თხელდება და ფილტვებიდან ლორწო გამოდის (ბუნებრივი გზით – ნაწლავებიდან).

თაფლიანი წყალი ანტიპარაზიტული საშუალებაა.

ნაწლავებში უცხო ნარჩენების მონელება ხდება, განავლის ნაწილები იშლება. ნაწლავები იწმინდება. განავლის ქვების ადგილმდებარეობა წელის არეშია. სწორედ ამიტომ, თაფლიანი წყლის მიღებისას პირველ დღეებში წელის მოცულობის ზრდა შეინიშნება. ამან არ უნდა შეგაშინოთ. განმარტება მარტივია: განავლის ქვები სივდება, რბილი ხდება და ორგანიზმიდან მისი გამოდევნა იწყება.

მთელი ორგანიზმის უჯრედულ დონეზე წმენდა ხდება.

ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ეფექტი ძლიერდება.

მსხვილი ნაწლავის მუშაობა რეგულირდება.

თაფლიანი წყალი სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით დილით, უზმოზე უნდა დალიოთ. 1 ჭიქა თაფლიანი წყალი ერთი მოსმით დალიეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კუჭის სფინქსერი იმწამსვე გაიხსნება და სითხე ნაწლავებში მოხვდება, ამის შემდეგ სისხლს გამოკვებავს.

თაფლიანი წყლით სახეს იწმენდენ. ის კანს კვებავს, უფრო არბილებს, ხავერდოვანს და ნაზს ზდის. ეს ნატურალური კოსმეტიკაა – ყველაზე ძველი და ამავდროულად ყველაზე თანამედროვე.