ჯანმრთელობა
თამაში შემცირებაზე: 5 მეთოდი არტერიული წნევის აბების გარეშე სწრაფად შესამცირებლად
55 წელს ზემოთ ადამიანების თითქმის ¾ ნაწილს გაზრდილი არტერიული წნევა აწუხებს. ჭარბი წონა, არასწორი კვება, მჯდომარე ცხოვრების წესი – ყველა ეს ფაქტორი ჰიპერტონიის განვითარების რისკს ზრდის. რა თქმა უნდა, სწორი მკურნალობა მხოლოდ ექიმთან ერთად უნდა შეარჩიოთ, მაგრამ ზოგჯერ ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ ექიმი და მათ მიერ დანიშნული პრეპარატები გარკვეული მიზეზით მიუწვდომელია. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც წნევას აბების გარეშე შეგიმცირებთ – მაგრამ გახსოვდეთ, რომ პირველივე შესაძლებლობაზე ექიმთან მისვლა აუცილებელია.
რომელი წნევა ითვლება მომატებულად
ექიმები ჰიპერტონიაზე საუბრობენ იმ შემთხვევაში, თუ ზრდასრულ პაციენტს 7 ან უფრო მეტი დღის განმავლობაში სისტოლური („ზედა“) წნევა 140 მმ ან მეტ ნიშნულზეა, ხოლო დიასტოლური („ქვედა“) წნევა 90 მმ-ზე მაღალი. ამ შემთხვევაში სჯობს ექიმს მიმართოთ, თერაპია შეარჩიოთ და დანიშნული პრეპარატები დიდი სიფრთხილით მიიღოთ. ასევე ჰიპერტონიის რისკის გამზრდელი ფაქტორები შეამცირეთ: მოწევასა და ალკოჰოლის მიღებაზე უარი თქვით, უფრო ჯანსაღ რაციონზე გადადით და მეტი იმოძრავეთ. თუ თქვენი ზედა წნევა 10-14 დღე 130-140 მმ-ს შორის მერყეობა, ექიმს უნდა მიმართოთ: ეს მდგომარეობა ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ ითვლება და შეიძლება მკურნალობას მოითხოვდეს. წნევა ერთი კვირის განმავლობაში რეგულარულად გაიზომეთ.
როგორ შევამციროთ წნევა აბების გარეშე
ქვემოთ მოცემული საშუალებები მხოლოდ „ავარიულია“ და მათ მხოლოდ მაშინ მიმართეთ, როცა ექიმთან მისვლის შესაძლებლობა არ გაქვთ. მუდმივად მათი გამოყენება არ ღირს, ეს შეიძლება ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს.
ღრმა სუნთქვა
ღრმა, თანაბარი სუნთქვა სტრესის დონეს ამცირებს, რაც ხშირად მაღალი წნევის მიზეზია. სტრესს რომ გაუმკლავდეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ (ეცადეთ მკერდით ჩაისუნთქოთ და არა მუცლით), შემდეგ ღრმად ამოისუნთქეთ. ეცადეთ, რომ ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა რამდენიმე წამი გაგრძელდეს. რამდენჯერმე გაიმეორეთ, ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის სუნთქვა 5-8 წამით შეიკავეთ. ღრმა სუნთქვა სისხლის ნაკადს გაზრდის, სისხლძარღვები გაფართოვდება და წნევა შემცირდება.
ხელის ცივი კომპრესები
რამდენიმე წუთით ხელები ცივ (მაგრამ არა ყინულის) გამდინარე წყალში გააჩერეთ. ასე გულისცემის სიხშირეს და წნევას შეამცირებთ.
ხელის და ფეხის ცხელი აბაზანა
მაღალი ტემპერატურის დროს კიდურებში სისხლძარღვები ვიწროვდება. მათ გასაფართოებლად ცხელი წყლის (ზუსტად 45 გრადუსი) აბაზანა მოამზადეთ და ხელები და ფეხები ჩააწყვეთ. 10 წუთის შემდეგ სისხლძარღვები გაფართოვდება, სისხლი ფეხებთან და ხელებთან წავა და წნევა შემცირდება.
პიტნის ჩაი
პიტნა შესანიშნავი, ბუნებრივი ანტისტრესია. თუ სახლში პიტნის რამდენიმე ხმელი ფოთოლი (ან მზა პაკეტი) გაქვთ, მდუღარე წყალი დაასხით, 10 წუთით გააჩერეთ, გადაწურეთ, ცოტა გააგრილეთ და ნელ-ნელა დალიეთ. შეგიძლიათ შაქარი ან თაფლი დაუმატოთ: ასეთი პიტნის ჩაი სტრესს და წნევას შეამცირებს. მთავარია: სასმელი ცხელი არ უნდა იყოს და ნელა, პატარა ყლუპებით დალიოთ.
კატაბალახა
კატაბალახას ნახარში ან მასზე დაფუძნებული ნებისმიერი საშუალება (ოღონდ არა კორვალოლი: ის მიჩვევას სწრაფად იწვევს): ეს ბუნებრივი დამამაშვიდებელი საშუალება სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ და წნევას შეამცირებს. მთავარია, რეკომენდებულ დოზას არ გადააჭარბოთ.
ძმრის კომპრესები
ხალხური მეთოდი, რომლის ეფექტურობას რამდენიმე კვლევით დადასტურებულია. მარლა ან ქსოვილი ვაშლის ძმარში დაასველეთ და ტერფებზე 10-15 წუთით დაიდეთ. ცოტა ხანში წნევა შემცირდება.