Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი ტოტემური ცხოველი ჰყავს. ეს მათ პიროვნებაზე აისახება

ტოტემური ცხოველი არის ცხოველი, რომელიც ადამიანის ინდივიდუალურობას და ხასიათის თვისებებს ასახავს. მაგალითად, თუ მშვიდი და რბილი ხასიათი გაქვთ, თქვენი ტოტემური ცხოველი სავსებით შესაძლებელია კატა იყოს. თუ უფრო ენერგიული და მხიარული ხართ, თქვენ ძაღლი შეგეფერებათ.

ტოტემური ცხოველი მხოლოდ ცხოველების სახეობებით არ შემოიფარგლება. ზოგიერთი საკუთარ თავში სხვადასხვა მსახიობს, მუსიკოსს, ტელეწამყვანს ან წიგნის გმირს ხედავს. თქვენი ტოტემური ცხოველი არის რაღაც, რაშიც საკუთარ თავს ხედავთ და რაც თქვენთან ღრმა კავშირშია.

„თუ მიეკუთვნებით ტიპს „არაფერს შეუძლია ჩემი დატოვება“ თქვენი ტოტემური ცხოველი შეიძლება იყოს რეიჩელი სერიალიდან „Glee” (კლუბი). თუ ფემინიზმის და თანასწორი უფლებების მომხრე ხართ, ყურადღება ემა სტოუნს უნდა მიაქციოთ. შესაძლებლობები უსაზღვროა“.

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს საკუთარი ხასიათი აქვს, რომელიც გვეხმარება იმის გაგებაში თუ მას რომელი ტოტემური ცხოველი შეეფერება.

ვერძი

თუ ვერძი ხართ, თქვენი ტოტემური ცხოველი კატაა. ვერძს სიმკაცრე ახასიათებს, სწრაფი და ჭკვიანია. გზის დაბრკოლების უფლებას არავის აძლევს. ვერძი სამყაროს შესწავლისკენ არის კონცენტირებული. მას ახალი ნივთების, ხალხის და ადგილების აღმოჩენა აინტერესებს.

ვერძი ვერ იტანს პიროვნებებს, რომლებიც ხელს უშლიან, რადგან თავად ყველაფრის გაკონტროლება უყვარს. ის ენერგიულია და ნებისმიერი გამოწვევის მისაღებად ყოველთვის მზადაა.

კურო

კუროს ფეთქებადი ხასიათი აქვს, რაც მის ტოტემურ ცხოველს, ხარს ძალიან ჰგავს. ისინი იღებენ იმას, რაც სურთ და ბრძოლაში ჩაბმა არ აშინებთ. მზად არიან, რომ საკუთარი სურვილებისა და მიზნების მისაღწევად იბრძოლონ.

მათი შეჩერება შეუძლებელია. კურო სხვების გამო საკუთარ აზრს არ იცვლის. მას ძლიერი ნებისყოფა და შეუპოვრობა ახასიათებს. ეს თვისებები სასურველის მიღწევაში ეხმარება.

ტყუპები

ტყუპები ცნობისმოყვარეები არიან და თავგადასავლებისკენ მიისწრაფვიან. სწორედ ამიტომ მათი ტოტემური ცხოველი მელაა. ტყუპებს ნაზი ბუნება აქვთ, რომელთაც სიყვარულის და მიჯაჭვულობის გრძნობის გამოხატვა ახასიათებთ.

მათ აქტიური მხარეც აქვს და შეიძლება მოუსვენრები გახდნენ. ტყუპების მელასთან მსგავსება იმაშიც მდგომარეობს, რომ გარეგნობა შეიძლება მაცდური აღმოჩნდეს. ერთი შეხედვით საყვარელი და უცოდველი შესახედაობა აქვს, მაგრამ ეშმაკი და ჭკვიანია.

კირჩხიბი

კირჩხიბს გარემოსთან ადაპტირების უნარი აქვს ისევე, როგორც მის ტოტემურ ცხოველს ოპოსუმს. ისინი ნებისმიერ სიტუაციას ძალიან გონივრულად უმკლავდებიან. კირჩხიბს ღამის ცხოვრების წესი და განმარტოება მოსწონს. ის იდუმალებით მოცულია. ღამით ხშირად აქტიურდება და დილით ძინავს. განმარტოებაში გატარებული დროით სიამოვნებას იღებს.

ცნობილია, რომ ოპოსუმი ადამიანებთან და სხვა ცოცხალ არსებებთან კონტაქტს გაურბის. ამით კირჩხიბს ჰგავს. მიუხედავად ამისა, კირჩხიბი ძალიან ნაზი და მზრუნველი არიან იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც უყვართ.

ლომი

ლომს უყვარს ყურადღება, ამიტომ მისი ტოტემური ცხოველია ფარშავანგი. ის ლამაზია და საკუთარი თავით, ჩაცმულობით და ნიჭით თავს იწონებს. ლომი რეპუტაციის შენარჩუნებას სერიოზულად უდგება. აწუხებთ ის, თუ სხვების წინაშე როგორ გამოიყურებიან.

