ჰოროსკოპი
ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს აგვისტოში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ელით
ზაფხული დასასრულს უახლოვდება. დაიწყო აგვისტო და ურიგო არ იქნება თუ ამ თვის ფინანსურ ჰოროსკოპს გადავხედავთ. სპეციალისტებით თქმით, ზოდიაქოს 3 ნიშანს ფიფნანსური მდგომარეობის გამოსწორების და გაუმჯობესების პერსპექტივა ესახება, ხოლო ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს კი ქამრების შემოჭერა მოუწევთ!
აგვისტოს ფინანსური ჰოროსკოპი
ვინ გახდება უფრო მდიდარი
ტყუპები
ტყუპებს დამატებითი ფულადი სახსრების გამომუშავების საშუალება მიეცემათ, თუმცა ამისთვის გუნდურად მუშაობის სწავლა მოუწევთ. გახსოვდეთ, რომ დრო შეზღუდულია და საქმეებს თავს მარტო ვერ გაართმევთ. საიმედო მოკავშირეებთან ერთად კი მთების გადადგმაც არ გაგიჭირდებათ.
სასწორი
დიპლომატი სასწორები ფულის გამომუშავებასაც შეძლებენ და ახლობელი ადამიანების აზრის გათვალიწინებასაც. ისინი ფულსაც ყაირათიანად დახარჯავენ. ასტროლოგები გირჩევენ ნაჩქარევი აგდაწყვეტილებები არ მიიღოთ და ყველა ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონოთ. ასეთი ქცევა კარგად წაგადგებათ. აგვისტო ფინანსური კუთხით ძალიან წარმატებული თვე იქნება.
მორიელი
ვარსკვლავებმა შეიძლება საჭირო ადამიანებს შეგახვედროთ, ეს შემოსავლების ახალ დონეზე გადაგიყვანთ. ეს ნაცნობობა შეიძლება ბიზნესში ახალ პარტნიორებს ან ახალ დამსაქმებლებს ეხებოდეს. პირად ფრონტზე საინტერესო თავგადასავლების ქონაც არ გახლავთ გამორიცხული. ნებისმიერ შემთხვევაში თავად გადაწყვიტეთ როგორ უნდა მოექცეთ თქვენს ხელში გაჩენილ შესაძლებლობებს!
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს მოუწევთ ეკონომიურად ცხოვრება
მშვილდოსანი
შესაძლოა ბიზნესსა და სამსახურში პრობლემებს წააწყდეთ ამიტომ ეცადეთ ეს პერიოდი როგორმე გადააგოროთ. ეცადეთ ხარჯები შეამციროთ. სექტემბრის დასაწყისიდან თქვენი ფინანასური მდგომარეობა გაუმჯობესებას დაიწყებს, ამიტომ მოთმინება მოიკრიბეთ და მოემზადეთ უკეთესი მომავლისთვის.
მერწყული
ზაფხულის ბოლო თვე ფინანსების კუთხით არასტაბილური იქნება. ამიტომ ავანტურების დროს წარმატების იმედი ნუ გექნებათ! ეცადეთ რისკები მინიმუმამდე დაიყვანოთ. შეინახეთ უკვე არსებული საშუალებები რათა მათი დაბანდება უფრო წარმატებულ პერიოდში შეძლოთ!
კირჩხიბი
აგვისტოში ბევრი სამუშაო გელით, ამიტომ ზაფხულის დასვენებაზე გეგმების დასახვაში დროს ნუ დაკარგავთ. მოაგვარეთ საქმეები და ბეჯითად იმუშავეთ. დროა გადადებულ საქმეებს მიხედოთ. გაითვალისწინეთ, რომ შედეგი მალევე არ მოვა. გაწეული შრომა შემოდგომის დასაწყისში – ჯილდოს სახით დაგიფასებათ.
ნებისმიერ შემთხვევაში იცოდეთ რომ ვარსკვლავებს ადამიანის ბედის ბოლომდე გადაწვეტა არ შეუძლიათ! ისინი უბრალოდ სხვადასხვა სავარაუდო მოვლენების შესახებ გაწვდიან ინფორმაციას და დანარჩენი კი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული!