Connect with us

ჯანმრთელობა

ზეთი უზმოზე: რატომ სვამს ზოგიერთი ადამიანი 1 კოვზ ზეთს ყოველდღე

გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოგიერთი ადამიანის დილა ფინჯანი ყავით ან ჭიქა ლიმონიანი წყლით არ იწყება. კოვზი მცენარეული ზეთი პირველი პროდუქტია, რითაც ორგანიზმს კვებავენ! Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, შეიძლება თუ არა ზეთის უზმოზე დალევა.

პროცედურის მიმდევრები ირწმუნებიან, ასე ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება. უფრო მეტიც, პირველი კურსის შემდეგ ზოგიერთი მედიკამენტის დავიწყების საშუალებას იძლევა. ზეთი უზმოზე ყველა ორგანოს და სისტემის ტოტალურ გაწმენდას და გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს. რა თქმა უნდა, მეთოდი ყველასთვის შესაფერისი არაა, მაგრამ იქნება იმ ადამიანთა ჯგუფში მოხვდით, ვისთვისაც ეს უბრალოდ აუცილებელია.

ზეთის სარგებელი უზმოზე

ცნობილია, რომ უზმოზე ორგანიზმი ყველა სასარგებლო ნივთიერებას უკეთ ითვისებს. ნებისმიერ მცენარეულ ზეთში ბევრი სასარგებლო ნივთიერება შედის. გაითვალისწინეთ, რომ პროცედურა გაღვიძებისთანავე არ უნდა ჩაიტაროთ, როცა კუჭს ჯერ კიდევ სძინავს, არამედ სადღაც 1 საათის შემდეგ. მისი მიღების არა ერთი მიზეზი არსებობს.

1. ზეთი ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მუშაობას ააქტიურებს. ნაღვლის გამოყოფის წყალობით, საკვები, რომელსაც საუზმეზე მიირთმევთ, მაქსიმალურად შეიწოვება. გარდა ამისა, ორგანიზმი ცხიმებს მთელი დღის განმავლობაში უკეთ ინელებს.

2. ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებით და ორგანიზმის ვიტამინებით გამდიდრებით უპირატესობა არ მთავრდება. ზეთი კუჭის კედლებს ეფინება და ამით შიმშილის გრძნობას ამცირებს. პროცედურა ზედმეტი წონის დაკლების მსურველებს განსაკუთრებით უყვართ.

3. დილით კოვზი ზეთი ნამდვილი მხსნელია მათთვის, ვისაც განავლის პრობლემები და ხშირი ყაბზობა აწუხებთ.

როგორ დავლიოთ ზეთი უზმოზე

რამდენიმე წესის გარეშე მეთოდი ვერ იმუშავებს. ყურადღებით გაეცანით!

  1. ზეთი მკაცრად უზმოზე მიირთვით. წყლის დალევაც არ შეიძლება.
  2. მაქსიმუმ 1 ს/კ ზეთი მიირთვით. სხვა შემთხვევაში ნაწლავების მსუბუქად და კომფორტულად გაწმენდის ნაცვლად ძლიერ დიარეას მიიღებთ. თუ დამწყები ხართ, პირველი 2 კვირა 1 ჩ/კ ზეთის მიღება საკმარისია.
  3. ზეთის მიღებიდან 30 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ.
  4. კურსის ხანგრძლივობა – 1–2 თვე, შემდეგ აუცილებლად 30 დღე შეისვენეთ.

ზეთის თვისება

თითოეულ მცენარეულ ზეთს უნიკალური თვისებები აქვს. ზეთზეა დამოკიდებული, თუ რა გავლენას მოახდენს ორგანიზმზე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება ყველა სახეობის ზეთს ახასიათებს, თუმცა დამატებითი ეფექტის მიღწევაც შეიძლება. რომელი ავირჩიოთ, თავად გადაწყვიტეთ!

  • მზესუმზირას ზეთი – ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული. E და A ვიტამინების წყარო. სამკურნალოდ მხოლოდ არარაფინირებული ზეთი გამოგადგებათ.
  • ყურძნის კურკის ზეთი – უჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობით ჩემპიონია, ლიპიდურ ცვლას აუმჯობესებს და სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
  • ამარანტის თესლის ზეთი – ლინოლეურის მჟავას შეიცავს, რომელიც ცხიმის ძლიერი მწველი და ანტიოქსიდანტია.

  • ქოქოსის ზეთი – სასიამოვნო გემო და ბაქტერიოციდული ეფექტი აქვს. გარდა ამისა, საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებების სრულად ათვისებას ხელს უწყობს.
  • აბუსალათინის ზეთი ქრონიკულ ყაბზობას ეფექტურად უმკლავდება. ნაწლავებიდან წიდებს და ლორწოს გამოდევნის. დოზას არ გადააჭარბოთ.
  • ქაცვის ზეთი საყლაპავის და კუჭის ლორწოვან გარსზე დადებით გავლენას ახდენს. გარდა ამისა, გასტრიტის და წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ გამოცდილი საშუალებაა.

  • ბაყაყურას ზეთი ღვიძლის უჯრედებს აახლებს და წმენდს, ნაღვლის გადინებას ხელს უწყობს. პროდუქტი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და წონის კლებას ხელს უწყობს.
  • სიმინდის ზეთი უჯრედის მემბრანებს აახლებს და აძლიერებს, მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი.
  • სეზამის ზეთი სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, სისხლძარღვების კედლებს წმენდს და აძლიერებს. ათეროსკლეროზის და ინსულტის პრევენციას ხელს უწყობს.
  • ზეითუნის ზეთი ჰიპერტონიის და სხვა გულ–სისხლძარღვთა დაავადებების დროს ეფექტურია. გარდა ამისა, პროდუქტი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს, ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს.
  • სელის ზეთი ძლიერ ანტიასაკობრივ და ანტიოქსიდანტურ ეფექტს ფლობს. ამასთან გახდომის პროცესს ააქტიურებს.

მნიშვნელოვანია! ზეთი უზმოზე ორგანიზმზე მყისიერ მოქმედებას ახდენს. ნაღვლკენჭოვანი დაავადების, კუჭქვეშა ჯირკვლის დასუსტებული ფუნქციების, პანკრეატიტის, ეროზიული გასტრიტის და კუჭის წყლულის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ. ამ შემთხვევაში ზეთის მიღება ექიმთან კონსულტანციის გარეშე არ შეიძლება. ზემოთ მოცემულ შემთხვევებში დიეტოლოგი გირჩევთ, ზეთით სალათები, მსუბუქი წვნიანები და ფაფები მორთოთ.