Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი ნიშნები

ასტროლოგები თვლიან, რომ დაბადების მომენტში, ვარსკვლავების განლაგება არა მხოლოდ ხასიათზე არამედ, გონებრივ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებზეც მოქმედებს. თუმცა იმის თქმა, რომ რომელიმე კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი სხვებზე ჭკვიანია – მაინც შეუძებელია! უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ წყლის სტიქიის ნიშნები ერთი ტიპის ინფორმაციას უფრო უკეთ ითვისებენ ვიდრე, ცეცხლის ნიშნებს კი სხვა ტიპის ინფორმაციის დამუშავება უფრო უიოლდებათ.

ვერძი: საკუთარი თავის მტერი

ვერძები ინფორმაციას ჰაერში ისრუტავენ. მეგობრებს შორის თავიანთი ინტელექტით გამოირჩევიან. თავიანთი სიცოცხლისუნარიანი იდეებით ოჯახის წევრებსაც ხშირად აოცებენ, თუმცა ისინი ინტელექტს თავის სასიკეთოდ თითქმის არ იყნებენ. სიჯიუტის გამო სხვების იდეებს არ აღიარებენ და ეს მათ წინსვლას ამუხრუჭებს.

სკოლის ასაკიდან ისინი თითქოს თავად იზღუდავენ თავს. როგორც წესი გამოცდილებასთან ერთად ვერძი უფრო კარგი მოსაუბრე ხდება. მათი ინტელექტუალური ზრდა კი 30 წლიდან იწყება. ისინი ამ ასაკიდან ხარბად იწყებენ ახალი თემების შესწვალად და უკეთ იაზრებენ რომ ყველაფრის ექსპერტები არ არიან.

კურო: ყველას მტერი

კუროებს უნიკალური თვისება აქვთ – ყველაფერს კარგად იაზრებენ და გადაწყვეტილებას მხოლოდ შემდეგ იღებენ. მათ შესანიშნავი უნარი აქვთ – წინასწარ განჭვრიტონ შედეგები და აღაფრთოვანონ გარშემომყოფები. თუმცა კუროებს ერთი განსაკუთრებულობა აქვთ: ნებისმიერ ინფორმაციას ფრთხილად უდგებიან და ყველა დასკვნას ეჭვქვეშ აყენებენ. მზად არ არიან მუდმივად ახლის შესწავლისთვის. ერთი განათლების მიღების შმედეგ ჩერდებიან და სულ ტყუილად! მათ სამყაროს დაპყრობა შეუძლიათ თუ საკუთარი თავის სრულყოფას არ შეწყვეტენ.

ტყუპები: ფროიდი იამაყებდა!

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმოამდგენლებს ემოციური ინტელექტი აქვთ. გასაკვირი არ არის, რომ მათგან შესანიშნავი ხელმძღვანელები გამოდიან, მათ სხვათა გრძნობებისა და მოტივაციის ამოცნობა შეუძლიათ.

ემოციური ინტელექტი მათ საშუალებას აძლევთ თბილი ურთიერთბები დაამყარონ კოლეგებთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან. ტყუპებში ხშირად ხედავენ ფსიქოლოგს რომელსაც საკუთარ გრძნობებსა და დარდს უზიარებენ. თუმცა ამ იშნის წარმომადგენლებს სწორი დასკვნების გამოტანის სწავლა ესაჭიროებათ.

კირჩხიბი: ვერ იტანს კონკურენციას

კირჩხიბებს სწრაფი გააზრების უნარი აქვთ. ისინი პირველივე ჯერზე მარტივად იგებენ ამოცანას, უღრმავდებიან საკითხს და გამოაქვთ მნიშვნელოვანი დეტალები.

ისინი თავისი დონის ადამიანებთან თავს შესანიშნავად გრძნობენ. საკმარისია წრეში სიეთი ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც თავის ინტელექტის დემონსტრირებას ახდენს, რომ ავიწყდებათ ყველაფერი რაც ადრე ოცოდნენ. სწორედ ამიტომ მათ ძალინ უჭირთ გამოცდების ცაბარება, გასაუბრებაზე გასვლა ან ხელმძღვანელობისთვის რაიმეს დამტკიცება.

ლომი: ყველაფერში საუკეთესოა

ლომი საკუთარ თავში ყოველთვის და ყველა სიტუაციაში დარწმუნებულია. ისინი თავს თამამი განცხადების გაკეთების უფლებას აძლევენ. მათი შეხედულებები ყოველთვის განსხვავდება სხვათა შეხედულებებისგან. გასაკვირი არ არის, რომ მათ დაიმსახურეს უფლება – საკუთარ თავს ინტელექტუალებ უწოდონ.

