Connect with us

თავის მოვლა

თავის დაბანა მდოგვით: მაღაზიაში ნაყიდი შამპუნის სასარგებლო ალტერნატივა

თავის მოვლის და კოსმეტიკის მაღაზიებში შამპუნების ფართო ასორტიმენტი იყიდება. შამპუნები შეგიძლიათ შეიძინოთ კონკრეტულად თმის ცვენის საწინააღმდეგოდ, ზრდის დასაჩქარებლად, თმის ძირების გასაძლიერებლად, შეღებილი თმის ფერის შესანარჩუნებლად და ა.შ. თუმცა ხშირად მათი შემადგენლობა საუკეთესოს სურვილს გვიტოვებს. მაგალითად, ორსული ქალებისთვის ყველა სახის შამპუნის გამოყენება არ შეიძლება.

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სახლში მომზადებულ საშუალებებს თმის მოსავლელად. მაგალითად, კოჭის ნიღაბი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. რეგულარული გამოყენებისას თმის ზრდას ხელს უწყობს. მაღაზიაში ნაყიდი შამპუნის ალტერნატივად კი მდოგვის ნიღაბს გთავაზობთ.

მდოგვის ნიღაბი–შამპუნი

ამ მიზნით მხოლოდ მშრალი მდოგვი გამოგადგებათ. 2 ჩაის კოვზ მდოგვს თბილი წყალი დაასხით და კარგად აურიეთ. უცხიმო არაჟანს უნდა გახსენებდეთ.

თმა დაისველეთ და ნარევი თმის ძირებში ფრთხილად შეიზილეთ. რამდენიმე წუთში სველი ხელით მდოგვის საშუალება მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. ბოლოებში არ წაისვათ, თუ თმა ძალიან მშრალია. ერთ წუთში ჩამოიბანეთ.

მდოგვის ნიღბის სარგებელი:

  • ხანგრძლივი გამოყენებისას მოცულობას ზრდის
  • თმის სისუფთავეს დიდხანს ინარჩუნებს
  • თმა გლუვი, რბილი და ბზინვარეა
  • თმის ცვენა წყდება, ზრდა ჩქარდება.

დამატებითი ინგრედიენტები

სურვილის შემთხვევაში მდოგვის ნიღაბს შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტები დაუმატოთ. ასე ეფექტს გააძლიერებთ. მაგალითად:

  • კვერცხის გული წყლის ნაცვლად გამოიყენეთ. მასში თმისთვის სასარგებლო ბევრი კომპონენტი შედის. A და E ვიტამინები დატენიანებას და კვებას უზრუნველყოფს. D ვიტამინი თმის ზრდას ხელს უწყობს, ცვენას ამცირებს. B ჯგუფის ვიტამინები თმას აძლიერებს და უფრო სქელს ხდის. ცხიმოვანი მჟავები ბზინვარებას ანიჭებს და ქერტლს ებრძვის.
  • ეთერზეთები. თმის და თავის კანის მოვლას ხელს უწყობს. ილანგ–ილანგის, ჩაის ხის და პიტნის ზეთი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ, ხოლო ლიმონის, ევკალიპტის და ბარამბოს ზეთი – ცხიმიანობის შესამცირებლად.

სცადეთ ხალხური საშუალებები თმის მოსავლელად და შედეგით კმაყოფილი დარჩებით!