ლომი ცდილობს საკუთარი თავი უკეთ წარმოაჩინოს. ამ მიზეზით ფარშავანგი მისი იდეალური ტოტემური ცხოველია. ლომს უყვარს, როცა მას უყურებენ და იციან, თუ ყურადღებას როგორ მიაღწიონ.

ქალწული

ქალწული გენიალურია. მისი ტოტემური ცხოველი ორანგუტანია, რომელსაც ლოგიკის და აზროვნების გამოყენება შეუძლია. ქალწული სიტუაციას შესანიშნავად აანალიზებს და სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას ახერხებს.

ისინი ბევრს მუშაობენ. ქალწულის დატვირთულ გრაფიკში თავისუფალი წუთის პოვნა საკმაოდ რთულია. ისინი ყოველთვის პროდუქტიულობის გაზრდის მეთოდებს ეძებენ და დაუფიქრებელ გადაწვეტილებებს არასდროს იღებენ. გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერს წონიან.

სასწორი

სასწორი ძალიან კეთილი და ნაზია, ამიტომ მისი ტოტემური ცხოველი კურდღელია. მას მარტოობა არ უყვარს, ურჩევნია, რომ სიყვარული და ზრუნვა სხვებს გაუზიაროს.

სასწორი ძალიან ნაზი პიროვნებაა. მას სიყვარულის და სიკეთის გაცემა უყვარს. უცნაური და გაუგებარი სიტუაციები არ მოწონს. როგორც კურდღელი, სასწორი უბრალოდ წავა, თუ აღმოაჩენს, რომ გარემო სამყარო მისთვის სახიფათოა. მათი შეშინება ძალიან ადვილია.

მორიელი

მორიელის ტოტემური ცხოველი ძაღლია. მორიელის მსგავსად ძაღლი შესანიშნავად პოულობს იმას, რაც სურს, მაშინაც კი, თუ შეზღუდული რესურსები აქვს. ის ერთგული მეგობარია, რომლის მხარდაჭერიც ქონაც ბრძოლაში კარგია. ის აქტიური და შრომისმოყვარეა.

მორიელი შრომის ეთიკის და პროდუქტიულობას გაკონტროლებას ცდილობს, მაგრამ გარკვეულ ხალხთან მიმართებაში უნდობლობას იჩენს. შურისძიება ახასიათებს, თუ გრძნობს რომ განაწყენებულია.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ყველაზე უფრო მეტად ჰგავს წავს. ის ჭკვიანია და სწრაფად სწავლობს. გართობა უყვარს და ცხოვრებას ენთუზიაზმით უდგება. მას მეგობრებთან ურთიერთობის აწყობა, მოგზაურობა და თავგადასავლები უყვარს.

მშვილდოსანს თანაგრძნობა და ემპათიის გამოვლენა ახასიათებს. ადამიანებთან საუბარი უყვარს, მაგრამ გარემო სიტუაციით მისი გადართვა მარტივად შეგიძლიათ.

თხის რქა

თხის რქის ტოტემური ცხოველი ცხენია. მათ სტაბილურობა და მუდმივობა ახასიათებთ. ისინი საიმედო და მიწიერი არსებები არიან.

თხის რქა სწრაფად მუშაობს. თუმცა საკუთარი ქმედებები კარგად მოფიქრებული აქვს და რისკს ერიდება. თხის რქის იმედი შეიძლება გქონდეთ. მათ თვითკონტროლის ძლიერი უნარი ახასიათებთ. უპირატესობას ტრადიციულ ღირებულებებს ანიჭებს.

მერწყული

მერწყულს გართობა და სიამოვნების მიღება უყვარს. ის ეშმაკი, ჭკვიანი არსებაა, რომელსაც თავგადასავლები უყვარს. მას სულის შემკვრელი მომენტების გადატანა უყვარს. სწორედ ამიტომ, მერწყულის ტოტემური ცხოველი დელფინია.

ის ძალიან გონებამახვილია და უყვარს გაცინება, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვები სასაცილოდ იქცევიან. მერწყულს მოსაწყენი სიტუაციები არ უყვარს. ურჩევნია ახალი თავგადასავლები ეძებოს.

თევზები

თევზების ნიშნის ქვეშ დაბადება რაღაცით ზღვის ცხენს ჰგავს. ისინი გულკეთილები და სხვების მიმართ მგრძნობიარეები არიან. ზღვის ცხენები მთელი ცხოვრების მეწყვილეს პოულობენ და საკუთარ კუდებს ერთმანეთში ხლართავენ, როცა ოკეანეში მოგზაურობენ. თევზებსაც სამუდამო ურთიერთობა მოსწონთ.

ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან. მცირე დეტალებიც კი შეუმჩნეველი არ რჩებათ. თევზებს ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად ყოფნა უყვართ. სარისკო და დაუფიქრებელ სიტუაციებს თავს არიდებენ.