ჰოროსკოპი
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც თვის ბოლოს დიდ განსაცდელს გადალახავენ
თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ამ სიაშია, იცოდეთ, თვის ბოლოს დიდი განსაცდელის გადალახვას შეძლებთ და უფრო ბედნიერი გზისკენ სვლას დაიწყებთ.
პოზიტიური ცვლილებებისთვის მოემზადეთ!
კირჩხიბი
თქვენ ძალიან სერიოზულ შინაგან კრიზისს შეეჯახეთ. ეძებდით იმას, რაც თქვენს ცხოვრებაში ჭეშმარიტ ბედნიერებას და აზრს შემოიტანდა, ამის ნაცვლად კი შინაგანი ნეგატიური დოგმების ქსელში მოხვდით. რამდენიმე მცდელობა და იმედგაცრუება გქონდათ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ყველა უსიამოვნების გადასალახად საუკეთესო მეთოდს იპოვით.
სამყარო ამ დიდი განსაცდელის გადალახვაში დაგეხმარებათ და გაჩვენებთ, რომ ამქვეყნად ბევრი კარგი რამ არის, რითაც შეიძლება სიამოვნება მიიღოთ.
მშვილდოსანი
გარკვეული დროის მანძილზე თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა მოშურნეები იყვნენ. თქვენი წარმატება და ბედნიერება ბევრს აღიზიანებს. მათ მიერ გამოგზავნილი ნეგატიური ენერგია უკიდურესად უარყოფით გავლენას ახდენს.
საბედნიეროდ, ეს არახელსაყრელი პერიოდი დასასრულს უახლოვდება. თქვენ იპოვით ძალებს, რომ ამ ხალხის ნეგატივი ემოციურად მოიშოროთ და ცხოვრება დიდი თავდაჯერებულობით განაგრძოთ.
თხის რქა
თქვენ მომზადებული და პასუხისმგებლიანი ადამიანი ხართ, რომელსაც ცხოვრების ყველა ეტაპზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია. სინანულისთვის ადგილს არ ტოვებთ.
ეს თვისება თვის ბოლოს დაფასდება და ყველა პრობლემის გადალახვას შეძლებთ. საკუთარი თავის ირწმუნეთ, რადგან უფრო მეტის პოვნას შეძლებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
მერწყული
ახლობლებთან კონფლიქტი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელსაც ეჯახებით. თანაგრძნობის და გაგების არ არსებობა გაშორებთ და ურთიერთობაში არასაჭირო დაძაბულობას ქმნის. სამყარო თვის ბოლოს ამ პრობლემის მოგვარების შანსს მოგცემთ.
მხარდაჭერა მიიღეთ და გონივრულად იმოქმედეთ, სიამაყე გვერდზე გადადეთ იმისთვის, რომ ამ ეტაპის გადალახვა შეძლოთ და საკუთარ თავთან და სხვებთან ერთად ჰარმონიაში იცხოვროთ.