Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა სულში ყვავილები გაიფურჩქნება, თუმცა გარეთ ზამთრის პირველი თვეა

2021 წლის დეკემბრის ჰოროსკოპს უკვე ვსწავლობ, რომ დაგეგმილი საქმეები წარმატებით დავამთავრო. პოზიტიური და გონიერი ანჯელა პერლის პროგნოზები და რჩევები უკვე ბევრ ადამიანს დაეხმარა. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში გაიფურჩქნება ყვავილები.

2021 წლის დეკემბრის ჰოროსკოპი

ვერძი

ვერძის ნიშნის ბევრ წარმომადგენელს კარიერულ კიბეზე დააწინაურებენ ან ხელფასს გაუზრდიან. ეს თვე ყოველმხრივ შემოსავლიანი იქნება. მოულოდნელი საბედისწერო ნაცნობობა თქვენს მიზნებსა და მსოფლმხედველობაზე გავლენას მოახდენს.

დაგეგმვის უნარი თავის ნაყოფს გამოიღებს. ახალი ენის შესწავლა, საკუთარი ბლოგის შექმნა და ახალი საქმის დაწყება მოგინდებათ. თვის ბოლო სასიამოვნო მოგზაურობას გპირდებათ.

კურო

„ნისლი გაიფანტება და ყველაფერი ნათელი გახდება“ – გპირდებათ ანჯელა პერლი. კუროს ბევრი ოცნება დეკემბერში რეალური გახდება. მთავარია, გჯეროდეთ და წინ თამამად იაროთ!

მოსალოდნელია საზღვარგარეთ მოგზაურობა სასწავლებლად ან მეგობრების მოსანახულებლად ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან ხელშეკრულების დადება. კუროს ნიშნის ბევრ წარმომადგენელს მასწავლებლობის სურვილი გაუჩნდება. ფული გეყოფათ ყველაფერზე, რაც გჭირდებათ.

ტყუპები

ტყუპის ნიშნის ბევრი წარმომადგენელი 2 დეკემბრის შემდეგ შთაგონების ზრდას იგრძნობს. სტატუსი შეიცვლება: ეს შეიძლება ხელის თხოვნას ან განქორწინებას უკავშირდებოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ცვლილებები საუკეთესოს გპირდებათ.

ფიზიკურად ივარჯიშეთ, საკუთარ თავს გაუფრთხილდით. თვის მეორე ნახევარში ექსტრემალურ სპორტზე საერთოდ უარი თქვით.

კირჩხიბი

მოგზაურობა, სწავლა, რწმენა და შთაგონება – აი, მთავარი ასპექტები 2021 წლის დეკემბერში, რომ განვითარდეთ. ცვლილებები სამსახურს ან ყოველდღიურ მოვალეობას შეეხება.

ძილის და დასვენების რეჟიმი დაიცავით, რეგულარულად იკვებეთ, რომ განწყობა არ გაგიფუჭდეთ. დილით ყავა და ფუნთუშები საუკეთესო ვარიანტი არაა!

ლომი

შესაძლოა, ამ თვეში ადამიანების უმეტესობას, რომლებიც ლომის ნიშანში დაბადებულნი არიან, საყვარელ ადამიანთან ერთად ეგზოტიკური მოგზაურობა ელით. ასევე მოსალოდნელია მარტო მოგზაურობა, სადაც მთელი ცხოვრების სიყვარულს იპოვით.

ურთიერთობაში მყოფი ან დაქორწინებული ლომი მეორე ნახევრის ნაკლოვანებებისა და უცნაურობების მიმართ უფრო მომთმენი გახდება. ამრიგად, ეს თვე ძალიან რომანტიული და უჩვეულო აღმოჩნდება. მოსალოდნელია ორსულობის შესახებ ამბები.

ქალწული

როგორც იქნა, ვარდისფერ სათვალეს მოიხსნით. 2021 წლის დეკემბერში ქალწული საკუთარ გარემოცვასა და ქორწინებაზე ბევრ რამეს გაიგებს. გააცნობიერებს, შემდეგ საკუთარი ოცნებების და სურვილების ასახდენად გულით მოქმედებას დაიწყებს.

მშობლიური ადგილის დატოვება ან საცხოვრებლის შეცვლა, რემონტი მოსალოდნელია.შესაძლოა სახლის აშენება ან აგარაკის გაყიდვა დაიწყოთ, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ. თქვენი ოჯახის საიდუმლოს ფარდა აეხდება.