ლომებს აქვთ ერთი განსაკუთრებულობა რომელიც მათ განვითარებაში უშლით ხელს: ყველაფრისთვის ხელის მოკიდების სურვილი. მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ ყველაფერს გაართმევენ თავს და არ უფიქრდებიან რამდენად შეძლებენ მის შესრულებას ან რამდენად ეყოფათ კომპეტენცია. ასტროლოგების ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ დაფიქრდენ რომელია მათი ინტერესის სფეროს და მას მიყვენ.

ქალწული: საიდუმლოს შემნახველი

ქალწულებს ერთდროულად ბევრი ინფორმაციის გადამუშავება შეუძლიათ, თუმცა ამ ცოდნას გარეთ არ უშვებენ, ამიტომ ხშირად ჩნდება შეხედულება თითქოს ისინი განსაკუთრებულად ვერაფერში ერკვევიან. ასტროლოგები ქალწულებს ურჩევენ უფრო თამამები იყვნენ, არ შეეშინდეთ თავიანთი დასკვნების გაჟღერება და ილაპარაკონ რას ფიქრობენ.

სასწორი: თვალებში ნაცრის შეყრა

სასწორებმა შთაბეჭდილების მოხდება კარგად იციან, ჰკითხეს მათი გარმოცვიდან ნებისმიერს და გეტყვიან, რომ ისინი ყველაზე ჭკვიანი ადამიანები არიან. მათ მართლაც კარგი გონებრვი შესაძლებლობები აქვთ, თუმცა ხშირად ზედაპირულები არიან. იციან საყაროს მოწყობის შესახებ და ილონ მასკის მიერ რაკეტის ჩაშვების შესახებაც აქვთ ინფორმაცია. მათ შორის ბევრი პოეტი და პროგრამისტია, თუმცა რაც უფრო ღრმად ჩაეძიებით მიხვდებით, რომ მათი ცოდნა ზედაპირულია.

მორიელი: ინტელექტუალები

მორიელს ნიჭი, ცოცხალი გონება და ანალიზის უნარი აქვს. მათ შესანიშნავად ესმით პროცესები რომლებიც სამყაროში ხდება, ამიტომ რეალისტურად უყურებენ ცხოვრებას. მათ თამამად შეიძლება ეწოდოთ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები.

მშვილდოსანი: ათიანში არტყავს

მშვილდოსნებს შორის ხშირად გვხვდებიან ვარსკვლავები. მათ შეძლებს სიზარმაცე დაეჯაბნათ და გაეხსნათ თავიანთი ნიჭი. მშვილდოსანი საკუთარ თავში საყრდენს ხედავს და დარმწმუნებულია საკუთარ თავში. ასტროლეგები მათ ურჩევენ წარუმატებლობის შიში დაძლიონ, გაიაზრონ, რომ წარუმატებლობა ჩვეულებრივი მოვლენაა და ყოველი დაცემა მათ უფრო უკეთესად და ძლიერად აქცევს.

თხის რქა: ცოდნა ძალაა

სურვილი აქვთ მუდივად ისწავლონ და გაიუმჯობესონ უნარ-ჩვევები – აი რა განასხვავებთ თხის რქებს ზოდიაქოს სხვა ნშნებისგან. თუ ისინი საყოფაცხოვრებო საქმეებში ჩაერთვებიან, ვეღარ შეძლებენ კითხვას ან რომელიმე ლექციაზე დასწრებას – მათ დეპრესია დაეწყებათ.

თხის რქებმა ცოდნის მიღება არა მხოლოდ უნივერსიტეტებიდან, წიგნიდან და ლექციებიდან იციან, არამედ ჭკვიანი ადამიანების ცოდნასა და გამოცდილებასაც ითვალისწინებენ.

მერწყული: ორიგინალური აზროვნება

ზოდიაქოს ამ ნიშნებს შორის ბევრი გამომგონებელი და ხელოვანია. მათ მაღალი ანალიტიკურიცოდნა აქვთ, იციან როგორ უნდა მოახდინონ პრიორიტეტების განაწილება, ყველაფერს ობიექტურად აფასებენ და მიზნისკენ მისაღწევ გზაზე თამამად მოძრაობენ.

სკოლაში მერწყულებს ხშირად აქვთ სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები რადგან მათი აზროვნება სხვების მსგავსი არ არის. ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას ისინი ყურადღებით და ორიგინალურად უდგებიან. განათლების კლასიკურ სისტემაში განათლება კარგად არ ფასობს. მიუხედავად ამისა თუ მერწყულებს მხარში მშობლები დაუდგებიან ისინი აუცილებლად მოხვდებიან საუკეთესო სასწავლებლებში და იქ უკვე სრულად აჩვენებენ თავიანთ პოტენციალს.

თევზები: ყველაფერს ზედმეტად უღრმავდებიან

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმოამდგენლებს ყველაფერში ჩაღრმავება უყვართ. ისინი ხშირად ხდებიან რომელიმე ვიწრო პროფილის პროფესიონალები. მათი ღრმა ცოდნა ამა თუ იმ სფეროში.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.