Connect with us

ყვავილები

ზარმაცმა აგროტექნიკოსმა მასწავლა, როგორ გავზარდო ყურძნის ზომა შავი მოცხარი

ტკბილი და მსხვილი შავი მოცხარი ბევრი მებაღის ოცნებაა. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ მარტივ ხრიკს, რომლის დახმარებით სასარგებლო კენკრის მოსავალს გაზრდით, ასევე მის ზომასა და გემოზე გავლენას მოახდენთ.

სხვათა შორის, ვიტამინების ნამდვილი კონცენტრატი არა მხოლოდ კენკრა, არამედ მცენარის ფოთლებია.

C ვიტამინის შემცველობით მხოლოდ ასკილს ჩამოუვარდება, მარწყვს და ციტრუსს კი უსწრებს.

მსხვილი შავი მოცხარი

ნახევრად ჩრდილი

მოცხარს პირდაპირი და ინტენსიური მზის სხივი, ტენის ნაკლებობა და მშრალი მიწა არ უყვარს. ამ ბუჩქისთვის იდეალური პირობაა ბაღის ხეების აჟურული ჩრდილი.

ბაღში მოცხარს „სწორი“ მეზობელი უნდა ჰყავდეს.

მოცხარის დარგვა არ ღირს ჟოლოს, ქაცვის, მსხლის, ხურტკმელის, ღვიის გვერდით.

მულჩი

მიწის გამოშრობას და ფესვების სისტემის გადახურების თავიდან აცილებაში თივით მულჩირება დაგეხმარებათ.

მოცხარის ფესვების ზონა მულჩით დაფარეთ. ბუჩქის ირგვლივ მიწა დიდხანს რბილი დარჩება და მორწყვა ხშირად არ მოგიწევთ.

მოცხარის ბუჩქის გადაჭრის წესები

  1. შავი მოცხარის გადაჭრისას უნდა გახსოვდეთ, რომ ნაყოფიერი კვირტები ნაზარდზე მიმდინარე წელს ფორმირდება.
  2. რაც უფრო მეტი წანაზარდია, მით უფრო მეტ მოსავალს მიიღებთ შემდეგ წელს.
  3. თუ ბუჩქს არ გადაჭრით, 2–3 წელი კარგ მოსავალს მოგცემთ, შემდეგ ძლიერ გასქელდება, წლიური წანაზარდი და მასთან ერთად მოსავალიც შემცირდება.
  4. ახალი ნერგის დარგვისას აუცილებელია გადაჭრის პროცედურა. ნერგი მიწაში 15 სმ სიღრმეზე ჩარგეთ და მიწის ზემოთ 3-5 კვირტი დატოვეთ. ვეგეტაციის პერიოდში, კარგი მოვლის პირობებში დაახლოებით 70-80 სმ სიგრძის ტოტები გაიზრდება. მეორე წელს ამ ტოტებზე პირველ მოსავალს მიიღებთ.
  5. მოსავლის აღების შემდეგ ნაყოფის მომტანი ტოტები გადაჭერით, რომ ახალი ტოტებისთვის ადგილი დატოვოთ.
  6. ახალი ყლორტების რაოდენობა აკონტროლეთ. ამის გარეშე მომავალ წელს უხვ მოსავალს მიიღებთ, მაგრამ წანაზარდი ცუდი იქნება.
  7. სუსტ ბუჩქებზე ცუდი წლიური წანაზარდით (35-40 სმ) 4-5 კვირტს ჭრიან. ამ წელს მცირე მოსავალს არ გაეკიდოთ. თქვენი ამოცანაა, ბუჩქი გააძლიეროთ.
  8. ბუჩქის ფორმირებისას მისი სახეობის მახასიათებლები უნდა გაითვალისწინოთ.

მავნებლების საწინააღმდეგოდ დამუშავება

სოკოსა და სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად შავი მოცხარის ბუჩქი აუცილებლად ბორდოს სითხით ან სპილენძის სულფატით დაამუშავეთ. ეს ფუნგიციდი ორგანულ სასუქთან ერთად არ გამოიყენოთ, რადგან სასარგებლო ბაქტერიები დაიღუპება.

მოცხარის დაავადებებთან საბრძოლველად გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტი: 200 გრ თამბაქოს მტვერს 3 ლ ცხელი წყალი დაასხით. 2–3 დღე დააყენეთ. ამავდროულად, 1 ჭიქა ნივრის კბილს 2 ლ მდუღარე წყალი დაასხით და ნაყენი მოამზადეთ. 10 ლ წყალში ორივე ნაყენი ჩაასხით (წინასწარ ნაყენი გადაწურე), შემდეგ 1 ს/კ თხევადი საპონი და 1 ჩ/კ შავი ან წითელი ცხარე დაფქული წიწაკა დაუმატეთ. ხსნარი კიდევ 1,5-2 საათით დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და მცენარეები კვირტების გახსნამდე დანამეთ. დარჩენილი ჩენჩო ბუჩქის ირგვლივ მოაყარეთ. 2 კვირის შემდეგ, როცა ფოთლები გაიშლება, ხახვის ფურცლების ნაყენი მოამზადეთ და მცენარე დანამეთ. ასე მცენარეს სტრესს მოაშორებთ და გააძლიერებთ.

გამოკვება

სეზონზე მოცხარს გამოკვება 3–ჯერ სჭირდება. მას შემდეგ, რაც კვირტები გაიშლება, 2 ს/კ ამონიუმის ნიტრატის და 10 ლ წყლის ხსნარი მოამზადეთ. ასეთი რაოდენობა თითოეულ ბუჩქს სჭირდება.

შუა ივნისში მოცხარის ბუჩქები ნაკელის ხსნარით (1 ლ ნაკელი 1 ვედრო წყალზე) გამოკვებეთ. სექტემბრის ბოლოს მცენარის ირგვლივ 1,5 ჭიქა სუპერფოსფატი და ამდენივე კალიუმის სულფატი (ერთ ბუჩქზე) მოაყარეთ. ამის შემდეგ უხვად მორწყეთ.

ყველა ეს ზომები და ბუჩქების გადაჭრა (ამას გვერდს ვერ აუვლით) შავი მოცხარის უხვი მოსავლის მიღებაში და ზამთრისთვის ვიტამინების მომარაგებაში დაგეხმარებათ.

მოცხარის გამოსაკვებად შეგიძლიათ ასეთი რეცეპტი გამოიყენოთ: ახალი მიწა + თევზის ფქვილი + ხორცის ფქვილი + დიატომიტი. ნარევი დიდი ჩამჩით თითოეულ ბუჩქს მოაყარეთ. ნაზად გადაანაწილეთ, რომ ზედაპირული ფესვების სისტემა არ დააზიანოთ. ამავდროულად, სარეველები ამოთხარეთ.