Connect with us

ჯანმრთელობა

თაფლიანი წყალი: როგორ მივიღოთ სწორად ორგანიზმის გასაწმენდად

დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ არის სასარგებლო თაფლიანი წყალი, როგორ მოამზადოთ და მიიღოთ სწორად.

როგორ მოვამზადოთ თაფლიანი წყალი

1 ჩ/კ თაფლი 1 ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 30%–იან თაფლიან ნარევს მიიღებთ, რომელიც თავისი შემადგენლობით სისხლის პლაზმის იდენტურია. თაფლი წყალში კლასტერულ ნაერთებს ქმნის, რაც ნარევის სარგებელს აძლიერებს. გარდა ამისა, თაფლიან წყალს ორგანიზმი ადვილად ითვისებს.

თაფლიანი წყლის სამკურნალო თვისებები

  • საჭმლის მონელების პროცესს არეგულირებს, „ზარმაცი ნაწლავის“ პრობლემას აქრობს;
  • იმუნურ სისტემას აძლიერებს, ბრონქიტს შესანიშნავად ებრძვის და ფილტვებს ნახველისგან წმენდს;
  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტს პარაზიტებისგან წმენდს და მათ გამრავლებას აფერხებს, ასევე ნაწლავებს დაგროვებული ტოქსინებისგან წმენდს.

თავიდან შეიძლება წელის მოცულობის გაზრდა შეამჩნიოთ, მაგრამ არ ინერვიულოთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ფეკალური ნარჩენები სივდება, რბილდება და შედეგად, ორგანიზმიდან გამოიდევნება.

  • ორგანიზმის გაწმენდა უჯრედულ დონეზე ხდება. ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები იზრდება.
  • მსხვილი ნაწლავის მუშაობა რეგულირდება. თაფლიანი წყალი ნაწლავების მიკროფლორას აღადგენს და ბაქტერიებს ანადგურებს.

ნარევი თავიდან აგაცილებთ ისეთ უსიამოვნო და უკონტროლო პროცესს, როგორიცაა ღამით ხშირი შარდვა. თაფლი წყალს იღებს და თირკმლების მუშაობას ამარტივებს.

როგორ მივიღოთ თაფლიანი წყალი სწორად

პროფილაქტიკის მიზნით დილით, უზმოზე დალიეთ. სწრაფად დალიეთ: კუჭის სარქველები მაშინვე იხსნება და წყალი პირდაპირ ნაწლავებში ხვდება, შემდეგ სისხლში. სჯობს თაფლიანი წყალი დილა–საღამოს დალიოთ (შეშუპების არ შეგეშინდეთ – ეს ნარევი თირკმლების მუშაობას ამარტივებს).

ყოველთვის ახალ მომზადებული თაფლიანი წყალი დალიეთ.

ნარევი შეგიძლიათ სახის გასაწმენდად გამოიყენოთ: კანს უფრო რბილს, ბზინვარეს და ხავერდოვანს ხდის. თაფლიანი წყალი ერთ–ერთი უძველესი, ნატურალური კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც დღემდე პოპულარულია.