სასწორი

ბევრი სასწორი დეკემბერში თანამოაზრეებს იპოვის. ეს თავისუფალ დღეებს გაალამაზებს და სამსახურშიც დაგეხმარებათ.

ახლობლებისა და ნაცნობებისგან სასიამოვნო ამბავს ელოდეთ. თვის ბოლოს ემოციებით სავსე იქნებით. სასწორი არ დაკმაყოფილდება იმით, რასაც უჩვენებენ ან იმით, რაც ზედაპირზე მდებარეობს. მისთვის არსამდე ჩაწვდომა მნიშვნელოვანია და ამისთვის ყველა საშუალება კარგია.

მორიელი

ღირებულებების სისტემა შეიცვლება, რაც შემოსავლის წყაროს შეცვლას გამოიწვევს. დაწინაურება მოსალოდნელია.

დაოჯახებულმა მორიელმა სჯობს მეტი დრო ოჯახში გაატაროს, მეგობრებთან დროსტარება დროებით გადადოს. თუ დეკემბრის დასაწყისში ურთიერთობა დაიწყეთ, შეიძლება იმ დასკვნამდე მიხვიდეთ, რომ ბედმა თქვენს არჩევანზე გავლენა მოახდინა. ზოგიერთი მორიელი დაოჯახებასა და ბავშვის ყოლაზე დაფიქრდება.

მშვილდოსანი

ბევრი მშვილდოსანი დეკემბერში უძრავი ქონების, საცხოვრებელი ადგილის და რემონტის საკითხით იქნება დაკავებული. სხვა ქვეყანაში გადასასვლელად დოკუმენტებსაც წარმატებით გააფორმებთ.

მშვილდოსნის ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება. პოზიტიური ცვლილებები როგორც სამსახურს და ფულს, ასევე პირად ურთიერთობას შეეხება. მოსალოდნელია ორსულობის შესახებ ამბები.

თხის რქა

თვის დასაწყისში პრაქტიკულ საკითხებსა და საზრუნავებზე კონცენტრირება გაგიჭირდებათ, ამ პერიოდში გრანდიოზული გეგმებით და მაღალი იდეალებით იქნებით დაკავებული. თქვენთვის რაღაც შორეულ პერსპექტივებს ისახავთ. ამ პერიოდის ნაკლოვანება შეიძლება გამოტოვებული საქმიანი შეხვედრები ან დავიწყებული შეთანხმება გახდეს.

ინტუიციას მეტად მოუსმინეთ, ნამდვილად არ გიმტყუნებთ! ყველა მოქმედება, რომელსაც დეკემბერში გააკეთებთ, ორმაგ სარგებელს მოიტანს.

მერწყული

მეგობრები და თანამოაზრეები კარგი მხარდამჭერები გახდებიან. თვე რთული, მაგრამ პროდუქტიული იქნება. მოსალოდნელია სასიამოვნო ამბავი წარსულიდან.

თვის ბოლოს ახალი წლის წვეულების აღნიშვნით იქნებით დაკავებული. იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნეთ, რომ ჯანმრთელობამ არ გიმტყუნოთ!

თევზები

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს თავად ვარსკვლავები სწორ გადაწყვეტილებას მიანიშნებენ და სწორ ხალხთან შეახვედრებენ, რომლის წყალობით თევზები საიმედო ბიზნეს კავშირის დამყარებას შეძლებს.

ახალ პროექტებს დაეთანხმეთ და გარისკვის არ შეგეშინდეთ. წლის ბოლო თვეს წარმატება მთლიანად თქვენს მხარესაა. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!

რედაქციის რჩევა

ცვლილებებზე მარადიული არაფერია!  ეს 2021 წლის დეკემბრის აღწერილობას მთლიანად შეეფერება. ზამთრის პირველი თვეში მზის დაბნელება და რეტროგრადული ვენერა და ზოგიერთი პლანეტის მობრუნება გველის. ოცნებისკენ სვლაში სწორედ ცვლილებები გვეხმარება.

მთელი გულით გისურვებთ, რომ თქვენს სულში ყვავილები გაიფურჩქნოს, მაშინაც კი, თუ გარეთ ზამთრის პირველი თვეა!

როგორ მოგწონთ ანჯელა პერლის 2021 წლის დეკემბრის ჰოროსკოპი? კმაყოფილი ხართ იმით, რაც ანჯელამ გიწინასწარმეტყველათ?