ჰოროსკოპი
თამარა გლობამ იწინასწარმეტყველა, რომ ზოდიაქოს სამი ნიშნის წარმომადგენელთათვის ოქტომბერში აღმავალი პერიოდი დაიწყება
მალე ოქტომბერი დადგება და ჯერ არავინ იცის თუ რისი მომტანი იქნება ეს თვე. თამარა გლობამ უკვე გამოთავალა 2020 წლის ოქტომბრის ჰოროსკოპი, რომლიდანაც ირკვევა თუ რას უნდა ველოდეთ ამ თვისგან.
როგორც აღმოჩნდა ოქტომბერი საკმაოდ ბევრ სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს, ის სავსე იქნება ახალი გრძნობებით, ჰარმონიული ურთიერთობებით და ზრუნვით. ის საკმაოდ გულუხვი იქნება ფინანსების კუთხითაც.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს თვე ყველასთვის იდეალური არ იქნება, ზოგს ის იმედგაცრუებას და დარდს მოიტანს, თუმცა ეს მასშტაბური არ იქნება.
რაც შეეხება ბედნიერების მასშტაბურობას – ეს განსაკუთრებით ზოდიაქოს 3 ნიშანს შეეხება. მათტვის ოქტომბერი იდეალური დრო იქნება ყველაფრისთვის, რისი ცხოვრებაში რეალიზებაც სურთ. ეს თვე მათ ნებისმიერ კაპირზს შეასრულებს. მთელი ოქტომბერი მათთვის აღმავალი პერიოდი იქნება.
მორიელებისთვის ოქტომბერი შესანიშნავი თვეა, მათ ვარსკვლავები ყველაზე მოულოდნელ სურპრიზებს პირდებიან. მართალია ყველაფრის ნულიდან დაწყება რთულია, ამგრამ მორიელებმა ამის კეთება შესანიშნავად იციან. მათ გამოსდით ნებისმიერი სიტუაციის მარტივად გამოსწორება. მიუხედავად ყველაფრისა, გულის სიღრმეში, ზოდიაქოს ამ ნიშანს აუცილებლად აქვს შემონახული აგრკვეული იმედგაცრუება და შეცდომები. ოქტომბერი მათ საშუალებას მისცემს გამოასწორონ წარსულის შეცდომები და დაიბრუნონ ხელდან გაშვებული ბედნიერება. გამოიჩინეთ მეტი სითამამე!
თამარა გლობას პროგნოზის მიხედვით კირჩხიბებს წარმატების და ბედნიერების პერიოდი ეწყებათ. მათ ნებისმიერ წამოწყებას წარმატება ელის. ყველაზე ცუდი და რთული პერიოდი უკან არის და ახლა აჯობებს თვითრწმენით აღივსოთ და თამამად შეაბიჯოთ მომავალში. წინა ნამდვილად ნათელი და სიხარულით სავსე მომავალი გელით, თუ რა თქმა უნდა ტირილს, წუწუნსა და ზოზინს მოეშვებით.
აღმავალი პერიოდია კუროების ცხოვრებაშიც, მათ სამყაროს დაპყრობის სურვილი გაუჩნდებათ. ამ თვეში ნამდვილად შეძლებთ გასაოცარი ნაბიჯების გადადგმასა და შესანიშნავი შედეგების მიღებას. ყველაზე დიდი ბედნიერება სიყვარულში გელით, შეძლებთ ბოლომდე გაიხსნათ პარტნიორთან. მარტოხელა კუროები კი ძალიან მნიშვნელოვან და ძვირფას ადამიანს შეხვდებიან.
მთელი ოქტომბრის მანძილზე ბედისგან ძალიან გულუხვ საჩუქრებს მიიღებთ და არც სიყვარული მოგაკლდებათ!